“დაუჯერებელია…ბანკებიდან – ბეტონის კორპუსების ტყეებამდე” – რას წერს ხატია დეკანოიძე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატისკიტას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვით, საბანკო სექტორის მოგება, გასულ წელთან სედარებით, 21 %-ით გაიზარდა.

“დაუჯერებელია” – წერს დეკანოიძე.

“დაუჯერებელია. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ახალი ანგარიშით:

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ჯამურმა მოგებამ 2026 წლის იანვარ-ივლისში 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია.

საბანკო სექტორის მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 388 მილიონი ლარით, ანუ 21%-ით არის გაზრდილი.

ბოლო ხუთ წელში ბანკების მოგება გაიზარდა 32-ჯერ.

ბანკებიდან – ბეტონის კორპუსების ტყეებამდე.

ეს არის ჩვენი ფინანსური და ეკოლოგიური პოლიტიკა” – წერს დეკანოიძე.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *