ამინდის პროგნოზი 23 აგვისტოს

თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +22°. გაგრა — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +22°. ოჩამჩირე — დროგამოშვებით ღრუბლიანობის […]

Continue Reading

23 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 აგვისტოს მოწამეთა: ლავრენტი მთავარდიაკონის, სიქსტე პაპის, ფელიკისიმე და აგაპიტე დიაკონთა, რომანოზ მხედრის – რომაელთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი, რომანოზ მხედარი – რომაელნი წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი და რომანოზ მხედარი ეწამნენ 258 წელს, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. […]

Continue Reading

საქართველოს მოსახლეობა ფინანსური თაღლითობის კიდევ ერთ სქემის შესახებ გააფრთხილეს

საქართველოში გააქტიურდა ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა, აფრთხილებს მოსახლეობას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“. ორგანიზაციის ინფორმაციით, თაღლითობის ახალი სქემა უშუალოდ იმ პირებზეა გათვლილი, ვინც სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ნივთებს ყიდის. თაღლითური სქემა მუშაობს შემდეგნაირად: თაღლითები პირს უკავშირდებიან, როგორც დაინტერესებული მყიდველები.უგზავნიან მას ცნობილი და სანდო გადახდის პლატფორმის ყალბ ბმულს, სადაც კომპანიის დასახელებაში, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ასო იყოს შეცვლილი. […]

Continue Reading

უკრაინამ უარი თქვა რუსეთის აეროპორტების ათასობით დრონით პარალიზების გეგმაზე – The Telegraph

The Telegraph-ის ცნობით, უკრაინამ უარი თქვა რუსეთის აეროპორტების ათასობით დრონით პარალიზების გეგმაზე, სამგზავრო თვითმფრინავებზე დარტყმის რისკისა და ევროპული მხარდაჭერის არარსებობის გამო. გამოცემის ცნობით, გეგმა ითვალისწინებდა ღამით 1000-მდე დრონის გაგზავნას მოსკოვის აეროპორტების მიმართულებით საჰაერო მოძრაობის შესაფერხებლად. სავარაუდოდ, ზელენსკი შიშობდა, რომ ერთ-ერთ დრონს შეეძლო სამოქალაქო თვითმფრინავზე დარტყმა, ევროპელი პარტნიორები კი არ უჭერდნენ მხარს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს. ოპერაცია, […]

Continue Reading

ბათუმში 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილს ეძებენ

ბათუმში 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბოლოს ბათუმში იმყოფებოდა. ამის შესახებ “აჭარა თაიმსი” წერს. ახლობლების თქმით, ლევან ფირცხალაიშვილთან დაკავშირებას რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ. ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, თუ ვინმეს ლევანის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვთ, დაუკავშირდნენ ნომერზე: 555 32 35 29. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

Wizz Air-მა შესაძლოა, მგზავრები მარტივი სამგზავრო აქსესუარისთვის დააჯარიმოს

Wizz Air-ის მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ. avianews.com- ის ცნობით, მგზავრებს შესაძლოა, 55-დან 65 ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ ბორტზე ბალიშის გამოყენებისთვის. ავიაკომპანიის ლოგიკა ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ბალიში მგზავრს კისერზე აქვს შემოხვეული, კომპანიის წესები მას ხელბარგის სრულფასოვან, ცალკე ნივთად კლასიფიცირებს. „კისრის ბალიში არ ითვლება ცალკე უფასო ნივთად. თუ ის არ ჯდება თქვენი ხელბარგის დასაშვებ ნორმაში, ის ჩაითვლება […]

Continue Reading

ღარიბაშვილის ოჯახის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს – ექს-პრემიერის ადვოკატი

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექს-პრემიერის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ავრცელებს. საუბარია ღარიბაშვილის ცოლის დის, ნათია თამაზაშვილის მეუღლე ლევან სანამაშვილზე. ლილი გელაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ ნათია ტამაზაშვილი ექს-პრემიერის უფლებებს იცავს. “ვინ იქნება შემდეგი?”- წერს ადვოკატი გავრცელებლ პოსტში. “გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია […]

Continue Reading

ხელოვნური კუნძული 10 თვეში – რას აპირებენ ჩინელები

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო ბაზის შესაქმნელად უზარმაზარი ხელოვნური კუნძული 10 თვეში ააშენა. პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ანტილოპას რიფის მშენებლობის პირველი ფაზა დაასრულა. ერთი წლის განმავლობაში ჩინელებმა ზღვის ფსკერიდან მილიონ ტონაზე მეტი ქვიშა ამოიღეს, რამაც დაახლოებით 6 კილომეტრის სიგრძის მიწის მასივი შექმნა. ჩრდილო-დასავლეთით, ისინი ამზადებენ ადგილს, დაახლოებით, 3 კილომეტრის სიგრძისა და 55 მეტრის სიგანის ასაფრენი […]

Continue Reading

სახელმწიფომ რეკორდული 164 მილიონი ლარი მიიღო – ვის მოუწია ჯარიმების გადახდა

2026 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 164 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 მლნ ლარით, ანუ 29.6%-ით მეტია. დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 65.6 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, […]

Continue Reading

“დაუჯერებელია…ბანკებიდან – ბეტონის კორპუსების ტყეებამდე” – რას წერს ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატისკიტას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვით, საბანკო სექტორის მოგება, გასულ წელთან სედარებით, 21 %-ით გაიზარდა. “დაუჯერებელია” – წერს დეკანოიძე. “დაუჯერებელია. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ახალი ანგარიშით: საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ჯამურმა მოგებამ 2026 წლის იანვარ-ივლისში 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია. საბანკო სექტორის მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 388 […]

Continue Reading

ვის გადაეცემა უფასოდ სასკოლო ფორმა – რა ჩაიწერა დადგენილებაში

საქართველოს მთავრობამ სასკოლო ფორმის უფასოდ უზრუნველყოფის პროგრამში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც პროგრამის ბენეფიციართა წრეს მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებიც დაემატნენ. ცვლილება მთავრობის 21 აგვისტოს №406 დადგენილებით შევიდა ძალაში. დოკუმენტით განახლდა 3 აგვისტოს დამტკიცებული „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“. ახალი წესის მიხედვით, უფასო სასკოლო ფორმის მიღების უფლება ექნებათ […]

Continue Reading

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა გაუქმებულია – სასამართლოს გადაწყვეტილება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა გაუქმებულია – გადაწყვეტილება ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლე ჟანეტ ვარგასმა მიიღო. მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგება და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, იურიდიულ უფლებამოსილებას სცილდება. მოსამართლის 61-გვერდიან გადაწყვეტილებაში უარყოფილია ადმინისტრაციის საჯარო დასაბუთება ამ პოლიტიკის შესახებ რომ სამიზნე ქვეყნებიდან მიგრანტები საზოგადოებრივი შეღავათებით ისარგებლებდნენ და […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 22 აგვისტოს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +33, +38°; მთაში ღამით +17, +22°, დღისით +30, +35°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +27, +32°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

22 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

ეკლესია 22 აგვისტოს მატათა მოციქულის, დიაკონ სევერიანეს, მოწამე ანტონი ალექსანდრიელის; ღირსი ფსოე ეგვიპტელის, მოწამეთა: იულიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტიოსისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს. მატათა მოციქული მატათა მოციქული იყო ჯერ ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი, შემდეგ ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, იუდა ისკარიოტელის მაგივრად არჩეული. წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და […]

Continue Reading

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ არ მივაღწევ საწადელს და სანამ არ მივაღწევ სამართალს – თეონა თამაზაშვილი

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ სამართალს არ მივაღწევ, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. „აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ, როგორც ყველა დანარჩენი ჩაფარცხეს. ამხელა სისტემას როგორ დავუპირისპირდე შიშველი ხელებით? რამდენ ადამიანს უნდა შევუქმნა პრობლემა, […]

Continue Reading

იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაკარგულად გამოცხადებული ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გოგა ბულიას, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, გარდაცვლილი პოლიციამ ნახა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქგვერდი “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მანამდე სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, თეა გოდერიძე, დახმარებას ითხოვდა და წერდა, რომ მეუღლე წინა დღეს დაიკარგა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზისა და სხვა გარემოებების შესახებ ოფიციალური დეტალები ცნობილი არ არის. […]

Continue Reading

სკოლაში თავდასხმისას რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

შვედეთის ქალაქ ფაგერსტაში, სკოლაზე თავდასხმა განახორციელა ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მამაკაცი დაკავებულია. ფაგერსტას ოლქის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი მძიმედ, ხოლო მესამეს მდგომარეობა უცნობია. ყველა საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარასკევს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დღის 2 საათზე, პოლიცია გამოიძახეს ბრინელის სკოლაში, სადაც 450 მოსწავლე სწავლობს. ადგილზე […]

Continue Reading

პროკურატურა – თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია – საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია

საქართველოს პროკურატურა გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ამასთან, […]

Continue Reading

ვალუტის კურსი შაბათ-კვირას

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6125 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6130 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0585 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0575 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

“ხომ აკადრა მამაჩემს, 100 ათას დოლარად მიეყიდე სააკაშვილსო? უმრავლესობის წევრებს ხომ დაავალა ფიზიკური ანგარიშსწორება? ხოდა, ჩემო ირაკლი, ზუსტად ის ხალხი წაგესია ახლა შენ” – სანიკიძე ღარიბაშვილს

კაცი, რომელიც იჩემებდი, საქართველოს მოვუტანე მშვიდობაო, საკუთარი ოჯახისთვისაც ვერ მოახერხე ეს – რაც ხდება, აბსოლუტურად კანონზომიერია – მშიშარა არსებისგან სპარტაკი არ გამოიძერწება, – ასე მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი „დიდ გულზე იყო, როცა პრემიერის სავარძელში იჯდა და ძალოვან უწყებებს მართავდა“, ახლა კი „თვითონაა შეშინებული, ისტერიკაშია […]

Continue Reading

თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პროკურატურაში დაიბარეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია თეონა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- წერს თეონა თამაზაშვილი. ინფორმაციისთვის, თეონა თამაზაშვილმა შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურას ხელახალი გამოძიების ჩატარებისთვის 19 აგვისტოს მიმართა. თეონა თამაზაშვილის შეფასებით, მისი შვილი თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს და […]

Continue Reading

დედაქალაქში 948 108 ერთეული ავტომანქანაა, ანუ მთლიანი ავტოპარკის 48% – სტატისტიკა

საქართველოში მოძრავი ავტომობილების თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის – ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2026 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 1 975 829 ავტომობილი, აქედან დედაქალაქში – 948 108 ერთეული, ანუ მთლიანი ავტოპარკის 48%. მეორე ადგილზეა იმერეთი, სამეულს კი ხურავს ქვემო ქართლი. მონაცემები, თუ რომელ რეგიონში რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული: […]

Continue Reading

რუსეთთან სავაჭრო ომის პირობებში სომხეთმა ევროკავშირში ექსპორტი 80%-ით გაზარდა

წლის პირველ ექვს თვეში სომხეთმა ევროკავშირში ექსპორტი 80%-ით, 516 მლნ დოლარამდე გაზარდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ 287 მლნ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშში წერია, რასაც ადგილობრივი მედია ავრცელებს. მიწოდება იმ ფონზე გაიზარდა, რაც რუსეთმა სომხური საქონლის იმპორტის თანმიმდევრული შეზღუდვა დაიწყო. მოსკოვმა სომხეთიდან ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის, ყვავილების, მინერალური წყლის, ალკოჰოლის, ასევე, რძისა და […]

Continue Reading

პერუში ძლიერი მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]

პერუს სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პერუს გეოფიზიკური ინსტიტუტის მონაცემებით, მაგნიტუდა 7.2 იყო, ხოლო აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მაგნიტუდა 6.7 იყო. ეპიცენტრი აიაკუჩოს რეგიონში, ქალაქ კორაკორასთან ახლოს, საკმაოდ ღრმად მდებარეობდა. ბიძგები ქვეყნის მრავალ ნაწილში, მათ შორის ლიმაშიც იგრძნობოდა. ბოლო ინფორმაციით, არიან დაშავებულები, დაზიანდა სახლები, სამედიცინო დაწესებულებები და სკოლა. ასევე დაფიქსირდა ქვების ჩამოცვენა. ცუნამის საფრთხე არ […]

Continue Reading

წყნარ ოკეანეში რამდენიმე დღის განმავლობაში მაცივრით ტივტივებდნენ: ორი მეთევზის წარმოუდგენელი გადარჩენის ისტორია

მექსიკის სანაპიროსთან ხუთდღიანი სამძებრო ოპერაცია მშვიდობიანად დასრულდა. 14 აგვისტოდან დაკარგული ორი მამაკაცი ცოცხალი იპოვეს. საზღვაო ძალების ცნობით, მეთევზეები ჩიაპასის შტატიდან, დაახლოებით, 150 მილის დაშორებით იპოვეს თვითმფრინავებისა და გემების ერთობლივი ძალისხმევის წყალობით. მამაკაცების უჩვეულო სამაშველო მოწყობილობა დიდი ლურჯი მაცივარი იყო, რომელიც მათ წყალში ყოფნის საშუალებას აძლევდა. საპატრულო გემის ეკიპაჟის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ირხევა […]

Continue Reading

ვინ, ვინ და თვითონ ბატონი ღარიბაშვილიც არის შემოქმედი იმ სახელმწიფოსი, რომელიც ერთად შევქმენით – უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები – ზარქუა

ვინ ვინ და ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს, მისი ოჯახის – მე მაინც მგონია, რომ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გავრცელებულ წერილებს გამოეხმაურა. ზარქუას თქმით, „გამოძიება დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე“. „ჩემთვის რაც არ […]

Continue Reading

ღმერთო, ნუთუ მართლა არ ვიმსახურებთ დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას?

ჩვენ თვალწინ ხდება საუკუნის ტრაგედია – რუსების მასობრივი ჩამოსახლება საქართველოში – რა უბადრუკად ჩანს უკლებლივ მთელი „პოლიტიკური სპექტრი” თავისი უკბილო კომენტარებით, ხოლო ოპო-ტელევიზიების მთავარი ნიუსია ღარიბაშვილის მორიგი წკმუტუნი ციხიდან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ წერილშია აღნიშნული. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი და რუსები ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებენ და ამაზე მიუთითებს „რუსოფობიაზე“ გაკეთებული განცხადებების შემდეგ რუსების მასობრივი […]

Continue Reading

გიორგი შარაშიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ფუნქციაა, გააგრძელოს „ქართული ოცნების“ საქმის კეთება, რადგან დღემდე „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას

დღეს საქართველოში გაცილებით მეტი გამოწვევა არსებობს, ვიდრე დროის იმაზე დახარჯვა, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ფუნქცია „ქართული ოცნების“ საქმის კეთებაა და „ქართული ოცნება“ დღემდე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას. იმ პროცესებს რასაც არ აქვს კავშირი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პრობლემების გადაჭრასთან, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული […]

Continue Reading

რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა მთავრობამ 7 თვეში – ანგარიში

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც იანვარ-ივლისის ჩათვლით ბიუჯეტის მიერ მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, გადასახადებიდან ამ პერიოდში 13.5 მილიარდი ლარი არის მობილიზებული, რაც 9 თვის გეგმის 79%-ია. კონკრეტული გადასახადების მიმართულებით შესრულება ასე ნაწილდება: რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა ძირითად წყაროებს – მთავრობის მიერ ბანკებში განთავსებულ საბიუჯეტო […]

Continue Reading

გთხოვთ, ყველამ ერთად მოვითმინოთ – ეს არის დროებითი დისკომფორტი – კახა კალაძის განცხადება

ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა – ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის განმავლობაში ყველანი ვიამაყებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მერმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, ვინაიდან სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, სექტემბრიდან, დაახლოებით, ორი თვის […]

Continue Reading

პუნქტების მისამართები თბილისსა და რეგიონებში, სადაც სასკოლო ფორმები გაიყიდება

შპს საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც სკოლის მოსწავლეთათვის სასკოლოო ფორმების შეძენა იქნება შესაძლებელი. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ფორმების შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. კერძოდ, სამუშაოები დღები იქნება ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით, ხოლო სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე. თბილისი: გლდანი-ნაძალადევი მისამართი: თბილისი, ანგია ბოჭორიშვილის ქ. N35 მისამართი: თბილისი, ლიბანის ქ. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 21 აგვისტოს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +28, +33°; მაღალ მთაში ღამით +6, +11°, დღისით +25, +30°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ღამით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი […]

Continue Reading

21 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 აგვისტოს ღირსი ექვთიმეს, ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელი ეპისკოპოსის, წმიდა მირონ საკვირველთმოქმედის ღირსი გრიგოლი სინელის,მოწამეთა ელეფთერისა და ლეონიდეს ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში ღირსი ექვთიმე – ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი წმიდა ექვთიმეს საბა ნინოწმინდელის დავალებით დაუწერია წმიდა ნინოს საგალობლები: „ათორთა უდაბნოთა მაკურთხეველმან, ყოვლადსამღვდელომან, […]

Continue Reading

ადვოკატი უარყოფს, თითქოს, წინასწარ იცოდა დადიანიძის FACEBOOK გვერდზე რომ პოსტი დაიწერებოდა

12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, გურამ დადიანიძის ადვოკატი უარყოფს შსს-მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს, მან წინასწარ იცოდა, დადიანიძის ფეისბუქ გვერდზე თუ რაიმე სახის ინფორმაციის გავრცელება იგეგმებოდა. ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და მას ამის მტკიცებულება აქვს. ადვოკატის თქმით, მან წინასწარ არ იცოდა,მხოლოდ მას შემდეგ შეატყობინეს, რაც პოსტი დაწერეს. თითქოს, მე ვიცოდი ამ პოსტის […]

Continue Reading

როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები – შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე ინფორმაციას აქვეყნებს. “გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული […]

Continue Reading

“სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ… ამ ყველაფერს თან ახლდა უკვე მეორედ მინიშნება მამის დაჭერასთან დაკავშირებით” – ღარიბაშვილის კიდევ ერთი წერილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს. წერილში ექსპრემიერი კიდევ ერთხელ საუბრობს წერილზე, რომელიც მან თავდაპირველად გამოაქვეყნა და რომელიც მისი თქმით, მამუკა მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა მის ოჯახის წევრს. ის მოუწოდებს მდინარაძეს, თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა. ასევე, წერილში ღარიბაშვილი ხელისუფლებას ადანაშუაულებს “ბინძურ პროვოკაციში” და აცხადებს, რომ […]

Continue Reading

ირაკლი ფავლენიშვილი – ბათუმში რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ძალიან დიდი ნაწილი ფაქტობრივად, მიტაცებული აქვთ

“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ბათუმში უძრავი ქონების დიდი ნაწილი რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების ხელში გადავიდა. როგორც ფავლენიშვილმა ბათუმში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დევნილებს არა მხოლოდ ამ უძრავ ქონებას, არამედ აფხაზეთში, მათ კუთვნილ ტერიტორიაზე დაბრუნებას ჰპირდება. „ბათუმში რუსიფიკაციას განსაკუთრებული ტემპი აქვს შეძენილი – ბათუმის ბულვარში სეირნობისას ფაქტობრივად, ქართულ ენას ვეღარ […]

Continue Reading

რუსეთის საბაჟო სამსახური ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზებს განმარტავს

რუსეთის საბაჟო სამსახური ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზებს განმარტავს. კერძოდ, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური აღნიშნავს,რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოგზაურთა რეკორდული ნაკადი შვებულებებთანაა დაკავშირებული. “ამავდროულად, ახლა მოგზაურთა დიდი ნაკადი სწორედ რუსეთის ფედერაციაში შესვლის მიმართულებით აღინიშნება. ეს დაკავშირებულია შვებულებების სეზონის დასრულებასთან და დასვენების შემდეგ მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაბრუნებასთან. ამასთან ერთად, ნარჩუნდება ინტენსიური მოძრაობა რუსეთის ფედერაციიდან გავლის […]

Continue Reading

რეალურად საქართველოში დაგროვებითი საპენსიო მოდელის და საპენსიო სააგენტოს რეფორმამ აბსოლუტური კრახი განიცადა – “ლელო”

“ძლიერ საქართველოს – ლელო“ საპენსიო ფონდის გაუქმებას და სრულ რეფორმას ითხოვს. როგორც პარტიის წევრმა თაზო დათუნაშვილმა გაანცხადა, რეალურად საქართველოში დაგროვებითი საპენსიო მოდელის და საპენსიო სააგენტოს რეფორმამ აბსოლუტური კრახი განიცადა. მისი თქმით, იმ აქტივების გადასარჩენად, რომლებიც დაგროვილია ამ ფონდში, სასწრაფო რეფორმაა საჭირო. “დღეს ჩვენ, “ძლიერ საქართველოს – ლელოს” გვინდა მივმართოთ ჩვენს იმ მილიონ 700 ათას მოქალაქეს, […]

Continue Reading

ირაკლი რუხაძემ კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა

ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, რომელმაც ამა წლის 15 აპრილს “ლიბერთი ბანკი” გაყიდა, კიდევ ერთი ბიზნესი გაასხვისა. საუბარია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის არმატურის საწარმოო ხაზზე, რომელიც რუხაძემ მეტალურგიულ კომპანია “პიემ მეტალს” მიჰყიდა. ამის შესახებ BMG კომპანიის ამონაწერისა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე იუწყება.რუსთავის მეტალურგიული ქარხანა „ჰანიველ პარტნერსის“ საკუთრებაშია. რეესტრის თანახმად, “რუსთავის ფოლადმა” […]

Continue Reading

ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი გაიხსნება, სადაც სასკოლო ფორმას შეიძენთ – მინისტრი

საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალი კვირიდან გახდება. ამასთან, მიქანაძემ აღნიშნა, რომ „მომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი […]

Continue Reading

Washington Post: რუსებმა საბანკო სისტემიდან რეკორდული რაოდენობის ფულის განაღდება დაიწყეს

რუსები ქვეყნის საბანკო სისტემიდან მილიარდობით დოლარს იღებენ – ეს რეკორდული მაჩვენებელია ნაღდი ფულის გადინების ფონზე, რაც უკრაინის დრონების თავდასხმების ზრდისა და ომის დასაფინანსებლად დეპოზიტების ჩამორთმევის შიშის ფონზე ხდება. ამის შესახებ გამოცემა Washington Post წერს. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, აგვისტოს პირველ ორ კვირაში თითქმის 3.4 მილიარდი დოლარი (286.4 მილიარდი რუბლი) გაიტანეს, ივლისში 7.3 მილიარდი დოლარის და […]

Continue Reading

მობილიზაციის შიშით რუსები კვლავ საქართველოს საზღვარს მოაწყდნენ – „ვითარება 2022 წლის ანალოგიურია“

შემოდგომაზე შესაძლო მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ ჭორების ფონზე ათიათასობით რუსმა საქართველოში გამგზავრება გადაწყვიტა. რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „მგზავრთა რეკორდული ნაკადი“ დააფიქსირა, რასაც The Moscow Times ავრცელებს. უწყების მონაცემებით, 15 და 16 აგვისტოს საქართველოს საზღვარს ყოველდღიურად 19 000-ზე მეტი ადამიანი კვეთდა, ხოლო 18 აგვისტოს 20 000-ზე მეტი მგზავრი დაფიქსირდა. „ამჟამინდელი მაჩვენებლები […]

Continue Reading

გამოიკვეთა ორი პარტია: აფხაზეთის ჩამბარებელი მოღალატე „ქოცები“, ომის რიტორიკის მქადაგებელი უპასუხისმგებლო პოპულისტი „ნაცები“, მე კი ვამბობ – გავხდებით ევროკავშირის წევრები, საქართველო გაერთიანდება, ომი არ იქნება – გვარამია

ჩემი პოზიცია რაციონალურია და ნაფიქრი: შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს. მისივე თქმით, ეს მოიტანს ევროპულ პასპორტს და ყველა ევროპულ პრივილეგიას, ასევე ეკონომიკური კეთილდღეობას. „ირაკლი კობახიძე აფხაზეთთან დაკავშირებით ჩემი განცხადების თაობაზე: „აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას. უცხოურ აგენტურას […]

Continue Reading

რუსეთი ფრონტზე ჯარისკაცებისთვის ცხელი კერძების მისაწოდებლად დრონებს გამოიყენებს

რუსი სამხედრო მზარეულები დრონების მართვას ისწავლიან – ისინი მათ გამოყენებას ფრონტის ხაზზე საკვების მიწოდებისთვის გეგმავენ. რუსული გამოცემა „იზვესტია“ იუწყება, რომ რუსი სამხედრო შეფ-მზარეულების სასწავლო პროგრამა მოიცავს საჰაერო დრონებისა და სახმელეთო რობოტული სისტემების მართვის კურსს. ჯერ კადეტები დრონების დიზაინსა და ტექნიკურ მახასიათებლებს შეისწავლიან, შემდეგ კი პრაქტიკულ მომზადებაზე გადავლენ. სპეციალურად აღჭურვილ საწვრთნელ მოედანზე ისინი დრონებში საკვებს ჩატვირთავენ, […]

Continue Reading

სომხეთი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს

ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის ფარგლებში, სომხეთი თურქეთთან მინიმუმ ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის პროექტშია ნათქვამი. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომხეთი ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს და ევროკავშირში საწყისი გაწევრიანების შესახებ კანონის განხორციელებას გააგრძელებს. ასევე, გეგმავს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დასრულებას, ევროკავშირში სომხეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების მიზნით. გარდა […]

Continue Reading

ქარელში დაკავებულ პირს, რომელმაც მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა, 7 წლამდე სასჯელი ემუქრება

დააკავეს პირი, რომელმაც ქარელში, ცივი იარაღით, მამაკაცი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. უწყების განმარტებით, დაჭრილი, სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა თანასოფლელ […]

Continue Reading

“ჩაკრულოს” კოსმოსში მოგზაურობის დაწყებიდან თითქმის 50 წელი გავიდა – რას წერს აშშ-ის საელჩო

დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო როგორც საელჩო აღნიშნავს, ამერიკელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ ეგზემპლარებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო”. „დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო.1977 წლის 20 აგვისტოს, ფლორიდის შტატის კეიპ კანავერალის კოსმოსური ცენტრიდან, NASA-მ გაუშვა ხომალდი Voyager 2, […]

Continue Reading

მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედება 2027-2028 სასწავლო წლამდე გადავადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა – საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარშიც ჩატარდება. ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების […]

Continue Reading