ახლა დაიწყება პროცესი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, ტრაქტატი 2-ზე ხელის მოწერის და თქვენ კომპანიებო, ჩუმად იყავითო – ხუხაშვილი რუსულ აკრძალვაზე

დღის სიახლეები პოლიტიკა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურებაა რუსეთის მიერ ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტის აკრძალვის საკითხს.

ხუხაშვილის თქმით, ამ პროცესს ორი მხარე აქვს, ერთი მხრივ, ეს არის ზეწოლა რუსეთის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ აქვს კორუფციული მხარეც, „ვიღაც ამაზე ხელს მოითბობს“

„ეს არის ნაჯახით მუშაობის უტიფარი რუსული მეთოდოლოგია. ახლა აანონსებენ სხვა კომპანიებზეც, ანუ ჩუმად იყავითო. ახლა დაიწყება პროცესი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის, ტრაქტატი 2-ზე ხელის მოწერის და თქვენ კომპანიებო, ჩუმად იყავითო. ეს არის ერთი მხარე, მაგრამ ამას აქვს კორუფციული მხარეც, ვიღაც ამაზე ხელს მოითბობს – ამდენი გადაიხადე და ვიჩალიჩებ, რომ სიაში არ მოხვდე. ეს არის რუსული გარყვნილი სისტემა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან ყოველთვის ძალიან ღრმად იყო და როგორც ჩანს, ჩვენი კორუმპირებული აზროვნებისთვის ძალიან ნოყიერი ნიადაგი იპოვოს. ახლა დაიწყება მამაძაღლობები, გადარეკვა, გადმორეკვა მოსკოვში, რომ ამას ხომ არ იცნობ, მოდი ვიჩალიჩოთ, ამდენს გადავიხდი.

ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ჩვენმა ბიზნესმა, რომელიც დღევანდელ კვერცხზეა მუდმივად ორიენტირებული და ხელისუფლებისთვის თვალების ჩაპაჭუნებითაა დაკავებული, ვერა და ვერ გაიგო, რომ მტრის ბაზარზე არ უნდა იყო მიბმული. ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ამ რისკების დივერსიფიცირება მოეხდინათ.

მე მეღვინეებს ვეტყვი, არ არსებობს რუსეთთან დალაგება, დღეს ორ კაპიკს იშოვით, მაგრამ ხვალ ათი იმდენს დაკარგავთ. დაანებეთ ამ რუსეთის ბაზარს თავი, ვიღაც ინგლისურის მცოდნე ნახეთ და გაუშვით სხვა ბაზარზე. დაივიწყეთ რუსეთი, ახალი ბაზრები აითვისეთ, სხვა შემთხვევაში სულ ამ უბედურებაში იქნებით“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *