სერგეი ლავროვი აფხაზებს მადლობას უხდის

დღის სიახლეები პოლიტიკა

რუსეთი მადლიერია აფხაზეთისა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებაში დახმარებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ოლეგ ბარციცთან შეხვედრისას განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა აფხაზი მებრძოლების წვლილი ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში.

„მადლობელი ვართ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში სოლიდარობის გამო. აფხაზი მოხალისეები მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს საერთო საქმეში; ჩვენ ამას ვაფასებთ და ყოველთვის გვემახსოვრება“, – თქვა მან.

ბარციცმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ასევე უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთის ახალი რეგიონებისთვის.

„აფხაზეთი ერთგულია თავისი მოკავშირული და მეგობრული მოვალეობისა, არა სიტყვებით, არამედ საქმით“, – თქვა მან.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *