ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ბავშვთა საერთაშორისო პროექტების ფესტივალს ამზადებს

რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ბავშვთა საერთაშორისო პროექტების ფესტივალს ამზადებს, რომელიც 27-დან 29 ოქტომბრამდე ოკუპირებულ აფხაზეთში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, 27 ოქტომბერს გულრიფშისა და გალის რაიონებში ანიმატორ სერგეი ანტონოვთან მასტერკლასები და შეხვედრები გაიმართება, ხოლო ბიჭვინთაში ფოტოგამოფენა „წარმატების ტერიტორია: ბუნების მიერ მოცული“ და მოდის ჩვენება გაიხსნება, იუწყება „სპუტნიკ აბხაზია“. 28 ოქტომბერს სერგეი ანტონოვთან შეხვედრები გაგრასა და გუდაუთაში გაგრძელდება, […]

Continue Reading

“თუ მარეგულირებელი ორგანო სხვა ქართველ მწარმოებლებთან დარღვევებს აღმოაჩენს, მათაც შეექმნებათ შეზღუდვები რუსეთში მათი პროდუქციის იმპორტის თაობაზე” – ბალაშოვი

რუსეთი ღიაა საქართველოდან მაღალი ხარისხის პროდუქციისთვის. რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (RGBC) თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა იური ბალაშოვმა, ისაუბრა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის მიწოდების მდგომარეობაზე. მან აღნიშნა, რომ როსპოტრებნადზორის მიერ ზოგიერთი ქართული სასმელის დროებითი აკრძალვა გამოწვეულია პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შეუსაბამობით. მისივე თქმით, რუსეთის ბაზარი ღია რჩება სხვა მომწოდებლებისთვის. „ეს არ არის ემბარგო; შეზღუდვები არ ვრცელდება სხვა კომპანიებზე. […]

Continue Reading

რუსეთის „როსელხოზნადზორმა“ და საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს

2026 წლის 20-დან 22 ოქტომბრამდე, „როსელხოზნადზორი“ მონაწილეობს ვეტერინარული პროდუქტების მარეგულირებელი სისტემების გაძლიერების შესახებ OVEP-ის რეგიონულ სემინარში, რომელიც თბილისში იმართება. ამის შესახებ რუსეთის აღნიშნული უწყების ვებ-გვერდი იუწყება. სემინარის ფარგლებში, „როსელხოზნადზორისა“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რათა განეხილათ თანამშრომლობის გაფართოება და მეცხოველეობის პროდუქტების ორმხრივი მიწოდების გაზრდა, მათ შორის ორი […]

Continue Reading

არის მთელი რიგი საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ამ საკომუნიკაციო ხაზის ფუნქციონირება აუცილებელია – ქადაგიშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე

ჩვენ გვჭირდება ყველა ვითარებაში გარკვეული კომუნიკაციის არხის ქონა რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოკუპაციის გამო რუსეთთან დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, თუმცა ეკონომიკური, ჰუმანიტარული თუ სატრანსპორტო საკითხების მოსაგვარებლად საკომუნიკაციო არხის ფუნქციონირება აუცილებელია. […]

Continue Reading

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმა ახალი წარმომადგენელი დანიშნა

გიორგი ზურაბაშვილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა, დაინიშნა პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, ზურაბაშვილი პარალელურად განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას. “რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი […]

Continue Reading

“სამხრეთ კავკასიის, როგორც ენერგეტიკული დერეფნების გზაჯვარედინის განვითარება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელიც მზადაა მასში ინვესტიციები ჩადოს”

სამხრეთ კავკასიის, როგორც ენერგეტიკული დერეფნების გზაჯვარედინის განვითარება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელიც მზადაა მასში ინვესტიციები ჩადოს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, დიმიტრი ბირიჩევსკიმ, მრგვალი მაგიდის დისკუსიაზე „პლატფორმა 3+3: ენერგეტიკული თანამშრომლობა, როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების საყრდენი სამხრეთ კავკასიაში“. დიპლომატის თქმით, ღონისძიების ენერგეტიკული დღის წესრიგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. „ჩვენს ქვეყანას რეგიონთან ისტორიული კავშირები […]

Continue Reading

რუსეთი-ლიბანი-საქართველო: რომელი ქვეყნიდან გაიზარდა და შემცირდა ფულადი გზავნილები

2026 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.77 მლნ აშშ დოლარი (746.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.1%ით (32.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში. ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე დიდი ვარდნა რუსეთიდან გზავნილების შეეხო, აქ წლიურად გზავნილები 80%-ით – 39.487 მლნ აშშ დოლარიდან 7.858 […]

Continue Reading

რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე მდებარე ადლერის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა ცხრაჯერ გაიზრდება

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე მდებარე ადლერის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა ცხრაჯერ გაიზრდება. ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ, საკონტროლო-გამშვები პუნქტი დღეში 14 100-ზე მეტი მანქანის გატარებას შეძლებს, ამჟამინდელი 1500-ის ნაცვლად. მგზავრთა ნაკადი დღეში 28 000-დან 80 500-მდე გაიზრდება. რეკონსტრუქციის ფარგლებში, აფხაზეთის საზღვარზე აშენდება რვა საგზაო ზოლი 80 ადგილით მსუბუქი […]

Continue Reading

რუსეთისთვის ღვინის ყველაზე დიდი პირდაპირი მომწოდებლები იტალია და საქართველოა – AAWE

2025 წელს რუსეთისთვის ღვინის ყველაზე დიდი პირდაპირი მომწოდებლები, ღირებულების თვალსაზრისით, იტალია და საქართველო იყვნენ, ხოლო მოცულობით საქართველო ლიდერობდა. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (American Association of Wine Economists – AAWE) თავის facebook-გვერდზე წერს. კერძოდ, გასულ წელს რუსეთში 234 მლნ დოლარის იტალიური და 171 მლნ დოლარის ქართული ღვინო შევიდა. მაშინ, როცა მოცულობის თვალსაზრისით საქართველოდან რუსეთში […]

Continue Reading

რუსი ტურისტებისთვის ოკუპირებული აფხაზეთი მეორე – დანარჩენი საქართველო მეოთხე ადგილზეა

რუსული ტურისტული სერვისის, Tutu-ს კვლევის თანახმად, 2026 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტულ მოგზაურობებზე რუსეთის მოთხოვნა, თითქმის, გაორმაგდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სერვისის თანახმად, ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობებზე მოთხოვნა 2025 წელთან შედარებით 11.1%-ით გაიზარდა. სამი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო მიმართულება იყო თურქეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ტაილანდი. თურქეთმა შეინარჩუნა პირველი ადგილი ბილეთების გაყიდვების 25.2%-იანი ზრდით, ხოლო ტაილანდში მოგზაურობის […]

Continue Reading

ახლა დაიწყება პროცესი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, ტრაქტატი 2-ზე ხელის მოწერის და თქვენ კომპანიებო, ჩუმად იყავითო – ხუხაშვილი რუსულ აკრძალვაზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურებაა რუსეთის მიერ ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტის აკრძალვის საკითხს. ხუხაშვილის თქმით, ამ პროცესს ორი მხარე აქვს, ერთი მხრივ, ეს არის ზეწოლა რუსეთის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ აქვს კორუფციული მხარეც, „ვიღაც ამაზე ხელს მოითბობს“ „ეს არის ნაჯახით მუშაობის უტიფარი რუსული მეთოდოლოგია. ახლა აანონსებენ სხვა კომპანიებზეც, ანუ ჩუმად იყავითო. ახლა დაიწყება პროცესი სამშვიდობო […]

Continue Reading

ევროკავშირი რუსი ტურისტებისთვის სავიზო შეზღუდვებს განიხილავს

ევროპის ხელისუფლება აპირებს კიდევ ერთი გეგმის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსი მოგზაურებისთვის შეზღუდვებს: შეზღუდული მოქმედებისა და მოგზაურობის არეალის მქონე ვიზების შემოღებას, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტში. „ეს ეხება LTV ვიზას (შეზღუდული ტერიტორიული მოქმედების). სტანდარტული შენგენის ვიზისგან განსხვავებით, ის არ იძლევა რიგ წევრ სახელმწიფოებში შესვლის საშუალებას, მაგრამ ცალკე „მოქმედი“ სვეტში ჩამოთვლილია ვიზიტორებისთვის ღია ქვეყნები.“ საინტერესოა, რომ ისლანდიის, […]

Continue Reading

“თითქოს ეს ხარისხის გამო მოხდა, რუსული იდეოლოგიის ნაწილია – ვინ მოგვცემს ხარისხის დარღვევის უფლებას „კოკა-კოლის“ სისტემაში?! ეს შეუძლებელია“

„ეს ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკის ნაწილია. ამაში სიურპრიზი არაფერი არ არის“, – ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი თემურ ჭყონია რუსეთის მიერ ქართული კომპანიების პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ აკრძალვას. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალურმა ზედამხედველობის სამსახურმა ქართული კომპანიების ნაწილის პროდუქციის იმპორტსა და მიმოქცევაზე დროებითი სანიტარული ღონისძიება გამოაცხადა. 2026 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდვა რამდენიმე მსხვილ ქართულ […]

Continue Reading

8 თვეში საქართველომ რუსეთში $102 მილიონის ღვინო გაიტანა

რუსეთი ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზრად რჩება – 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობის თითქმის 67% სწორედ რუსეთზე მოდიოდა. რვა თვის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში 102,2 მილიონი დოლარის ღირებულების 34 898 ტონა ღვინო გაიყიდა. მთლიანობაში კი საქართველოდან ექსპორტზე 163,6 მილიონი დოლარის 52 419 ტონა ღვინო გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავ პირველ ადგილს იკავებს, მიმდინარე წელს […]

Continue Reading

ქართული ღვინო კვლავ აიკრძალა: როსპოტრებნადზორი ხარისხს ამოწმებს თუ თბილისთან ურთიერთობას? – pravda.ru

ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა “პრავდა.რუ” და წერს, რომ შეზღუდვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქართველ მწარმოებლებზე, რომელთათვისაც რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან ბაზარად რჩება. მომხმარებლები კი კვლავ დადგება კითხვის წინაშე, თუ სად მთავრდება სურსათის უვნებლობისადმი ზრუნვა და სად იწყება მაღალი დონის პოლიტიკა: “რუსეთმა შეზღუდა ქართული ღვინის, კონიაკის, ლუდის და გამაგრილებელი სასმელების იმპორტი და გაყიდვა. “როსპოტრებნადზორის” დოკუმენტზე დაყრდნობით, […]

Continue Reading

რომან გოცირიძე – რუსეთმა რამდენიმე დასახელების სასურსათო პროდუქტის შეტანის აკრძალვით, ფაქტობრივად, ემბარგო გამოგვიცხადა – დაუდგები რუსეთს მუხლებზე, მოგთხოვს ხოხვას

დაუდგები რუსეთს მუხლებზე, მოგთხოვს ხოხვას, როგორადაც არ უნდა შეუსრულო რუსეთს დავალება, საბოლოო ჯამში, ის არასდროს იქნება კმაყოფილი და ყოველთვის მეტსა და მეტს მოითხოვს, – ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე, რუსეთის მიერ ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის რუსეთში იმპორტის დროებით აკრძალვას. მისივე თქმით, „რუსეთმა რამდენიმე დასახელების სასურსათო პროდუქტის შეტანის აკრძალვით, ფაქტობრივად, ემბარგო […]

Continue Reading

პრემიერი — კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როცა არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა. „ჩვენ, თავის დროზე, გახსოვთ, როდესაც […]

Continue Reading

რუსეთმა ქართული კომპანიების პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა – რომელ კომპანიებს შეეხება აკრძალვა

რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ფედერალური ზედამხედველობის სამსახური წერილს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, რომელიც 9 ოქტომბრით არის დათარიღებული, წერია, რომ 2026 წლის 9 ოქტომბრიდან შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით. აკრძალვა კი შეეხება შემდეგ კომპანიებს: „თელიანი ველი“; „თბილღვინო“; „ძმები ასკანელები“; „ვაინმენი“; „ქართული ლუდის კომპანია“; „კოკა-კოლა“; […]

Continue Reading

ჯანმო რუსეთში პნევმონიული ჭირის შესახებ ინფორმაციის შემდეგ მეორე შემთხვევით დაინტერესდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთში, ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის პნევმონიული ჭირის შესაძლო მეორე შემთხვევას იძიებს. ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, პლატფორმა X-ზე განაცხადა. საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად, ჯანმო-ს მოთხოვნის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირკუტსკის რეგიონში ბოლო დროს ჭირის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რუსული მხარის მტკიცებით, ჩაატარა ეპიდემიოლოგიური გამოძიება, გაატარა […]

Continue Reading

რუსეთი ზემო ლარსზე სომხური კონიაკით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს არ ატარებს

ზემო ლარსის რუსეთის მხარეს ერევნის ღვინის, არყისა და კონიაკის ქარხნის, „არარატის“ ბრენდის კონიაკით დატვირთული სატვირთო ავტომობილები, დაახლოებით, ერთი თვეა, დგანან. საუბარია, დაახლოებით, ორ ათეულ სატვირთო მანქანაზე. ამის შესახებ მძღოლებმა shamshyan.com-ს განუცხადეს. მათი ცნობით, ამ ხნის განმავლობაში მათ საკვებისა და საწვავისთვის განკუთვნილი თანხა დახარჯეს და ამჟამად გამოუვალ მდგომარეობაში არიან. NEWS.am-ს „არარატის“ ქარხნის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კონიაკის […]

Continue Reading

რუსეთში შავ ჭირთად დაკავშირებით “ლელო” ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს – “დაუყოვნებლივ ჩააბაროს მოსახლეობას ანგარიში – იმოქმედეთ, განმარტეთ, ახსენით!”

გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა გაამკაცრეს საზღვრების კონტროლი და გამშვებ პუნქტებზე სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი დაიწყეს, ამ ფონზე, გაურკვეველია, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო – საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს პასუხს იმაზე, თუ რა ზომებს იღებს დღეს ხელისუფლება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე […]

Continue Reading

სამმა ქვეყანამ გაამკაცრა რუსეთთან სასაზღვრო კონტროლი “შავი ჭირის” სავარაუდო შემთხვევების გამო

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა გაამკაცრეს სანიტარული კონტროლი რუსეთთან საზღვრებზე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია „განსაკუთრებით საშიში ინფექციის“ შესახებ, რომელმაც იმსხვერპლა 28 წლის ლაბორატორიის ტექნიკოსი ირკუტსკის რეგიონში ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში. ამის შესახებ სამივე ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა. „ყაზახეთში სიტუაცია მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და მიღებულია პრევენციული ზომები. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სანიტარული და საკარანტინო კონტროლი ხორციელდება“, – განაცხადა […]

Continue Reading

შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შემთხვევაში, აშშ მზად არის რუსეთს დაეხმაროს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზად არის, ირკუტსკში შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შემდეგ რუსეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადა. რუსეთიდან ფილტვისმიერი ჭირის გავრცელების რისკთან დაკავშირებით ტრამპი ამბობს, რომ თეთრი სახლი მეტად ყურადღებით აკვირდება ამ მოვლენას. “მას პნევმონიას უწოდებენ. იცით, წლების წინ პნევმონიის მკურნალობა უფრო ადვილი იყო. მიკრობები და ბაქტერიები გაძლიერდა, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით მათ,“ […]

Continue Reading

ივანე ჩხაიძე – ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანების რუსეთიდან საქართველოში შემოღწევის ალბათობა მცირეა

„რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს შემთხვევა განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. დიდი იმედი მაქვს, რუსეთის მხრიდან არ მოხდება ინფორმაციის დამალვა სერიოზული აფეთქებისა და პრობლემის თაობაზე, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ […]

Continue Reading

„ახალი პანდემიის შიშის ფონზე, პუტინის რეჟიმი „შავი ჭირის“ აფეთქებას „მალავს“ – The Sun

2 ოქტომბერს, ირკუტსკის ოლქში, შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში 28 წლის ქალი “შავი ჭირით” გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი საავადმყოფოს დირექტორმა დაადასტურა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, 1 ოქტომბრიდან საავადმყოფოში რამდენიმე განყოფილებაში პაციენტების მიღება და გაწერა შეჩერებულია. სტაციონარული განყოფილება კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო ამბულატორიული კლინიკა ღია რჩება. იმის შესახებ, რომ რუსეთში „შავი ჭირის“ აფეთქებაა, ბოლო დროს ბევრი საერთაშორისო მედიასაშუალება […]

Continue Reading

სერგეი ლავროვი აფხაზებს მადლობას უხდის

რუსეთი მადლიერია აფხაზეთისა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებაში დახმარებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ოლეგ ბარციცთან შეხვედრისას განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა აფხაზი მებრძოლების წვლილი ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. „მადლობელი ვართ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში სოლიდარობის გამო. აფხაზი მოხალისეები მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს საერთო […]

Continue Reading

ბიზნესმენების სახლები გაჩხრიკეს, რომლებსაც რუსეთში საქართველოს გავლით მსუბუქი ავტომობილები უკანონოდ შეჰყავდათ

ავსტრიასა და გერმანიაში ორი ბიზნესმენის სახლი გაჩხრიკეს, რომლებიც რუსეთში მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს გავლით 59 მსუბუქი ავტომობილის უკანონოდ ექსპორტში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გერმანიაში, კაიზერსლაუტერნის პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში წერია. ბიზნესმენებს, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, 7 მლნ ევროს ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ. სამართალდამცავი ორგანოები მიიჩნევენ, რომ ეჭვმიტანილებმა რუსეთში ანტირუსული სანქციების დარღვევით 53 მსუბუქი და 6 სატვირთო […]

Continue Reading

რუსეთში აღარ დააფინანსებენ ფილმებს, რომლებშიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ქრთამს იღებენ

ფილმები და სერიალები, რომლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, საგამოძიებო კომიტეტის, ან პროკურატურის წარმომადგენლები ქრთამს იღებენ, ან კრიმინალურ სქემებში მონაწილეობენ, სახელმწიფო დაფინანსებას აღარ მიიღებენ, განუცხადა „კომერსანტს“ ორმა წყარომ მსხვილი კინოსტუდიებიდან. გაზეთის წყაროებმა დასძინეს, რომ ეს ასევე გავლენას მოახდენს მანიაკებისა და სერიული მკვლელების შესახებ პროექტებზე. მოთხოვნები ჯერ არ იქნება კანონით გათვალისწინებული, მაგრამ, „კომერსანტის“ წყაროს თქმით, […]

Continue Reading

მარია ზახაროვა – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვინც ზემო ლარსსა და სხვა საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე „შტურმი მიიტანა“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში და ახლა დაბრუნება სურს, საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ, ვინც ზემო ლარსსა და სხვა საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე „შტურმი მიიტანა“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში და ახლა დაბრუნება სურს, საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს, რომლებიც მოტყუებულები დარჩნენ და პანიკაში ჩავარდნენ. „როგორ ვუყურებს მათ ჩვენი უწყება? როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაგან ზოგი პანიკაში ჩავარდა, […]

Continue Reading

რუსეთში საქართველოზე მოთხოვნა 66%-ით გაიზარდა – რუსული მედია

საქართველო წამყვან სამეულს ხურავს იმ ქვეყნებს შრის, სადაც ზაფხულში რუსეთიდან მოგზაურობებზე მოთხოვნა ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაიზარდა. ამის შესახებ სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ-დაჯავშნის სერვის „ოსტროვოკის“ კვლევაში წერია, რასაც რუსული სამთავრობო მედიასაშუალება TASS ავრცელებს. კერძოდ, რუსებს შორის, საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა, 2025 წელთან შედარებით, 66%-ით გაიზარდა. პირველ ადგილზე ვიეტნამია, რომელთანაც წლევანდელ სეზონზე, რუსეთიდან საჰაერო მიმოსვლის გაზრდის გამო, […]

Continue Reading

რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის წევრობა FIDE-მ დროებით შეაჩერა

საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციამ (FIDE) ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის მიერ სპორტული არბიტრაჟის სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო. FIDE-ს რეგულაციებისა და „ინდივიდუალური მოჭადრაკეების უფლებებისა და ინტერესების დაცვისადმი ვალდებულების“ თანახმად, ორგანიზაცია მოთამაშეებს საერთაშორისო ჭადრაკის შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას მისცემს. სააგენტო TASS იუწყება, რომ მარტში CAS-მა ნაწილობრივ დააკმაყოფილა უკრაინის სააპელაციო საჩივარი რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის (RCF) წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილების […]

Continue Reading

რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის მზად არის – რა პირობას აყენებს მოსკოვი

რუსეთის საგარეი საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის მზადაა. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს ორმხრივი უნდა იყოს. ზახაროვამ შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც, მისი აზრით, „პრაგმატული პოლიტიკის გატარებას ცდილობს“, ყურადღებით მოუსმენს ხალხის ხმას. „ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის, მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს. თქვენ ახსენეთ […]

Continue Reading

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რუსეთის ქალაქებიდან რეისები მატულობს

მინერალნიე ვოდიდან პირველი რეისი ოკუპირებული სოხუმის ვლადისლავ არძინბას აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, საავიაციო ტრადიციისამებრ, თვითმფრინავს საფრენ ბილიკზე წყლის თაღი დახვდა. “ფრენებს RusLine Airlines ახორციელებს და რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. სოხუმი – მინერალნიე ვოდი: ▫️ოთხშაბათი – გამგზავრება 15:25 საათზე, ჩამოსვლა 16:15 საათზე▫️შაბათი – გამგზავრება 11:15 საათზე, […]

Continue Reading

სანავთობო შემოსავლები და პატრიარქი კირილი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს – Politico

ევროკავშირი ჩქარობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე რაუნდზე შეთანხმებას მომავალი კვირის ბოლომდე მიაღწიოს. ახალი სანქციების პაკეტი შესაძლოა რუსეთის ნავთობის შემოსავლებს, მის ბანკებსა და „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხებოდეს, იუწყება გამოცემა Politico. აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მთავარი წინადადება შეიძლება იყოს რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვა. ამჟამინდელი „ფასის ჭერი“, რომელიც ბარელზე 44,10 აშშ დოლარს შეადგენს, ამ ზაფხულს იწურება. თუ არანაირი ქმედება […]

Continue Reading

რუსეთი სომხური პროდუქტის იმპორტზე 3 ივნისიდან შეზღუდვას აწესებს, ფაშინიანი რუსული სანქციით დაზარალებულებს დახმარებას პირდება

რუსეთი სომხეთის სასოფლო სამეურნეო კულტურის იმპორტზე მორიგ შეზღუდვას აწესებს. რუსული მედიის თანახმად, 3 ივნისიდან შეზღუდვები შეეხება სომხური წარმოშობის ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტს, ასევე ამ პროდუქტების ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ტრანზიტს. ეს ზომები ძალაში დარჩება, ვიდრე არ შემუშავდება ალგორითმი გადაზიდული საქონლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში „როსელხოზნადზორმა“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა […]

Continue Reading

რუსეთი ზღუდავს სომხეთიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტს

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური “როსელხოზნადზორი” სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს 30 მაისიდან შეზღუდავს. ამის შესახებ სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც რუსული სამთავრობო მედია აქვეყნებს. „2026 წლის 30 მაისიდან, როსელხოზნადზორი დროებით შეზღუდვებს დააწესებს სომხეთიდან წარმოშობილი და გაგზავნილი ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულის და მარწყვის იმპორტზე, ვიდრე არ შემუშავდება შესაბამისი ალგორითმი გაგზავნილი პროდუქციის […]

Continue Reading

რუსეთი დაემუქრა სომხეთს ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით ევროკავშირთან დაახლოების გამო

რუსეთის ხელისუფლება ერევანს დაემუქრა ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ბრილიანტების მიწოდების შესახებ შეთანხმების ცალმხრივი შეჩერებით, ან დენონსაციით, თუ სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებას. ამას მოწმობს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, სერგეი ცივილევის, წერილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსადმი, იტყობინება „უკრინფორმი“ The Moscow Times-ზე დაყრდნობით. „სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთქმედების გაღრმავების შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოცხადებული სურვილი […]

Continue Reading