“ნაცმოძრაობას გადარჩენა არ უწერია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

დღის სიახლეები პოლიტიკა

“ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მიხეილ სააკაშვილი თავად შლის და არა იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, ვისაც გადარჩენა სურს, მოვლენებს სახელი სწორად უნდა დაარქვას.

“ტელესამყაროს ბათლს მინდა გამოვეხმაურო და ვთქვა, რომ
ნაციონალურ მოძრაობას თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად, და არა იაგო ხვიჩია.

პიროვნების კულტი შლის მაგ პარტიას, ზუსტად ისე, როგორც პიროვნების კულტი ანგრევს ოცნებას – ვინმე იაგო, მხოლოდ და მხოლოდ გვერდითი მოვლენაა და ასეთი გვერდითი მოვლენები არ დაილევა იქამდე, ვიდრე მრავალმხრივ ხელმოცარული უნიჭოები არსებობენ, ვისაც გადარჩენა რომელიმე “ავტორიტეტული ძიას” ჩრდილში ყეფით წარმოუდგენიათ.

მოკლედ, ვისაც გადარჩენა სურს, მოვლენებს სახელი სწორად უნდა დაარქვას.

ნაცმოძრაობას გადარჩენა არ უწერია” – წერს თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *