კახეთში 44 წლის მამაკაცს დაახლოებით ათი პირი, სავარაუდოდ, ხელკეტებით სასტიკად გაუსწორდა – ნაცემი კაცი კომაშია და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. მას სამი ორგანო აქვს დაზიანებული და ამ დროისთვის საგარეჯოს საავადმყოფოში მკურნალობენ.
ძალადობა იორმუღანლოში, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი.
როგორც ირკვევა, 44 წლის კაცი ჩხუბში გამშველებელი იყო. მას თავდაპირევლად ჩხუბის ხმა შემოესმა და როდესაც გაარკვია, რომ რამდენიმე თანასოფლელი თავს მის ბიძაშვილს დაესხა, მათი გაშველება და სიტუაციის განმუხტვა სცადა.
სასტიკად ნაცემი კაცი ადგილობრივებმა სახლთან მიიყვანეს და ჭიშკართან დატოვეს. როგორც დაზარალებული კაცის მეუღლე ყვება, ამის შემდგომ მან ნათესავებს სთხოვა, კაცი უახლოეს კლინიკაში გადაეყვანათ, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მიმართეს პოლიციასაც.
“ჩემი ქმარი სამსახურიდან დაღლილი მოვიდა, დაურეკეს და დაბადების დღეზე წაიყვანეს. იქ იჩხუბეს და სასტიკად სცემეს. ვიცით, რომ ვიდეოკადრები არსებობს ჩხუბის, სადაც ჩანს როგორ სცემენ და ამ კადრებს ჩვენ არ გვაჩვენებენ. ჰემატომები აქვს, ისეთი ნაცემი იყო, გონზე არ იყო, პოლიცია არ იძიებს, დამნაშავეებს მფარველობენ”, – ამბობს 44 წლის კაცის მეუღლე.
44 წლის კაცი ახლა სიკვდილს ებრძვის, ექიმები დადებით პროგნოზს ვერ აკეთებენ.
სასტიკი ცემაში ბრალდებული მამაკაცები ამ დრომდე დაკავებულები არ არიან.
“ალია”
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
