დედაქალაქში 948 108 ერთეული ავტომანქანაა, ანუ მთლიანი ავტოპარკის 48% – სტატისტიკა

დღის სიახლეები საზოგადოება

საქართველოში მოძრავი ავტომობილების თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის – ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2026 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 1 975 829 ავტომობილი, აქედან დედაქალაქში – 948 108 ერთეული, ანუ მთლიანი ავტოპარკის 48%. მეორე ადგილზეა იმერეთი, სამეულს კი ხურავს ქვემო ქართლი.

მონაცემები, თუ რომელ რეგიონში რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული:

  • თბილისი – 948 108 ავტომობილი (47%)
  • იმერეთი – 212 352 ავტომობილი (10.7%)
  • ქვემო ქართლი – 164 160 ავტომობილი (8.3%)
  • კახეთი – 152 279 ავტომობილი (7.7%)
  • აჭარა – 129 642 ავტომობილი (6.5%)
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 108 312 ავტომობილი (5.4%)
  • შიდა ქართლი – 96 444 ავტომობილი (4.8%)
  • სამცხე-ჯავახეთი – 67 179 ავტომობილი (3.4%)
  • მცხეთა-მთიანეთი – 45 230 ავტომობილი (2.2%)
  • გურია – 40 763 ავტომობილი (2%)
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11 360 ავტომობილი (0.5%)

bpn

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *