მინერალნიე ვოდიდან პირველი რეისი ოკუპირებული სოხუმის ვლადისლავ არძინბას აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, საავიაციო ტრადიციისამებრ, თვითმფრინავს საფრენ ბილიკზე წყლის თაღი დახვდა.
“ფრენებს RusLine Airlines ახორციელებს და რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
სოხუმი – მინერალნიე ვოდი:
▫️ოთხშაბათი – გამგზავრება 15:25 საათზე, ჩამოსვლა 16:15 საათზე
▫️შაბათი – გამგზავრება 11:15 საათზე, ჩამოსვლა 12:05 საათზე
მინერალნიე ვოდი – სოხუმი:
▫️ოთხშაბათი – გამგზავრება 17:15 საათზე, ჩამოსვლა 18:10 საათზე
▫️შაბათი – გამგზავრება 13:05 საათზე, ჩამოსვლა 14:00 საათზე
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე.
სოხუმი ამჟამად პირდაპირ რეისებს ახორციელებს მოსკოვში, უფას, ხანტი-მანსიისკსა და ნიჟნი ნოვგოროდში. აეროპორტის მარშრუტების ქსელს მალე ახალი მიმართულება დაემატება: კალუგას მიმართულებით რეისები 10 ივნისიდან დაიწყება” – წერს “სპუტნიკ აბხაზია”.
