ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობები დატოვეს

დღის სიახლეები ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თანამდებობა დატოვა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადასტურებენ.

მაღლაკელიძე აღნიშნულ თანამდებობას 27 აპრილიდან დღემდე იკავებდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მიხეილ მაღლაკელიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ახალი ხელმძღვანელის წარდგენა მოხდება მიმდინარე წლის 14 სექტემბერს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ფინანსთა სამინისტროს , ლევან ხარაბაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ.

ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი.

ლევან ხარაბაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას მიმდინარე წლის პირველი მაისიდან იკავებდა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *