Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა და ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ 2.7 მილიარდ დოლარად შეაფასა, როგორც წინა წელს. მიუხედავად ქონების შეფასების უცვლელად დატოვებისა, ბიძინა ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 1 362-ე ადგილიდან 1 560-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რადგან ამ პერიოდში რეიტინგის სხვა წევრების ქონების შეფასება გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ქართველი მილიარდერის ქონება $4.9-მილიარდიან ნიშნულზე იყო, თუმცა, ამერიკულმა გამოცემამ მისი […]

Continue Reading

„ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ Enka-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის სასამართლოს 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რაც Justia U.S. Law-ს ვებგვერდზე ვრცელდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ამიტ პ. მეჰტას მიერ არის ხელმოწერილი. სასამართლო დადგენილება უკავშირდება საქართველოს მხრიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების […]

Continue Reading

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ | ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს. აშშ-მ ირანული კომპანიები 2026 წლის 8 სექტემბერს დაასანქცირა. სანქციების გამოცხადების შემდეგ, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ “საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით” იმოქმედებენ. ამ განცხადებას საქართველოში ირანის ელჩი გამოეხმაურა და აქცენტი ირანელი ტურისტების საქართველოში ვიზიტებზე და ალტერნატიული ტურისტული ლოკაციების არსებობაზე […]

Continue Reading

“კუკუშკას” რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი ელმავლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ შესყიდვაში გამარჯვებული შპს „ახალი იმპულსი“ გახდა. შეგახსენებთ, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.650 მლნ ლარს შეადგენდა, საბოლოოდ კი გამარჯვებულ კომპანიასთან 1 170 763 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ შესყიდვაში მონაწილეობას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იღებდა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, გამარჯვებული კომპანია 2018 წელს არის დარეგისტრირებული. […]

Continue Reading

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობები დატოვეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადასტურებენ. მაღლაკელიძე აღნიშნულ თანამდებობას 27 აპრილიდან დღემდე იკავებდა. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მიხეილ მაღლაკელიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ახალი ხელმძღვანელის წარდგენა მოხდება მიმდინარე წლის 14 სექტემბერს. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ფინანსთა სამინისტროს , ლევან ხარაბაძემ. […]

Continue Reading

აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ახალ ენერგეტიკულ დერეფანს ავითარებენ

აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ახალ ენერგეტიკულ დერეფანს ავითარებენ. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა პროექტს „TANAP-ის ელექტრო ვერსია“ უწოდა. პირველ ეტაპზე ისინი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას გეგმავენ, მათ შორის 700 მეგავატიანი თურქეთ-საქართველოს ინტერკონექტორის. ასევე მუშავდება ნახჭევან-თურქეთის ელექტროკავშირი და აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგოსისტემებს შორის კავშირის შესწავლა მიმდინარეობს. მომავალში, პროექტი შესაძლოა ყაზახეთსა და უზბეკეთში მწვანე […]

Continue Reading

ლარი გამყარებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 12 სექტემბრიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6095, ევრო – 3.0247, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5239 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6101, ევრო – 3.0342, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5336 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 12 სექტემბერს […]

Continue Reading

ბენზინი ისევ გაძვირდა – ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში სექტემბერში კიდევ უფრო დრამატულ სურათს ელიან

ბენზინი ისევ გაძვირდა – აგვისტოს დასაწყისიდან საწვავის ფასი 10-დან 55 თეთრამდე გაიზარდა. კერძოდ, დიზელი ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე 41, ზოგ შემთხვევაში კი 55 თეთრით არის გაძვირებული. ამ დროისთვის, ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ხშირ შემთხვევაში 4.50 ლარს აჭარბებს. ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ სურათი დრამატულად სექტემბერში შეიცვლება, რადგან ამ პერიოდში საწვავის მოხმარების ტემპი იზრდება. ასოციაციის […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 11 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 11 სექტემბრიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6101, ევრო – 3.0342, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5336 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6104, ევრო – 3.0364, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5350 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 11 სექტემბერს […]

Continue Reading

“ჩინელების დაინტერესება უძრავ ქონებაზე იზრდება, რუსებისა – იმ მასშტაბებს არ აღწევს, რომელიც 2022-23 წლებში იყო”

უცხოელების მხრიდან როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საოფისე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება. ამასთან, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი და Warm House-ის თანადამფუძნებელი ბესო ქავთარაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ბაზარზე განსაკუთრებით შესამჩნევია ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან ინტერესის ზრდა, ხოლო რუსების მხრიდან გააქტიურება ჯერჯერობით იმ მასშტაბს არ აღწევს, რაც 2022-2023 წლებში დაფიქსირდა. მისივე თქმით, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების […]

Continue Reading

როგორ გამოვარჩიოთ ნამდვილი რძის ნაწარმი? – 2027 წლიდან ეტიკეტირების ახალი სტანდარტი ამოქმედდება

2027 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს ბაზარზე რძის შემცველი პროდუქციის ეტიკეტირებისა და დახლებზე განთავსების წესები მკაცრდება. საქართველოს მთავრობის №429 დადგენილების მიხედვით, ცვლილებები შევიდა „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“. მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილებისა და „სამართლიანი საინფორმაციო პრაქტიკის“ უზრუნველყოფის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რამდენიმე ახალი სავალდებულო მოთხოვნა ამოქმედდება. კერძოდ: დადგენილების მიხედვით, „უნივერსალური პიქტოგრამა“ უნდა […]

Continue Reading

სართველოში პურის ზოგიერთი სახეობა ისევ გაძვირდა

საქართველოში პურის გარკვეული სახეობები გაძვირდა. მაგალითად, გარკვეულ სუპერმარკეტში ფასის მატება აისახა დაჭრილ თეთრ პურზე, რომელიც 1.40 ღირდა და 1.45 გახდა. როგორც კონკრეტულ სუპერმარკეტის ქსელში განაცხადეს, მათ გაძვირებული პროდუქტი გუშინ დილას მიიღეს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა, თეთრი პურის გაძვირებაზე მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ გარკვეული სახეობის პურზე ფასი 5-10 […]

Continue Reading

ლარის კურსი 8 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 8 სექტემბრიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6128, ევრო – 3.0374, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5377 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6126, ევრო – 3.0364, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5359 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 8 სექტემბერს ამოქმედდება. […]

Continue Reading

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) შორის ხელი ტრამვაის პროექტირებასა და მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. “იდეიდან და დაპირებიდან გადავდივართ კონკრეტულ საქმეზე. ეს ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება. […]

Continue Reading

საქართველოში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე მონაცემებით, მათ შორის: „2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.4%-იანი ზრდით, […]

Continue Reading

თბილისის ტრამვაის პროექტზე ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ხვალ გაფორმდება

7 სექტემბერს, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ტრამვაის პროექტირებისა და მშენებლობის პროექტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს. როგორც დაგეგმილია, ხელმოწერის ცერემონიალი 12:00 საათზე თბილისის საკრებულოში გაიმართება. შეგახსენებთ, ტრამვაის პროექტის ტენდერში თურქულმა ერთობლივმა საწარმომ EYE-მ (Emre Ray + Yüksel + Erk) გაიმარჯვა. ცნობისთვის, დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის პროექტი 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და ტრამვაის დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი Design-Build (DB) მოდელით […]

Continue Reading

საქართველოში საწვავზე ფასებმა ბოლო 3 კვირაში 35 თეთრამდე მოიმატა

საქართველოში საწვავის გაძვირების ტენდენცია გრძელდება. ბოლო რამდენიმე დღეში (3 სექტემბრის მონაცემებთან შედარებით) ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა დასახელების საწვავი დამატებით 3-დან 7 თეთრამდე გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ კვირიან ჭრილში, სხვადასხვა დასახელების საწვავის ღირებულება ჯამში, 5-დან 35 თეთრამდეა გაზრდილი, საიდანაც ფასის ყველაზე მაღალი მატება დიზელზე ფიქსირდება. Gulf Wissol Socar Rompetrol Portal bpn.ge გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

რუსები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მასობრივად ბრუნდებიან

„საქართველო რეიტინგში დაბრუნდა – რუსების მხრიდან უძრავ ქონების შეძენაზე მოთხოვნა 100%-ით გაიზარდა“ – ამის შესახებ რუსული მედია უძრავი ქონების კორპორაციის ანალიტიკური ცენტრის „ასტორიუსის“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ცენტრის მონაცემებით, მართალია, ჯამში საქართველოს წილი მხოლოდ 5%-ია, თუმცა „იქ რუსების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 2023 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, „ასტორიუსის“ ანგარიშის მიხედვით, რუსეთის […]

Continue Reading

საქართველოში ტურისტების სიმცირის მიზეზი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა

რატომ შემცირდა საქართველოში ტურისტების რაოდენობა. ამ თემაზე განმარტება ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში გააკეთა.მისი ინფორმაციით, ტურისტების ნაკადის შემცირების მიზეზი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებია. “ტურიზმში კლება გამოწვეულია ირანის მიმართულებით და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებიდან, რამაც გარკვეულწილად ფრენებიც შეაფერხა, შემდეგ უსაფრთხოების ნაწილიც იყო გარკვეულწილად, რომ ერიდებოდა ხალხი აქტიურ ტურიზმში ჩართულობას. საბოლოო ჯამში, ზრდა ამ […]

Continue Reading

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6180 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6180 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6205 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0366 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0314 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

რუს ტურისტებში საქართველოზე მოთხოვნა 25 %-ით გაიზარდა – გაიაფებისა და კურორტების დატვირთვის შემცირების ფონზე საგზურები ისევ იყიდება

რუსი ტურისტების მოთხოვნამ საქართველოში ზაფხულის დასვენებაზე მნიშვნელოვნად გადააჭარბა გასული წლის მაჩვენებლებს და საგზურების გაყიდვების საშუალო ზრდამ 25% შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ATOR-ის განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს. წამყვანი ტურისტული კომპანიების შემაჯამებელი მონაცემებით, 2026 წლის ზაფხულის სეზონი წინა სეზონზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო ბაზრის ცალკეულ მონაწილეებს ჯავშნების რაოდენობა წლიურად 2-4-ჯერ გაეზარდათ. ასოციაციაში […]

Continue Reading

თევზეული 18.1%-ით, ხორცპროდუქტები 9.8%-ით, პური 7.1%-ით გაძვირდა – როგორი იყო აგვისტოში ინფლაციის მაჩვენებელი

2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.6 პროცენტით განისაზღვრა. […]

Continue Reading

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6205 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6205 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6250 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0314 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0424 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

დოლარმა და ევრომ მოიმატა – ხვალინდელი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0424 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0333 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

„იგლ ჰილსი“ თბილისში 21-22 ათას მაცხოვრებელზე გათვლილ 2 729 ვილა/თაუნჰაუსს და 3 767 მრავალბინიან სახლს ააშენებს – სავარაუდო ინვესტიცია 3.4 მლრდ დოლარია

შპს „იგლ ჰილს საქართველომ“ ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილის განაშენიანების გეგმა – კონცეფცია უკვე შეიმუშავა და წარადგინა. უფრო კონკრეტულად კი, პროექტის განხორციელება სოფელ ფონიჭალას მიმდებარედ, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე იგეგმება. როგორც გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, შემოთავაზებული განვითარება მიზნად ისახავს, შეიქმნას მყუდრო, ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანება. პროექტი […]

Continue Reading

ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის მიმართ დამატებითი მოთხოვნები და კონტროლის მექანიზმები ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით, უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის უფლების მქონე პუნქტები საქმიანობისთვის საჭირო საბრუნავ სახსრებს მხოლოდ უშუალო ან ბენეფიციარი მესაკუთრისგან (დოკუმენტური დადასტურებით) ან ფინანსური ინსტიტუტებისგან შეძლებენ მოიზიდონ. ამასთან, რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებს ემატება იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის […]

Continue Reading

ხორბალი, შაქარი, კაკაო, სიმინდი – რატომ ძვირდება ყველაფერი?

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟებზე ზრდის თვალსაჩინო დინამიკა ფიქსირდება, კერძოდ, ერთ თვეში ხორბალი 16%-ით არის გაძვირებული; შაქარი თითქმის 20%-იან ზრდას აჩვენებს; კაკაოს 28%-იანი ზრდა აქვს; სიმინდი 14%-ით გაძვირდა; კარაქის ფასმა 10%-ით მოიმატა; ხოლო სოიო 9%-იან ზრდას აჩვენებს. თუ ძირითად სასაქონლო კალათას დააკვირდებით, დავინახავთ, რომ წელს თითქმის ყველა აგრიკულტურული საბირჟო საქონლის ფასი გაზრდილია, რაც რამდენიმე ძირითად ფაქტორს უკავშირდება, […]

Continue Reading

ხვალიდან 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება – რა ბრძანება გამოსცა სებ-მა

„500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო ტრანზაქცია საეჭვოდ ჩაითვლება – ხვალიდან 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება,“ – აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის აპრილში მიიღო. კერძოდ, სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანებით, ცვლილება შევიდა მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი […]

Continue Reading

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება – ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს“ – ნათქვამია მერიის მიერ […]

Continue Reading

დოლარის კურსმა 0.0042 ლარით მოიმატა, ევროს – 0.0051 ლარით

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6195 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6195 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0551 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0500 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

საქართველოს ბაზარზე მოქმედ კომერციულ ბანკებში 3 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი ინახება – წლიურად ანაბრები 48%-ით გაიზარდა

საქართველოს ბაზარზე მოქმედ კომერციულ ბანკებში 3 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი ინახება – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 98.605 მილიონ ლარს შეადგენდა. (დღევანდელი კურსით 3.1 მლრდ რუბლი). ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან და ასევე მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ […]

Continue Reading

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა – რამდენი ნომერია ქვეყნის მასშტაბით

2025 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 731 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომლებიც 2 783 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას ფლობდნენ. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ქვეყანაში სასტუმროების რაოდენობა გასულ წელს 2024 წელთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება აჭარაში (21.3%) და თბილისში (20.9%) იყო. ამასთან, […]

Continue Reading

დოლარმა 0.0032 თეთრით მოიმატა, ევროს ფასმა – 0.0035 თეთრით

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6153 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6153 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0500 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0465 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

ისტორიული მაქსიმუმი – რამდენი ლიტრი ლუდი მოდის საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე

საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული. მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტირებული ლუდი ადგილობრივ მომხმარებლებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება და 2025 წელს ლუდის მთლიანი მოხმარების 16% შეადგინა, მოხმარების 84% კი ადგილობრივ ლუდზე მოდიოდა. ლუდის მოხმარება საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ბოლო 5 წელში […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 25 აგვისტოსთვის

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6121 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6121 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6125 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0465 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0585 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ვალუტის კურსი შაბათ-კვირას

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6125 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6130 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0585 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0575 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა მთავრობამ 7 თვეში – ანგარიში

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც იანვარ-ივლისის ჩათვლით ბიუჯეტის მიერ მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, გადასახადებიდან ამ პერიოდში 13.5 მილიარდი ლარი არის მობილიზებული, რაც 9 თვის გეგმის 79%-ია. კონკრეტული გადასახადების მიმართულებით შესრულება ასე ნაწილდება: რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა ძირითად წყაროებს – მთავრობის მიერ ბანკებში განთავსებულ საბიუჯეტო […]

Continue Reading

ირაკლი რუხაძემ კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა

ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, რომელმაც ამა წლის 15 აპრილს “ლიბერთი ბანკი” გაყიდა, კიდევ ერთი ბიზნესი გაასხვისა. საუბარია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის არმატურის საწარმოო ხაზზე, რომელიც რუხაძემ მეტალურგიულ კომპანია “პიემ მეტალს” მიჰყიდა. ამის შესახებ BMG კომპანიის ამონაწერისა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე იუწყება.რუსთავის მეტალურგიული ქარხანა „ჰანიველ პარტნერსის“ საკუთრებაშია. რეესტრის თანახმად, “რუსთავის ფოლადმა” […]

Continue Reading

ლარი დოლართან მიმართებით მყარდება

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6138 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.07 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.86 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0349 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.70 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5454 ლარი გახდა. […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 18 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6152 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6162 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0315 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0233 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

საქართველოში 2025 წელს 1.9 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა – საიდან შემოვიდა ყველაზე მეტი თანხა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5 პროცენტით აღემატება. 2025 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5 პროცენტი შეადგინა. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 13 აგვისტოსთვის

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6181 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6191 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0205 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0214 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ […]

Continue Reading

ალიევი: გვინდა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები გავაფართოოთ – დღეს გზა საქართველოზე გადის

აზერბაიჯანი ევროპულ ბაზარზე ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდასა და საექსპორტო მარშრუტების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. ალიევის თქმით, ქვეყანას საკმარისზე მეტი ენერგორესურსი აქვს და ნავთობისა და გაზის შემდეგ, მიზანი ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბების გაზრდაა. „დღეს ერთადერთი არსებული მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის, საიდანაც იგი ევროპისკენ მიემართება. ჩვენ ეს შესაძლებლობები უნდა […]

Continue Reading

“არგუმენტი, რომ უი, საგარეო შოკია და აბა ჩვენ რა ვქნათ? ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობაა – ეკონომისტები საწვავის გაძვირებაზე

საქართველოში ბოლო ორ კვირაში საწვავის ფასი 5-დან 15თეთრამდე გაიზარდა. რიგ ბენზინ გასამართ სადგურებზე სუპერის ფასი მერყეობს 4,27 ლარამდე. ეკონომისტები ამბობენ, რომ აქციზის დროებით გაუქმება ერთ-ერთი გამოსავალია, რაც ბენზინზე ფასს მინიმუმ ერთი ლარით შეამცირებს, თუმცა ამ ნაბიჯს მათივე თქმით, “ოცნება” არ დგამს. “არგუმენტი, რომ უი, საგარეო შოკია და აბა ჩვენ რა ვქნათ?, რომელიც ყველა თემასთან ისმის […]

Continue Reading

რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებული პრობლემები, საქართველოში ფასებზე შესაძლოა, პირდაპირ აისახოს – EPRC

რუსეთის საწვავის ბაზარზე პრობლემები საქართველოში საწვავის ფასებსა და მიწოდებაზე შესაძლოა, პირდაპირ აისახოს – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ანგარიშშია საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებული კრიზისი საქართველოს მაღალი დამოკიდებულების პირობებში განსაკუთრებულ რისკს ქმნის. „2025 წელს საქართველომ დაახლოებით 1.8 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, საიდანაც დაახლოებით 698 ათასი ტონა, […]

Continue Reading

საქართველოს ეკონომიკა, მისი ცალკეული სექტორები და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებები, რუსეთზე უზარმაზარ დამოკიდებულებას ინარჩუნებს – ანგარიში

სასურსათო უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტის მიმართულებით საქართველო პრაქტიკულად, ერთ მომწოდებელზეა დამოკიდებული – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ანგარიშშია საუბარი. როგორც EPRC-ის ანალიზშია ნათქვამი, რუსეთის ეკონომიკაში არსებული სერიოზული პრობლემების ფონზე, 2008 წლის ომიდან 18 წლის შემდეგაც, საქართველოს ეკონომიკა, მისი ცალკეული სექტორები და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებები, რუსეთზე უზარმაზარ დამოკიდებულებას ინარჩუნებს. ორგანიზაცია სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 12 აგვისტოსთვის

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6191 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6191 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0214 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წალკაში ნედლი რძის გადამმუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე გ. მ. -ის (მისამართი: წალკა, სოფელი ახალშენი) კუთვნილი რძის გადამმუშავებელი საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების და ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ამასთან, ბიზნესოპერატორი სააგენტოს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. მომხმარებლის […]

Continue Reading

ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, 2026 წლის გაზაფხულზე, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. „ამ ხელშეკრულებების შესრულება […]

Continue Reading

ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6198 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6198 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6210 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0274 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0212 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading