რუსეთი ზღუდავს სომხეთიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტს

დღის სიახლეები უცხოეთი

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური “როსელხოზნადზორი” სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს 30 მაისიდან შეზღუდავს. ამის შესახებ სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც რუსული სამთავრობო მედია აქვეყნებს.

„2026 წლის 30 მაისიდან, როსელხოზნადზორი დროებით შეზღუდვებს დააწესებს სომხეთიდან წარმოშობილი და გაგზავნილი ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულის და მარწყვის იმპორტზე, ვიდრე არ შემუშავდება შესაბამისი ალგორითმი გაგზავნილი პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადეს რუსეთში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *