Wizz Air-მა შესაძლოა, მგზავრები მარტივი სამგზავრო აქსესუარისთვის დააჯარიმოს

დღის სიახლეები საზოგადოება

Wizz Air-ის მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ. avianews.com- ის ცნობით, მგზავრებს შესაძლოა, 55-დან 65 ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ ბორტზე ბალიშის გამოყენებისთვის.

ავიაკომპანიის ლოგიკა ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ბალიში მგზავრს კისერზე აქვს შემოხვეული, კომპანიის წესები მას ხელბარგის სრულფასოვან, ცალკე ნივთად კლასიფიცირებს.

„კისრის ბალიში არ ითვლება ცალკე უფასო ნივთად. თუ ის არ ჯდება თქვენი ხელბარგის დასაშვებ ნორმაში, ის ჩაითვლება ცალკე ნივთად და დაექვემდებარება დიდი ზომის ან ჭარბი ბარგის საფასურს“, – ნათქვამია Wizz Air-ის წესებში.

სოციალურ მედიაში Wizz Air-ის მგზავრები იუწყებიან, რომ შესასვლელის თანამშრომლები, როგორც წესი, არ აქცევენ ყურადღებას კისრის ბალიშებს. თუმცა, ყოველთვის არის შანსი, რომ წააწყდეთ თანამშრომელს, რომელიც მას შეამოწმებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ ჯარიმის რისკი განსაკუთრებით მაღალია, თუ თქვენ მგზავრობთ ძირითადი ტარიფით, მინიმალური ხელბარგის ლიმიტით. ამ ტიპის ბილეთი მხოლოდ პატარა ზურგჩანთის ტარების საშუალებას იძლევა, რომლის ზომებია 40x30x20 სმ. ტრადიციული, მოცულობითი კისრის ბალიშის მოთავსება კი მასში, პრაქტიკულად შეუძლებელია.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *