აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0424 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0333 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
