რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის წევრობა FIDE-მ დროებით შეაჩერა

დღის სიახლეები უცხოეთი

საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციამ (FIDE) ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის მიერ სპორტული არბიტრაჟის სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო.

FIDE-ს რეგულაციებისა და „ინდივიდუალური მოჭადრაკეების უფლებებისა და ინტერესების დაცვისადმი ვალდებულების“ თანახმად, ორგანიზაცია მოთამაშეებს საერთაშორისო ჭადრაკის შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას მისცემს.

სააგენტო TASS იუწყება, რომ მარტში CAS-მა ნაწილობრივ დააკმაყოფილა უკრაინის სააპელაციო საჩივარი რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის (RCF) წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის საჭადრაკო ფედერაცია ვალდებული იყო, 90 დღის განმავლობაში შეეწყვიტა ყველა საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სამწლიან დისკვალიფიკაციას გამოიწვევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *