ბენზინი ისევ გაძვირდა – ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში სექტემბერში კიდევ უფრო დრამატულ სურათს ელიან

დღის სიახლეები ეკონომიკა

ბენზინი ისევ გაძვირდა – აგვისტოს დასაწყისიდან საწვავის ფასი 10-დან 55 თეთრამდე გაიზარდა. კერძოდ, დიზელი ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე 41, ზოგ შემთხვევაში კი 55 თეთრით არის გაძვირებული.

ამ დროისთვის, ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ხშირ შემთხვევაში 4.50 ლარს აჭარბებს.

ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ სურათი დრამატულად სექტემბერში შეიცვლება, რადგან ამ პერიოდში საწვავის მოხმარების ტემპი იზრდება.

ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსოფლიოში მას შემდეგ, რაც მარაგები გაიხარჯება, ახალი მარაგების შეძენა განსხვავებული ფასით მოხდება.

“მოლოდინი ნამდვილად არის იმიტომ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნამდვილად გაძვირდა იმიტომ, რომ არ არის მშვიდობა მსოფლიოში, ყველანაირ ფასთა სხვაობებს იწვევს არასტაბილური სიტუაციები მთელ მსოფლიოში და ეკონომიკაში. შემოდგომაზე მოიმატა ტრანზიტმა, მოიმატა ტურისტმა და ამას თავისი გავლენები აქვს, დაბრუნდა დასასვენებლად გასული ხალხი და ბუნებრივია, ამან თავისი ციფრები შექმნა, მოხმარება იმატებს.

ეს მარაგები გაიხარჯება, რა თქმა უნდა და უნდა გაიხარჯოს კიდეც და ახალი მარაგები რომ უნდა შეიძინოს, იქ უკვე დაგვხვდება სხვა ფასები,” – ამბობს ვახტანგ იობაშვილი.

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, თუ რა პროცესები გადა საწვავის ფასების მატებასთან ერთად, ეს გრძელვადიანი აისახება სურსათის ფასზე.

“აგვისტოს თვეში ბენზინის საშუალო ფასი 25 თეთრამდე იზრდება, დიზელის შემთხვევაში 55 თეთრამდეა კიდეც. დიზელი ეს ინდუსტრიული პროდუქტი, რომელიც დისტრიბუციიდან დაწყებული, გაგრძელებული სოფლის მეურნეობაში, არის შემუშავებული. რა თქმა უნდა, თუ პროცედურები გაგრძელდა საწვავის ფასების მატებასთან ერთად, ეს არის ის ადგილი, რომელიც სურსათის ფასზე.

საწვავის განხორციელებაც შემარბილებელი ღონისძიებები და შემარბილებელი ბერკეტები მთავრობას აქვს, მაგრამ ამას არ ნიშნავს რომ არ გამოიყენო სწორად, აქედან გამომდინარე კი, ნამდვილად ასე არის ავტომობილი. პრივილეგირებული ფენის პრიორიტეტი და უნდა იყოს ეს ყველაფერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს და ირიბადაც.” – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

ტვ პირველი

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *