2025 წელს რუსეთისთვის ღვინის ყველაზე დიდი პირდაპირი მომწოდებლები, ღირებულების თვალსაზრისით, იტალია და საქართველო იყვნენ, ხოლო მოცულობით საქართველო ლიდერობდა.
ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (American Association of Wine Economists – AAWE) თავის facebook-გვერდზე წერს.
კერძოდ, გასულ წელს რუსეთში 234 მლნ დოლარის იტალიური და 171 მლნ დოლარის ქართული ღვინო შევიდა. მაშინ, როცა მოცულობის თვალსაზრისით საქართველოდან რუსეთში 61 მლნ ლიტრამდე, იტალიიდან კი 59 მლნ ლიტრამდე ღვინო შევიდა.
ასევე, წამყვან ხუთეულშია არაპირდაპირი ექსპორტიორები, როგორიც ლატვია და პოლონეთია.
რუსეთში 2025 წლის ღვნის წამყვანი ექსპორტიორების ტოპ 10-ეული ასეთია:
- იტალია – 234.41 მლნ დოლარის; 58.64 მლნ ლიტრი; ლიტრის ფასი 4 დოლარი
- საქართველო – 170.67 მლნ დოლარის; 60.83 მლნ ლიტრი; ლიტრის ფასი 2.81 დოლარი
- ლატვია – 128.81 მლნ დოლარის; 17.92 მლნ ლიტრი; ლიტრის ფასი 7.19 დოლარი
- პოლონეთი – 80.62 მლნ დოლარის; 27.26 მლნ ლიტრი; ლიტრის ფასი 2.96 დოლარი
- პორტუგალია – 39.33 მლნ დოლარის; 14.61 მლნ ლიტრი; ლიტრის ფასი 2.69 დოლარი
- ჩილე – 34.58 მლნ დოლარის; 16.96 მლნ ლიტრი; ლიტრის ფასი 2.04 დოლარი
- გერმანია – 28.11 მლნ დოლარის; 9.09 მლნ ლიტრის; ლიტრის ფასი 3.09 დოლარი
- ესპანეთი – 23.04 მლნ დოლარის; 9.39 მლნ ლიტრი; ლიტრის ფასი 2,45 დოლარი
- სომხეთი – 13.56 მლნ დოლარის; 3.24 მლნ ლიტრი; ლიტრის ფასი 4.18 დოლარი
- ლიეტუვა – 11.57 მლნ დოლარის; 1.96 მლნ ლიტრი; ლიტრის ფასი 5.90 დოლარი
ცნობისთვის: AAWE არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკურ კვლევებს ეწევა, ასევე, მეღვინეობის სფეროში იდეებს აანალიზებს და მათ გაცვლას უწყობს ხელს. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის შესახებ რეცენზირებული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემა და მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაა.
bpn.ge


