რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა მთავრობამ 7 თვეში – ანგარიში

დღის სიახლეები ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც იანვარ-ივლისის ჩათვლით ბიუჯეტის მიერ მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, გადასახადებიდან ამ პერიოდში 13.5 მილიარდი ლარი არის მობილიზებული, რაც 9 თვის გეგმის 79%-ია.

კონკრეტული გადასახადების მიმართულებით შესრულება ასე ნაწილდება:

  • დამატებული ღირებულების გადასახადი – 5 მილიარდი ლარი; 9 თვის გეგმის 77%;
  • საშემოსავლო გადასახადი – 4.83 მილიარდი ლარი; 9 თვის გეგმის 79%;
  • მოგების გადასახადი – 2.14 მილიარდი ლარი; 9 თვის გეგმის 88%;
  • აქციზი – 1.48 მილიარდი ლარი; 9 თვის გეგმის 76%.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა ძირითად წყაროებს – მთავრობის მიერ ბანკებში განთავსებულ საბიუჯეტო დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი 196 მილიონი ლარი იყო; ჯარიმებიდან შემოსავლები 150 მილიონი ლარი; საპრივატიზაციო შემოსავლები 115 მილიონი ლარი.

ვალდებულებების აღების მხრივ კი საშინაო ვალდებულების – სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით მთავრობამ 1.1 მილიარდი ლარი მიიღო, საგარეო კრედიტებიდან მიღებული შემოსავალი კი 1.75 მილიარდ ლარს შეადგენდა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *