საქართველოს მოსახლეობა ფინანსური თაღლითობის კიდევ ერთ სქემის შესახებ გააფრთხილეს

დღის სიახლეები საზოგადოება

საქართველოში გააქტიურდა ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა, აფრთხილებს მოსახლეობას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თაღლითობის ახალი სქემა უშუალოდ იმ პირებზეა გათვლილი, ვინც სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ნივთებს ყიდის.

თაღლითური სქემა მუშაობს შემდეგნაირად:

თაღლითები პირს უკავშირდებიან, როგორც დაინტერესებული მყიდველები.
უგზავნიან მას ცნობილი და სანდო გადახდის პლატფორმის ყალბ ბმულს, სადაც კომპანიის დასახელებაში, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ასო იყოს შეცვლილი.

თხოვენ ბმულზე გადასვლას და მონაცემების შეყვანას, თითქოსდა ნივთის ღირებულების ჩასარიცხად.
მონაცემების შეყვანის შემდეგ, თანხის მიღების ნაცვლად, პირის ანგარიშიდან ფული იკარგება.
ორგანიზაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანონ გაურკვეველ ბმულებზე
მობაილბანკის მომხმარებლის სახელი
პაროლი
SMS ერთჯერადი კოდი
საბანკო ბარათის მონაცემები
„მთავარი წესი, რომელიც უნდა გახსოვდეთ: როდესაც თანხის მიღება გსურთ, გადამხდელს მხოლოდ თქვენი ანგარიშის ნომერი (IBAN) სჭირდება. ყოველთვის ყურადღებით გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი და კომპანიის დასახელების თითოეული სიმბოლო“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *