დღეს საქართველოში გაცილებით მეტი გამოწვევა არსებობს, ვიდრე დროის იმაზე დახარჯვა, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ფუნქცია „ქართული ოცნების“ საქმის კეთებაა და „ქართული ოცნება“ დღემდე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას.
იმ პროცესებს რასაც არ აქვს კავშირი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პრობლემების გადაჭრასთან, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრასა და გამკლავებასთან, ჩვენთვის საინტერესო არ არის, მით უფრო თუ, ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელზეც დღემდე დგას „ოცნება“. „მთავარ” ოპოზიციურ პარტიას დაირქმევენ, იქამდე ის განმარტონ და ბატონმა გვარამიამ განმარტოს, საიდან მოიტანა ის 40 მილიონი, რომელიც მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დახარჯა. „ოცნება“ ყველა თეთრს დასდევს, სადაც მისი ნამდვილი ინტერესია, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების და „ენჯეოების“ ლამის 100 და 1000 ევროს დასდევს, და ამისთვის კანონები მიიღო, რეპრესიული მანქანა აამოქმედა და ბიზნესს სრულად აკონტროლებს. ვერცერთი თეთრი ვერ შევა დღეს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიაში და რას მეუბნებით რომ ამ დროს 40 მილიონის მობილიზება მოახდინა ბატონმა გვარამიამ? რა თქმა უნდა, ეს იყო „ოცნების“ ფული. მეტსაც გეტყვით, დღეს რომ არის გილაურზე ამბავი ატეხილი, ეს გილაურის ფულიც არ არის. რა გგონიათ, გილაურს მეტი საქმე არ ჰქონდა 40 მილიონი დაეხარჯა გვარამიას პარტიაში? რა თქმა უნდა, ეს არ იყო გილაურის ფული, ეს იყო „ოცნების“ ფული, რომელიც გილაურის გავლით მოხვდა გვარამიასთან.
აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც კონკრეტულად ამ ორგანიზაციის, ასევე მისი დანაყოფების, მთავარი ფუნქცია არის ის, რომ მან გააგრძელოს „ოცნების“ საქმის კეთება, რადგან დღემდე და დღესაც შეიძლება ისე, როგორც არასდროს, „ოცნება“ დგას „ნაციონალურ მოძრაობაზე“, – განაცხადა შარაშიძემ.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
