ღარიბაშვილის ოჯახის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს – ექს-პრემიერის ადვოკატი

დღის სიახლეები საზოგადოება

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექს-პრემიერის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ავრცელებს.

საუბარია ღარიბაშვილის ცოლის დის, ნათია თამაზაშვილის მეუღლე ლევან სანამაშვილზე.

ლილი გელაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ ნათია ტამაზაშვილი ექს-პრემიერის უფლებებს იცავს.

“ვინ იქნება შემდეგი?”- წერს ადვოკატი გავრცელებლ პოსტში.

“გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე- ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან!!!

მიზეზი – გასაგებია.
ნათია თამაზაშვილი ასევე ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს.
ვინ იქნება შემდეგი?”- წერს ლილიკო გელაშვილი. 

ცნობისთვის, ნათია თამაზაშვილი ბოლო რამდენიმე დღეა რუსთავის ციხეში ყოფილ პრემიერთან ადვოკატის სტატუსით შედის.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *