“ჩაკრულოს” კოსმოსში მოგზაურობის დაწყებიდან თითქმის 50 წელი გავიდა – რას წერს აშშ-ის საელჩო

დღის სიახლეები საზოგადოება

დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო

როგორც საელჩო აღნიშნავს, ამერიკელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ ეგზემპლარებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო”.

„დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო.
1977 წლის 20 აგვისტოს, ფლორიდის შტატის კეიპ კანავერალის კოსმოსური ცენტრიდან, NASA-მ გაუშვა ხომალდი Voyager 2, რომელმაც შორეულ კოსმოსში „ოქროს ფირფიტა” წაიღო. ეს ფირფიტა წარმოადგენდა ერთგვარ გზავნილს დედამიწიდან, იმ შემთხვევაში, თუ როდისმე მას სხვა ცივილიზაცია აღმოაჩენდა. მასზე ჩაწერილი მუსიკით, ფოტოებითა და მისასალმებელი სიტყვებით, მპოვნელი შეძლებდა გაეგო, თუ როგორი იყო სამყარო, საიდანაც ეს ხომალდი გაუშვეს. სწორედ ამერიკელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ ეგზემპლარებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო”.
ასე იქცა უნიკალური ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის საერთო გზავნილის ნაწილად“, – ნათქვამია საელჩოს წერილში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *