სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5 პროცენტით აღემატება.
2025 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5 პროცენტი შეადგინა. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 44.4 პროცენტი შეადგინა.
2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
- გაერთიანებული სამეფო – 426.6 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი – 214.4 მლნ დოლარი
- თურქეთი – 202.4 მლნ დოლარი
- მალტა – 148.3 მლნ დოლარი
- ისრაელი – 145.1 მლნ დოლარი
- ნიდერლანდები – 136.8 – მლნ დოლარი
- აშშ – 131.3 მლნ დოლარი
- რუსეთი – 109.5 მლნ დოლარი
- გერმანია – 73.9 მლნ დოლარი
- ესპანეთი – 66.9 მლნ დოლარი
ამასთან, საქსტატის ცნობით დანარცენი ქვეყნებიდან ინვესტიციების მოცულობამ 245.2 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება ეკონომიკის სექტორების ჭრილში, საქსტატის ცნობით, პირველ ადგილზეა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 633.2 მლნ დოლარით, მას მოჰყვება უძრავი ქონება – 254.7 მლნ დოლარით. ხეთეულში შედის: ვაჭრობა – 191.1 მლნ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 169.7 მლნ დოლარი და ტრანსპორტი – 168.4 მლნ დოლარი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
