პეტრე კოლხი პატრიარქს მიმართავს: “თქვენი მორიგი ქადაგება, ვშიშობ, ეპისკოპოსებს უფრო ეხება, რომლებიც ახლა უკვე მითუმეტეს აღარ გისმენენ და სამომავლოდ, თუ უბრალოებაზე საუბარს დააპირებთ, საკუთარი თავი გაითვალისწინეთ”

დღის სიახლეები საზოგადოება

ემიგრაციაში მყოფი ქართველი სასულიერო პირი პეტრე კოლხი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შიო მესამის გუშინდელ ქადაგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“პატრიარქო შიო, როგორ მინდა გულწრფელად მჯეროდეს თქვენი სიტყვების, მაგრამ რა ვუყოთ იმ მოცემულობას, რომელსაც თქვენ არ იმჩნევთ და არც ის გსურთ, სხვამ შეიმჩნიოს…. უხერხულია თქვენგამ მიჯაჭვულობაზე საუბარი…. თქვენი სინოდის წევრების უმეტესობა, ყველაფერზეა მიჯაჭვული, ქრისტიანული ღირებულებების გარდა…. არც თქვენ უჩივით მდიდრულ ცხოვრებას.

მართლა გულით მსურს აღიქვათ თანამედროვე სტანდარტები და გამჭირვალობა…. სამყარო ისე მოეწყო, აღარავის სჯერა ამბიონიდან წარმოთქმული, დრო მოჭმული სიტყვების, ყველა ცხოვრების წესს აკვირდება….

ჩხარტიშვილის ყიფილი ბინიდან, სადაც თქვენი ნავსაყუდელი მოიწყვეთ, მიჯაჭვულობაზე საუბარი, ალბათ, უნიჭო ხუმრობის ნაწილია….

თქვენი კოლეგები სისხლის ანალიზის პასუხების გასაგებად გერმანიაში დარბიან, მაგრამ თქვენი შემყურე, დამშეულ მრევლს, საკუთარი უბნის კლინიკაში მისვლაც, წარმოუდგენელ ფუფუნებად ეჩვენება….

ჰოდა, თქვენი მორიგი ქადაგება, ვშიშობ, ეპისკოპოსებს უფრო ეხება, რომლებიც ახლა უკვე მითუმეტეს აღარ გისმენენ და სამომავლოდ, თუ უბრალოებაზე საუბარს დააპირებთ, საკუთარი თავი გაითვალისწინეთ” – წერს სასულიერო პირი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *