სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წალკაში ნედლი რძის გადამმუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

დღის სიახლეები ეკონომიკა

ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე გ. მ. -ის (მისამართი: წალკა, სოფელი ახალშენი) კუთვნილი რძის გადამმუშავებელი საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების და ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ამასთან, ბიზნესოპერატორი სააგენტოს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს – ნათქვამია უწყების ინფორმაციში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *