“არგუმენტი, რომ უი, საგარეო შოკია და აბა ჩვენ რა ვქნათ? ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობაა – ეკონომისტები საწვავის გაძვირებაზე

დღის სიახლეები ეკონომიკა

საქართველოში ბოლო ორ კვირაში საწვავის ფასი 5-დან 15თეთრამდე გაიზარდა. რიგ ბენზინ გასამართ სადგურებზე სუპერის ფასი მერყეობს 4,27 ლარამდე.

ეკონომისტები ამბობენ, რომ აქციზის დროებით გაუქმება ერთ-ერთი გამოსავალია, რაც ბენზინზე ფასს მინიმუმ ერთი ლარით შეამცირებს, თუმცა ამ ნაბიჯს მათივე თქმით, “ოცნება” არ დგამს.

“არგუმენტი, რომ უი, საგარეო შოკია და აბა ჩვენ რა ვქნათ?, რომელიც ყველა თემასთან ისმის და მუსირებს ხოლმე, ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობაა. საწვავის შემთხვევაში, ხშირად და მოქნილად იყენებენ ხოლმე, როგორც წესი, აქციზის მცურავ განაკვეთს, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რომ ასეთი საგარეო შოკების დროს აქციზის განაკვეთი შედარებით მცირდება, იმისთვის, რომ მომხმარებელზე ტვირთი შემცირდეს. ამას ნამდვილად აქვს ხოლმე შედეგი, ხოლო სხვა თანაბარი პირობები აღდგენის შემთხვევაში, ეს აქციზის განაკვეთი უბრუნდება ძველ ნიშნულს”- აცხადებს “პირველებთან” ეკონომისტი, პაატა ბაირახტარი.

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ ბენზინის გაძვირება, ავტომატურად სხვა პროდუქტების გაძვირებას იწვევს. დონაძეც გამოსავალს აქციზის გადასახადის გაუქმებაში ხედავს.

ცალსახად და დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ საწვავის გაძვირება შემდეგ აისახება ყველა პროდუქტზე და ყველა მომსახურებაზე.

გარე ფაქტორები გასაგებია, ყველაფერი იციან საქართველოს მოქალაქეებმა, იმიტომ რომ წვდომა აქვთ ამ ინფორმაციაზე. მთავარი არის რა – შიდა ფაქტორები და რეგულაციები, რომლის მართვა ხელისუფლებას შეუძლია. ეს არის აქციზის გადასახადის გაუქმება, რაც მყისიერად იწვევს 40 თეთრით გაიაფებას, ამას დაემატება დღგ-ს გადასახადის გაუქმება დროებით, სანამ კრიზისი დაიძლევა. საბოლოო ჯამში, 1 ლარით არის შესაძლებელი შემცირდეს საწვავზე ფასი, როგორც დიზელზე, ასევე ბენზინზე. ამას სამწუხაროდ ხელისუფლება არ აკეთებს, იმიზეზებს, რომ ბიუჯეტში ფული მოაკლდებამ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეღარ იყიდიან ავტომობილებს და ვეღარ იზრუნებენ საკუთარ კომფორტზე”- აღნიშნავს ბესიკ დონაძე.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *