რუსეთში საქართველოზე მოთხოვნა 66%-ით გაიზარდა – რუსული მედია

დღის სიახლეები ეკონომიკა

საქართველო წამყვან სამეულს ხურავს იმ ქვეყნებს შრის, სადაც ზაფხულში რუსეთიდან მოგზაურობებზე მოთხოვნა ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაიზარდა.

ამის შესახებ სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ-დაჯავშნის სერვის „ოსტროვოკის“ კვლევაში წერია, რასაც რუსული სამთავრობო მედიასაშუალება TASS ავრცელებს.

კერძოდ, რუსებს შორის, საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა, 2025 წელთან შედარებით, 66%-ით გაიზარდა.

პირველ ადგილზე ვიეტნამია, რომელთანაც წლევანდელ სეზონზე, რუსეთიდან საჰაერო მიმოსვლის გაზრდის გამო, ტურისტული მოთხოვნა გაორმაგდა, მეორე ადგილზე კი, 83%-იანი ზრდით, ჩინეთია.

საქართველოს მეოთხე ადგილზე 58%-ით კორეის რესპუბლიკა მოსდევს, შემდეგი კი სათითაოდ 45%-იანი ზრდით სომხეთი და უზბეკეთია. თურქეთსა და იაპონიაში რუსებს შორის მოგზაურობაზე მოთხოვნა ერთ წელიწადში 35%-ით აიზარდა.

“ოსტროვოკი” თავის რეიტინგში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს, აფხაზეთს ტრადიციულად ცალკე მიმართულებად ასახელებს, სადაც მოთხოვნა წლის განმავლობაში, ასევე, მნიშვნელოვნად, 26%-ით გაიზარდა.

ზოგადად, რუსებს შორის ზაფხულის საერთაშორისო მოგზაურობებზე მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა.

კვლევის თანახმად, წლევანდელი ზაფხულისთვის 10 ყველაზე პოპულარული საგარეო მიმართულება ბელარუსი, ოკუპირებული აფხაზეთი, თურქეთი, საქართველო, სომხეთი, იტალია, ყაზახეთი, უზბეკეთი, იაპონია და ჩინეთია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *