კრწანისის ტყე-პარკში ე.წ. არაბული ქალაქების მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გამართეს მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. მათ შორის იყო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
შეკრებილები ითხოვდნენ, გაუქმდეს ხელშეკრულება, რომელიც Eagle Hills-თან არის დადებული და ე.წ. კრწანისის ტყე-პარკში ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს.
მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კრწანისის ტყე-პარკი არის თბილისის ფილტვები და აქ მშენებლობა ყველას მხრიდან მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ეს – ქართველი, არაბი თუ რუსი.
„მეორე საკითხია, თუ რა ხდება, არ არის გამჭვირვალე პასუხები იმაზე, ვინ, რას და როგორ აშენებს. გაგვიხსნეს რაღაც ოფისები რუსთაველზე, მაგრამ არავინ იცის, რა კონტრაქტით, რა ფულით, რეალურად, ვინ არის ინვესტორი, აქ ვინ აკეთებს ფულს და ვინ და ვინ იქნებიან აქ მცხოვრებლები. ეს ყველაფერი სრულიად გაურკვეველია. ისედაც მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს, ქართველი, არაბი რუსი, აქ არ უნდა აშენდეს არაფერი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
