“სადღეგრძელოს დროს ფეხზე ადგომა აიძულა, შემდეგ გაიყვანა და დანა დაარტყა…17 წლის ბრალდებულს “მრავალფეროვანი კრიმინალური” ისტორია აქვს” – პროკურორი

დღის სიახლეები სამართალი

არასრულწლოვანის მკვლელობა ხუდადოვის ქუჩაზე – პროკურორი ქეთი სონიძე ადასტურებს “პირველების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამწვადეში დაპირისპირება სადღეგრძელოს გამო დაიწყო.

როგორც სონიძე აცხადებს, დაკავებული 17 წლის დ.პ.-ს ჯერ სიგარეტის გამო მოუვიდა შელაპარაკება სუფრაზე მყოფ მოზარდებთან, მას შემდეგ კი რაც ის ბიჭებმა სუფრასთან მიიწვიეს, უკვე სადღეგრძელოს გამო გაგრძელდა დაპირისპირება.

ირკვევა, რომ მოკლული დავით ნარიმანიძე სუფრაზე განცალკევებით იჯდა და არ ლაპარაკობდა, სწორედ ეს ვერ აიტანა ბრალდებულმა და 17 წლის ბიჭს ფეხზე ადგომა აიძულა. პროკურორის თქმით, სადრეგრძელოს შემდეგ დაკავებულმა მოზარდს გასვლა მოსთხოვა, მოშორებით გაიყვანა და გულ-მკერდში დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

სახელმწიფო მბრალმდებელი ამბობს, რომ ბრალდებული მრავალფეროვანი კრიმინალური ისტორიის მქონე არასრულწლოვანია და ახლაც გირაოს პირობების ქვეშ იმყოფება.

ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არანაირი კავშირი არ არსებობდა. ისინი პირველად სწორედ საბედისწერო ღამეს შეხვდნენ ერთმანეთს. ბრალდებული თავის მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა 10 სექტემბრის გამთენიისას, რა დროსაც მას შემთხვევით შეხვდა რამდენიმე ბიჭი, რომლებიც იქვე სამწვადის ტერიტორიაზე აღნიშნავდნენ მეგობრის დაბადების დრეს და აღნიშნულ პირებს სთხოვა სიგარეტი. სიგარეტი მათ არ ჰქონდათ და უპასუხეს რომ არ ჰქონდათ, რამაც ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია და უთხრა, რომ მათი ტონი არ მოეწონა. ამის შემდეგ ბიჭებს შორის ურთიერთობა დამშვიდდა, ის მიიწვიეს თავის სუფრასთან და შესტავაზეს სადღეგრძელოს დალევა, რა დროსაც ბრალდებული გამოელაპარაკა მათ, გაეცნენ ერთმანეთს, უბრალოდ სახელები გაცვალეს და ამის შემდეგ, მან შენიშნა, რომ სუფრასთან თავისთვის იჯდა, არც კონფლიქტში ერეოდა და არც საუბარში მოკლული არასრულწლოვანი, 17 წლის დავითი, რა დროსაც მან დავით შენიშვნა მისცა, თუ რატომ არ დგებოდა ფეხზე და ეს პირად უპატივცემულოდ მიაჩნდა.

დავითმა მას უპასუხა, რომ უბრალოდ ფეხი სტკიოდა და ამის გამო ფეხზე ვერ დგებოდა, რამაზც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია, უთრხა რომ ამდგარიყო, მის გვერდით დამდგარიყო – თუ ფეხი სტკიოდა, ხელი გადაეხვია და ასეთ მდგომარეობაში ეიძულებინა თავი, რომ დარჩენილიყო. ფეხზე ადგომის შემდეგ, იძულებით დავითი გევრდით იდგა რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ ბრალდებულმა მას შესთავაზა მოშორებით ცალკე გასვლა. გასვლისთანავე, მას ბრალდებულმა გულ-მკერდის არეში დანის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვსი საშიში ჭრილობა, რის შედეგადაც ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი და ცოტა ხნის განმავლობაში მიიმალა, თუმცა ის რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ დაბრუნდა.

შეუტყობინებლობაზე დაკავებული არ გვყავს, იმტიომ რომ სასწრაფოში დაირეკა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული 17 წლისაა, მას აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი კრიმინალური გამოცდილება, ოღონდ არა ძალადობრივი ჩადენასთან დაკავშირებით, არამედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ის მრავალეპიზოდიანი ქურდობების ჩადენასთან დაკავშირებით არის ამჯერადაც პასუხისგებაში მიცემული, იმყოფება გირაოს მოქმედების ქვეშ, რაც ამ ეტაპზე გადაუხდელი აქვს”, – აცხადებს პროკურორი.

სისხლიანი ანგარიშსწორება ხუდადოვის ქუჩაზე – 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა.

მკვლელობა თბილისში 10 სექტემბერს მოხდა – გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *