პრემიერი — კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როცა არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ

დღის სიახლეები პოლიტიკა

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა.

„ჩვენ, თავის დროზე, გახსოვთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ, რამხელა კამპანია მოჰყვა ამ ყველაფერს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სანქციების შემსუბუქება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *