სართველოში პურის ზოგიერთი სახეობა ისევ გაძვირდა

დღის სიახლეები ეკონომიკა

საქართველოში პურის გარკვეული სახეობები გაძვირდა. მაგალითად, გარკვეულ სუპერმარკეტში ფასის მატება აისახა დაჭრილ თეთრ პურზე, რომელიც 1.40 ღირდა და 1.45 გახდა. როგორც კონკრეტულ სუპერმარკეტის ქსელში განაცხადეს, მათ გაძვირებული პროდუქტი გუშინ დილას მიიღეს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა, თეთრი პურის გაძვირებაზე მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ გარკვეული სახეობის პურზე ფასი 5-10 თეთრით ნამდვილად მომატებულია. მალხაზ დოლიძის თქმით, გაძვირება შეეხო, რეცეპტორულ პურის სახეობებს, შავ/რუხ დაჭრილ/შეფუთულ პურს.

„ის პური, რომელიც არის ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელსაც ყველაზე მეტს ყიდულობენ თბილისელები, ეს არის ბატონისებური პური. მასზე ფასი არ მომატებულა.

თუ ახალ ასორტიმენტზეა საუბარი, მასზე შესაძლოა, 5 -10 თეთრი იყოს მომატებული. ხომ ხედავთ რა ხდება მსოფლიოში?! 

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასი მომატებულია მასიურ პროდუქციაზე, თეთრ პურზე, რომელსაც თბილისელები ყველაზე მეტად იყენებენ. 1.30 ლარის ღირებულების, რომელიც იყო იმ პურს მოემატა 5 თეთრი, 1.10 ლარი რაც ღირდა, მასზე მომატებულია – 10 თეთრი. კიდევ ვიმეორებ, ეს არის რეცეპტორული პური ანუ სხვადასხვა შემადგენლობაა შიგნით, ასევე შეფუთული და დაჭრილია ანუ მეტი შრომაა ჩადებული.

დაახლოებით, 1-2თვეა რაც მატება ფიქსირდება. მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მასიურ ასორტიმენტზე იქნება ის ფასი სტაბილურად, რაც იყო“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *