ერევანი – ბათუმი – ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება

ერევანი – ბათუმი – ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წერს. სააგენტოს ცნობით, დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. „ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს კიდევ 3 სიხშირეს. შედეგად, ერევანი – ბათუმი – ერევანის საჰაერო […]

Continue Reading

თბილისში Starbucks-ის პირველი ობიექტი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში Starbucks-ის პირველი ობიექტი გაიხსნა. მსოფლიოში ყავის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრენდმა საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო. ბრენდი საქართველოში Alshaya Group-მა შემოიყვანა, რომელიც ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე Starbucks-ის ფრენჩაიზის მფლობელია. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, Alshaya […]

Continue Reading

რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად, მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის თაობაზე. ობიექტი ამჟამად შპს “რიყე დომ”-ის საკუთრებაშია. რიყის დოქების შესახებ 2025 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომელიც მისი დემონტაჟის უფლებით გასხვისებას ითვალისწინებდა, რაც ადგილზე მინიმუმ 44 მილიონი ლარის ინვესტიციით უნდა განხორციელებულიყო. 2025 წლის ივნისში “რიყე დომ”-ის […]

Continue Reading

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება – პრემიერი

ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორი პროექტში განახორციელებს 150 მილიონ აშშ […]

Continue Reading

დოლარი გაიაფდა, ევრო გაძვირდა – ვალუტის ხვალინდელი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0140 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0109 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

ჩინეთიდან საქართველოში 874 მილიონი ლარის 20 მილიონი ამანათი გამოიწერეს – სტატისტიკა

2025 წელს საქართველომ 2 მილიარდი ლარის ღირებულების 20 მილიონი ამანათი გამოიწერა – ამის შესახებ ირკვევა შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან, რომელიც უწყებამ საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციას მიაწოდა. თანხობრივად გამოწერილი ამანათების ჯამური ღირებულება გასულ წელს 604 მილიონი ლარით, ანუ 42%-ით გაიზარდა. შედარებისთვის მხოლოდ ეს ნაზარდი უფრო მეტია, ვიდრე 2020 წელს გამოწერილი ამანათების ჯამური ღირებულება რაც 558 მილიონ ლარს […]

Continue Reading

დოლარი ისევ იაფდება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6393 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6393 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6403 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0167 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0147 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს პროექტებში – ჩინეთის ელჩი

მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას. ელჩის თქმით, წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ერთმანეთს მისალოცი წერილები გაუგზავნეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. „გვჯერა, რომ […]

Continue Reading

აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური – რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, […]

Continue Reading

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0237 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0144 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

5 თვეში 2 ტონაზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი შემოვიდა – ვისგან ვყიდულობთ და რა ფასად

2026 წელს 5 თვეში საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების იმპორტი გაიზარდა. ქვეყანაში იანვარ-მაისის განმავლობაში 886 ათასი დოლარის ღირებულების 2.1 ტონა საფრენი აპარატი შემოვიდა. იმპორტი მცირეა, თუმცა წლიური ზრდა 39.5% იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატების მთავარი იმპორტიორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელზედაც იმპორტის ნახევარზე მეტი მოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია: აღსანიშნია, რომ 2025 წელს ქვეყანამ […]

Continue Reading

ლარი გამყარებას განაგრძობს – რა ეღირება ხვალ უცხოური ვალურა

1 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6431 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.13 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.18 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0123 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.33 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის […]

Continue Reading

დღეიდან დოლარში სესხების გაცემის წესები გამკაცრდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედოლარიზაციის პოლიტიკა გაამკაცრა და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემაზე ახალი ლიმიტი დააწესა. რეგულატორის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან საკრედიტო ორგანიზაციებს უფლება არ ექნებათ უცხოურ ვალუტაში 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები გასცენ. ახალი წესები არ შეეხება სრულად უზრუნველყოფილ სავალუტო სესხებს, საქართველოში დაურეგისტრირებელი იურიდიული პირების, ან მოქალაქეობის არმქონე პირების სესხებს, ასევე იმ მსესხებლებს, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში […]

Continue Reading

თბილისში ბინების გაყიდვამ იმატა – რა ღირს 1 კვადრატული მეტრი

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში თბილისში 3 748 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის მაისთან შედარებით, ასევე გაიზარდა გასაყიდი ბინების ფასი და კვ.მ-ზე 1 412 დოლარი შეადგინა. საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2026 წლის მაისში პირველად ბაზარზე მოთხოვნა უცვლელი დარჩა, რაც გასული წლის მაისის მაღალ ბაზას ასახავს. აღსანიშნავია, რომ გაყიდული […]

Continue Reading

არსებული რკინიგზის გამოყენებით, დედაქალაქი შესაძლოა მცხეთასთან, რუსთავთან, აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან დაკავშირდეს

თბილისის მერიის ინიციატივით, „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით, დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება, რისთვისაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა. მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვის ვადა 13 ივლისამდეა განსაზღვრული. „თბილისის მერიის ინიციატივით, „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით, დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება. საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის […]

Continue Reading

დღეიდან რუსეთში დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის 180-დღიანი ყოფნის ვადა ამოქმედდა – რა უნდა წარადგინონ მძღოლებმა

დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც რუსეთში უვიზოდ ჩავიდნენ, 30 ივნისიდან ქვეყანაში 180 დღემდე დარჩენა შეუძლიათ. ამისათვის მათ უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და ყოფნის მიზნის მითითებით, პასპორტის ასლებთან და საერთაშორისო სატვირთო მანქანების მძღოლად პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად. ამის შესახებ “ტასი” იუწყება. სამთავრობო დოკუმენტის თანახმად, დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს პროფესიონალი […]

Continue Reading

საწვავი იაფდება – რამდენი თეთრით დაიკლო ფასმა

მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირების შემდეგ, ივნისში საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყო. ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა, ივნისის განმავლობაში დიზელის საწვავზე ფასები 10-30 თეთრით შეამცირეს. საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს – რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება. საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში: Gulf-ის ქსელში ბოლოს […]

Continue Reading

რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი – დეკლარაცია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ანაბარი 2025 წლის განმავლობაში ლარში 400 000-მდე, დოლარში კი 343 000-მდე გაიზარდა. მარიამ ქვრივიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომლის მიხედვითაც მას წლის ბოლოსთვის მცირედი დანაზოგი 3 346 გირვანქა სტერლინგშიც ჰქონდა შენახული. ანაბარი მაღალჩინოსანს „საქართველოს ბანკში“ აქვს გახსნილი. აღსანიშნია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის მარიამ ქვრივიშვილს ჰქონდა 114 900 ლარის, 309 000 დოლარის […]

Continue Reading

„თბილისში, საშუალო ხელფასი 1000-დოლარიან მიჯნას გადასცდა და თითქმის გაუთანაბრდა თურქეთის საშუალო ხელფასს“ – სტატისტიკოსი

„თბილისში, საშუალო ხელფასი 1000-დოლარიან მიჯნას გადასცდა და თითქმის გაუთანაბრდა თურქეთის საშუალო ხელფასს“ – ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ მოსახლეობის აღწერის შედეგებზე საუბრისას განაცხადა. „პოზიტიური ცვლილებაა ის, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა. კარგია, რომ თბილისში, საშუალო ხელფასი 1000-დოლარიან მიჯნას გადასცდა. ეს არის დაახლოებით იმდენივე, რამდენიც არის ჩვენი მეზობელი თურქეთის საშუალო ხელფასი. ანუ თბილისი, სადაც ხელფასს იღებს დაახლოებით […]

Continue Reading

თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ნორვეგიის უმსხვილესმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Norwegian-მა კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით ოპერირება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოპენჰაგენიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც ისტორიაში პირველად, საქართველოსა და დანიის სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამოქმედდა. „პირველი რეისი Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდა და ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა. რაც პირველი რეისისთვის […]

Continue Reading

დოლარმა დაიკლო, ევრომ მოიმატა – ვალუტის კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6462 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6462 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0177 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0033 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საწვავზე აქციზის განახევრებას მოითოვს

მოვითხოვთ საწვავზე აქციზის განახევრებას, საწვავის ფასების შემცირებას და ფასებიდან კორუფციული დანამატის სრულად ამოღებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქართული ბაზარი რუსეთზე დამოკიდებული გახდა და ფასები საგრძნობლად გაიზარდა. „საქართველო რუსული გავლენებისა და ინტერესების ცენტრად იქცა. „ქვეყნის ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ნავთობპროდუქტების ბაზარი რუსეთზე დამოკიდებული გახდა. მიუხედავად […]

Continue Reading

საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო ორგანიზების ონლაინ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალათ

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტით წესრიგდება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, შემოდის სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ცნებები და შესაბამისი სანებართვო რეჟიმი. ცვლილებების შედეგად განისაზღვრება აღნიშნული ნებართვების გაცემის პირობები, მოქმედების ვადა, სანებართვო მოთხოვნები და […]

Continue Reading

დოლარის ფასი ისევ იკლებს – რა ეღირება ხვალიდან უცხოური ვალუტა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6468 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0033 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0026 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

თითო მგზავრზე 60 ევრო – რას სთავაზობს საქართველო ავიაკომპანიას?

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ნორვეგიულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Norwegian Air-ს თბილისისა და კოპენჰაგენის მიმართულებით ახალი რეგულარული საჰაერო ხაზის ამოქმედებისთვის 400,000 ევროს ფინანსურ სტიმულს შესთავაზებს. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებმა 2026 წლის 31 მაისს გააფორმეს და ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ახლა გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, Norwegian-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კოპენჰაგენს შორის რეისების შესრულებას დაიწყებს, ხოლო საქართველოს აეროპორტების გაერთიანება […]

Continue Reading

საქართველოდან $ 90 მილიონამდე ტანსაცმლის ექსპორტი ხდება – თურქეთი ექსპორტიორთა შორის ლიდერია

წელს, საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყნიდან 89,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ტანსაცმლის ექსპორტმა 78 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან ტანსაცმლის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთია. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ამ ქვეყანაში დაახლოებით 66 მლნ აშშ დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა […]

Continue Reading

13 პროდუქტის ფასები 12 უმსხვილეს ქსელში – რას ნახავენ მომხმარებლები ekalata.gov.ge-ზე?

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა. სააგენტოს თანახმად, ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. ვებ-გვერდზე www.ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე – 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეადარონ პროდუქტის ღირებულებები და საუკეთესო შეთავაზებების […]

Continue Reading

ონლაინ კაზინოები მხოლოდ უცხოელებისთვის – საქართველოში სათამაშო ბიზნესის მოსაზიდად ახალი ნებართვები შემოდის

ახალი კატეგორიის სანებართვო ჩარჩოს დანერგვა იგეგმება, რომელიც სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორების საქართველოში ლეგალურ შემოსვლას წაახალისებს, თუმცა მათ ვებგვერდებზე საქართველოს მოქალაქეებს წვდომა არ ექნებათ. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონშია დაგეგმილი. პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა და მისი დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი. ამასთან, ახალი ლიცენზიის ფარგლებში მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილ ონლაინ-კაზინოებს მთავრობა […]

Continue Reading

ყველა ბიზნესს პოსტერმინალების უნივერსალური სალარო აპარატებით ჩანაცვლება მოუწევს – კანონპროექტი

პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატების სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომელიც დღემდე ცალ-ცალკე არსებული სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს. ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის და მათი ძირითადი ნაწილი 2027 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეს ეკონომიკური საქმიანობის ობიექტებზე ერთი ანგარიშსწორების ოპერაციის აღრიცხვა ხშირად რამდენიმე […]

Continue Reading

ლარი დოლართან მიმართებით გამყარებას განაგრძობს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6487 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6487 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6505 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0351 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0377 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

იაპონელები, კორეელები და ევროპელები – ვის ხარჯზე იზრდება ქართული გასტროტურიზმი

„ გასტროტურიზმის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე მზარდია“ – ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის” დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე საქართველოს გასტროტურიზმის პოტენციალს. „გასტროტურიზმის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე მზარდია. თავადაც გასტრო კვირეულის ორგანიზატორი ვარ და 3-მიშლენიანი საოცარი ვარსკვლავები გვყავდა ჩამოყვანილი. ინტერესი რომ არ ყოფილიყო, არც ჩამოვიდოდნენ. მეტიც, ჟურნალისტებისა და შეფების ჩამოყვანა ძალიან გაგვიადვილდა, იმდენად აინტერესებთ საქართველო […]

Continue Reading

სასტუმრო ბიზნესი საქართველოში მომგებიანი აღარ არის – ბიზნესმენი

„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებლის განცხადებით, საქართველოში სასტუმრო ბიზნესის საინვესტიციო მიმზიდველობა შემცირებულია. როგორც პაატა კოკაიამ განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში სექტორის უკუგება მკვეთრად შემცირდა, რადგან ბაზარზე სასტუმრო ნომრების ჭარბი მიწოდებაა. კოკაია აღნიშნავს, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა მზარდია, თუმცა მიწოდება იმდენად გაიზარდა, რომ მოთხოვნა ვეღარ ეწევა. მისი თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, როგორც წესი, სასტუმროების საბანკო კრედიტებს კომპანიები სხვა ბიზნესებიდან […]

Continue Reading

თბილისი-მოსკოვის მიმართულებით სამი ავიარეისი გაუქმდა

დღეს, მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, თბილისსა და მოსკოვს შორის სამი ავიარეისი გაუქმდა, ერთი რეისი კი დაგვიანებით სრულდება – ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს აეროპორტების მმართველ კომპანია TAV-ში უთხრეს. მათივე ცნობით, მოსკოვი ბათუმის მიმართულებით ორი რეისი იყო დანიშნული საიდანაც ერთი გაუქმებულია. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, იქ რეისები დღეს დაგეგმილი არ იყო. უახლოესი რეისი ხვალ, 19 ივნისსaა ჩანიშნული და […]

Continue Reading

$ 9.1 მილიარდი საქართველოს საგარეო ვალია – ვისი რამდენი გვმართებს მსოფლიოში

ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის მაისის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9.1 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით 95 მილიონ დოლარით არის შემცირებული, ხოლო ერთწლიან ჭრილში კი 158 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. წინა თვესთან შედარებით ვალის შემცირებაზე გავლენა მოახდინა მაისის განმავლობაში ვალუტის გამყარების ტენდენციამ, რადგან პერიოდის განმავლობაში ევრო, […]

Continue Reading

ბათუმში რუსეთის ექვსი ქალაქიდან იფრენენ

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან საკურორტო ქალაქ ბათუმის მიმართულებით ექვსი ახალი მარშრუტი აამოქმედა, განაცხადეს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციაში. სექციის ინფორმაციით, რუს მოგზაურებს შორის ბათუმი, როგორც ზაფხულის პერიოდში დასვენების საყვარელი მიმართულება, სულ უფრო მეტად იმყარებს თავის პოზიციებს. „მიმდინარე თვეში საქართველოს მთავარი კურორტის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქიდან ექვსი ახალი მარშრუტი გაიხსნა. […]

Continue Reading

რუსეთში საქართველოზე მოთხოვნა 66%-ით გაიზარდა – რუსული მედია

საქართველო წამყვან სამეულს ხურავს იმ ქვეყნებს შრის, სადაც ზაფხულში რუსეთიდან მოგზაურობებზე მოთხოვნა ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაიზარდა. ამის შესახებ სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ-დაჯავშნის სერვის „ოსტროვოკის“ კვლევაში წერია, რასაც რუსული სამთავრობო მედიასაშუალება TASS ავრცელებს. კერძოდ, რუსებს შორის, საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა, 2025 წელთან შედარებით, 66%-ით გაიზარდა. პირველ ადგილზე ვიეტნამია, რომელთანაც წლევანდელ სეზონზე, რუსეთიდან საჰაერო მიმოსვლის გაზრდის გამო, […]

Continue Reading

მაღაზიებში აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში განთავსდება

მომხმარებლები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში მოქმედი ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციას ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიიღებენ. ამის შესახებ მთავრობის 2 ივნისით დათარიღებული განკარგულებიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან (მთავრობის სარეზერვო ფონდიდან), 53 000 ლარი გამოიყო. განკარგულების თანახმად, პლატფორმის მიზანია ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის […]

Continue Reading

თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება – რა ღირს ბილეთი

TAV Georgia-ს ინფორმაციით, 25 ივნისიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიის საიტზე ბათუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ერთი გზა ბილეთის საწყისი ფასი 418 ლარს შეადგენს. TAV Georgia-ს ცნობითვე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში […]

Continue Reading

დოლარის ფასი ეცემა, ევროც იაფდება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0646 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0723 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

 საქართველოში, ერთ დღეში, 1 გრამი ე.წ.”ბაჯაღლო” 14 ლარით გაიაფდა. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 367 ლარი ღირს, როცა გუშინ, მისი ღირებულება 381 ლარი იყო. 750 სინჯის ოქროს ფასი – 275 ლარია (გუშინ 285 ლარი ღირდა), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 214 ლარი ღირს (გუშინ 223 ლარი ღირდა).. რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის […]

Continue Reading

ლარი დოლართან მიმართებით ისევ მყარდება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6593 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6593 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0723 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0779 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

გახდება თუ არა რიკოთის მაგისტრალი ფასიანი? – საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტება

ავტომაგისტრალების ფასიანად გადაქცევა არ განიხილება – ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება რიკოთის მაგისტრალის ან ქვეყნის სხვა საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის დაჩქარება დაკავშირებულია მხოლოდ პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობასთან. აღნიშული გზის მნიშვნელობა განპირობებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებით, […]

Continue Reading

ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს გაზრდილი მოთხოვნის გამო, ვაგონები დაემატება

აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, გაზრდილი მოთხოვნის გამო, ზაფხულის სეზონზე ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებელს დამატებითი ვაგონები დაემატება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დღესასწაულებისა და არდადეგების პერიოდში, ბაქოდან 11 ივნისიდან და თბილისიდან 12 ივნისიდან გამავალ მატარებლებს დამატებითი ვაგონები დაემატება, რაც მგზავრთა გადაყვანის გაზრდის საშუალებას იძლევა. ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 6 წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისს აღდგა.

Continue Reading

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მყარდება – რა ეღირება ხვალიდან დოლარი?

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6607 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6607 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6625 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0779 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0683 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

2028-2029 წლებში თბილისში ასაშენებელი პროექტების 55% უკვე გაყიდულია

2026 წლის აპრილში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი, პირველად ბაზარზე, შენელდა და ყოველთვიურად 0.4%-ით გაიზარდა 1 408 აშშ დოლარამდე. ამის შესახებ  „გალთ ენდ თაგარტის“ უახლეს კვლევაში ვკითხულობთ. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 5.0%-ით გაიზარდა და 1 371 აშშ დოლარი შეადგინა. ასევე კვლევიდან ირკვევა, რომ 2028-2029 […]

Continue Reading

სადაზღვევო კომპანიები მოგებას ითვლიან – ვინ რამდენი მილიონი დააგროვა

მიმდინარე წლის 3 თვეში, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია წლიურად15%-ით, ხოლო წმინდა მოგება 19.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში, კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 521 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი – 453 მლნ […]

Continue Reading

რესტორანში ხინკალი 4.5%-ით, ხაჭაპური 11.6%-ით გაძვირდა – რამ გააძვირა ფასები

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მაისში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 7.6%-ით გაიზარდა. 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების მატებაა, რამაც მაისში 5.2% შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს გაზრდილია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, მაისში რესტორნებში ხინკალი წლიურად 4.5%-ით […]

Continue Reading

გაიაფებას რატომ ელოდებოდით, არ ვიცი – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სურსათზე ფასების ზრდის ფონზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამტკიცებს, რომ პროდუქტების გაძვირება, მათ შორის, ტრანსპორტირების ხარჯებისა და საწვავის ფასის ზრდით არის განპირობებული. ამის შესახებ “ტვპირველი” იუწყება. მისი თქმით, ფასების შემცირებას მოკლე ვადაში არავინ უნდა ელოდოს, თუმცა მთავრობა და პარლამენტი შესაბამის მიმართულებებზე მუშაობენ, ხოლო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს ეროვნული ბანკი კვლავ გამოიყენებს. “გაიაფებას […]

Continue Reading

ხვალიდან დოლარი 2.6653 ლარი ეღირება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6653 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6653 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6660 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0960 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1043 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

928 მილიონი ლარის შემოსავალი – რომელი მობილური კომპანიები გამდიდრდნენ გასულ წელს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში მობილური ოპერატორების მთლიანმა შემოსავალმა 928 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ანგარიშის მიხედვით, ბაზრის სტრუქტურა შემდეგნაირად ნაწილდება: „მაგთიკომი“ – შემოსავალი 437 მილიონ ლარი, რაც ბაზრის 47%-ს შეადგენს;„სილქნეტი“ – შემოსავალი 325 მილიონი ლარი, რაც ბაზრის 35%-ია;„სელფი მობაილი“ – შემოსავალი 165 მილიონი ლარი, რაც ბაზრის 18%-ს შეადგენს;Hallo – შემოსავალი […]

Continue Reading