გია ხუხაშვილი – წერილები ღარიბაშვილის დაწერილს არ ჰგავს, სქემის ნაწილია, რომელსაც არ გამოვრიცხავ, რომ თავად ივანიშვილი მართავდეს

წერილები არ ჰგავს ღარიბაშვილის დაწერილს, ეს არის რაღაც სქემის ნაწილი. სქემას ვინ მართავს ცალკე თემაა, არ გამოვრიცხავ თვითონ ბიძინა [ივანიშვილი] მართავდეს , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, წერილებს წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქვს, თუმცა, მისივე თქმით, მათში კონკრეტულ ფაქტებზე საუბარი არ არის. „ წერილები […]

Continue Reading

მაშველებმა ზღვიდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოიყვანეს, თუმცა ის ნაპირზე გარდაიცვალა

ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოიყვანეს, თუმცა ის ნაპირზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა დახრჩობას გადაარჩინეს, თუმცა ნაპირზე ამოყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

რუსეთი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება – უიტკოფი და კუშნერი

უიტკოფმა და კუშნერმა ფრანგულ მხარეს აცნობეს, რომ რუსეთი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება. კიევში ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრის დროს აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა განაცხადეს, რომ კრემლი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება. ამის შესახებ იტყობინება Le Monde, ელისეს სასახლის წარმომადგენლის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით. „ამერიკელებმა [კვირას კიევში] გვითხრეს, რომ […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილი – ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე, ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან – მხოლოდ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და ხელისუფლებას „ამაზრზენ და ტრაგიკულ“ მასკარადში ადანაშაულებს. ექსპრემიერი მის ერთ-ერთ ბოლო წერილის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მათ შორის გამოიკითხნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არასერიოზულს უწოდებს. ღარიბაშვილი მიმართავს ხელისუფლებას, რომ “სასაცილო და უსუსურ” მეთოდებზე “ტყუილად ნუ წვალობებ”, რადგან როგორც “წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს”, ისევე შეუძლებელია მისი და „ნაციონალური […]

Continue Reading

პრეზიდენტმა ტრამპმა თმის ყავისფერი ვარცხნილობა წარმოადგინა და ხალხი შოკში ჩააგდო – New York Post

როგორც ჩანს, პრეზიდენტ ტრამპის ლეგენდარული ვარცხნილობა წარსულს ჩაბარდა. პარასკევს, შაბათ-კვირას, ბედმინსტერში ტრამპის ეროვნული გოლფის კლუბისკენ მიმავალ Air Force One-ის დაშვების შემდეგ, პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი გრძელი ოქროსფერ-ქერა თმით, თითქმის მუქი თმით შენიშნეს. ტრამპის მუქმა თმებმა ინტერნეტში აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათი შემთხვევათაგანი, როდესაც მან თავისი დამახასიათებელი ვარცხნილობა შეიცვალა. ახალი ვარცხნილობა სწრაფად გაქრა […]

Continue Reading

“გირჩის” წევრები ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებენ

„თავისუფალი ხალხის პარტიის” [გირჩი] წევრი, სანდრო რაქვიაშვილი TV პირველს უდასტურებს ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. როგორც მან “ანუნა ახალაიას დღის ამბებში” განაცხადა, აუდიენცია მათივე თხოვნით, 2024 წლის არჩევნების შემდეგ შედგა. სანდრო რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრის დროს, ივანიშვილს ფორმალურად, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის სტატუსი ჰქონდა და არც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო […]

Continue Reading

,, ღარიბაშვილი აუცილებლად მალე დადუმდება, კიდევ მეტად დააკაჩავებენ ოჯახის წევრებს და ხმასაც ჩაიგდებს” – სააკაშვილი

კარმა ოხერი რამაა. როცა მე ტყვედ ჩავვარდი, იმ დროს ჯერ კიდევ არსებობდა ციხეში დაცვის შედარებით დამოუკიდებელი ინსტიტუტები ინსპექტორის სამსახურის სახით, რომელსაც ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა და დამოუკიდებელი სამედიცინო კონსილიუმის სახით, რომელსაც სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კრებდა, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რუსთავიდან გლდანში როდესაც გადაიყვანეს, კრიმინალთა მწკრივში გაატარეს. „როდესაც […]

Continue Reading

ლარის კურსი 8 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 8 სექტემბრიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6128, ევრო – 3.0374, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5377 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6126, ევრო – 3.0364, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5359 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 8 სექტემბერს ამოქმედდება. […]

Continue Reading

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენციას – „ალგებრა, ანალიზი და გამოყენებები“ და ასევე, საერთაშორისო საზაფხულო სკოლას – „მათემატიკა ხელოვნური ინტელექტისთვის“ მასპინძლობს. მასში, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი სტუდენტები და მეცნიერები მონაწილეობენ. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ლევან კოპალიანმა და KIU-ს გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, საქართველოს […]

Continue Reading

საქართველო და რუსეთი შეიძლება სამმა მაგისტრალმა დააკავშიროს – vestikavkaza.ru

ამ სათაურით აქვეყნებს მასალას რუსული გამოცემა vestikavkaza.ru რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვსა და თბილისს ამჟამად დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, საქართველო და რუსეთი განიხილავენ კომუნიკაციების განვითარების რამდენიმე პროექტს: მიმდინარეობს ისტორიული საქართველოს სამხედრო მაგისტრალის მოდერნიზაცია; არაოფიციალურად განიხილება ინგუშეთის გავლით რკინიგზის და ჩეჩნეთის გავლით ავტომაგისტრალის მშენებლობის შესაძლებლობა. რატომ არის საჭირო ახალი გვირაბი საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით? რამდენიმე წელია, […]

Continue Reading

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) შორის ხელი ტრამვაის პროექტირებასა და მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. “იდეიდან და დაპირებიდან გადავდივართ კონკრეტულ საქმეზე. ეს ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება. […]

Continue Reading

პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის და ახალი სახელი „თავისუფალი ხალხის პარტია“ იქნება

პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის და ახალი სახელი „თავისუფალი ხალხის პარტია“ იქნება. როგორც პარტია განმარტავს, არის შემთხვევები, როდესაც ისეთ ვინმეს წარმოაჩენენ მათ „ძმად ან აქტივისტად, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია არც მათთან და არც თავისუფლებასთან“. მათივე განცხადებით, აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რათა „ეს დასრულდეს და დაირქვან ის, რაც რეალურად არიან.“ „ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. […]

Continue Reading

ანა წითლიძე – მოვუწოდებ პროკურატურას, თუ ვინმე უნდა დაკითხოთ საქართველოში გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან პროკურატურას მოუწოდა, სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დაკითხოს. „ბარბარე რაფალიანცი მოკლულია ბიძინა […]

Continue Reading

ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილებზე

ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა, ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილს, სადაც ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი წინამორბედის წერილები არასერიოზულია. „ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული, […]

Continue Reading

საქართველოში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე მონაცემებით, მათ შორის: „2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.4%-იანი ზრდით, […]

Continue Reading

სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში – მამა სკოლის მოსწავლის მშობლებს სახლში დანით მიუვარდა

სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში – მესტიაში ორი ადამიანი დაჭრეს. დაპირისპრებას წინ, ორ მოზარდს შორის დაქწყებული კონფლიქტი უძღოდა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანის მამა სკოლის მოსწავლის მშობლებს სახლში დანით მიუვარდა.  დაპირისპირება კი დაჭრით დასრულდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.  ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.  “სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 7 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ქარი, ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან […]

Continue Reading

7 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს – 7 სექტემბერს მოციქულ ბართლომეს ნაწილთა აღმოყვანება აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში ეს დღე ასევე არის მოციქული ტიტეს 70-თაგანისა, მღვდელმთავართა: ბარსისეს და ევლოგის, ედესელ ეპისკოპოსთა და პროტოგენი აღმსარებელის, კარიელი ეპისკოპოსის, ასევე წმიდა მინას, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღე. აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი […]

Continue Reading

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს:  “გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბოლო კვირებია ნია იმნაძის ადვოკატი და ოჯახი პრაქტიკულად დღე და ღამე საქმის მასალებს ვკითხულობთ. ყველა გვერდი, ყველა დოკუმენტი, ყველა ჩვენება, ყველა მიმოწერა, ყველა სიტყვა — თითოეული დეტალი არაერთხელ იქნა წაკითხული, შესწავლილი და გაანალიზებული. Საქმის მასალებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ნია იმნაძემ […]

Continue Reading

ტერიტორიული საკითხი კვლავ აქტუალურია. ასეთი საკითხების მოგვარება მხოლოდ ლიდერების დონეზეა შესაძლებელი – ზელენსკი ამერიკელებთან შეხვედრის შემდეგ

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლება შესაძლებელია, თუმცა ძირითადი საკითხები, მათ შორის ტერიტორიული საკითხები, მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება გადაწყდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მათ შეხვედრის შემდეგ გამართეს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრისას ომის დასრულებისა და რუსეთთან […]

Continue Reading

კიევში უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. შემდეგ რაუნდს ევროპელები შეუერთდებიან

კიევში უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. შემდეგ რაუნდს ევროპელები შეუერთდებიან. მარიინსკის სასახლეში დასრულდა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინის დელეგაციასა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებს სტივ ვიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი, იტყობინება hromadske. ზელენსკიმ განაცხადა, რომ შემდეგ რაუნდს შეუერთდებიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები და წარმომადგენლები. შეხვედრის შემდეგ […]

Continue Reading

თბილისის ტრამვაის პროექტზე ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ხვალ გაფორმდება

7 სექტემბერს, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ტრამვაის პროექტირებისა და მშენებლობის პროექტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს. როგორც დაგეგმილია, ხელმოწერის ცერემონიალი 12:00 საათზე თბილისის საკრებულოში გაიმართება. შეგახსენებთ, ტრამვაის პროექტის ტენდერში თურქულმა ერთობლივმა საწარმომ EYE-მ (Emre Ray + Yüksel + Erk) გაიმარჯვა. ცნობისთვის, დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის პროექტი 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და ტრამვაის დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი Design-Build (DB) მოდელით […]

Continue Reading

,,მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო“ – მიხეილ სააკაშვილი შვილს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს და თავის შვილს, ნიკუშას მიმართავს: ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო – წერს სააკაშვილი. ,,ჩემმა შვილმა ნიკოლოზმა სწავლა […]

Continue Reading

საქართველოში საწვავზე ფასებმა ბოლო 3 კვირაში 35 თეთრამდე მოიმატა

საქართველოში საწვავის გაძვირების ტენდენცია გრძელდება. ბოლო რამდენიმე დღეში (3 სექტემბრის მონაცემებთან შედარებით) ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა დასახელების საწვავი დამატებით 3-დან 7 თეთრამდე გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ კვირიან ჭრილში, სხვადასხვა დასახელების საწვავის ღირებულება ჯამში, 5-დან 35 თეთრამდეა გაზრდილი, საიდანაც ფასის ყველაზე მაღალი მატება დიზელზე ფიქსირდება. Gulf Wissol Socar Rompetrol Portal bpn.ge გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ახალი სპორტული სეზონი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე სპორტულ ცეკვებში ახალი პროგრამით წარდგნენ. მათ ჯამში 188,99 ქულა დააგროვეს, ტურნირში მოასპარეზე 12 წყვილს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს. აღნიშნული გამარჯვება წყვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტარტია, განსაკუთრებით […]

Continue Reading

რუსი ტურისტები მასობრივად აუქმებენ საქართველოში მოგზაურობებს – რუსული მედია

რუსმა მოგზაურებმა მასობრივად გააუქმეს საქართველოში ზაფხულის ტურები, განუცხადა TASS-ს ადგილობრივი ტურისტული სააგენტო Gabritravel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმენ გაბრიელიანმა. მისი თქმით, კომპანიამ მხოლოდ ამ ზაფხულს 25-დან 35-მდე შეტყობინება დააფიქსირა გაუქმების შესახებ. „ბევრმა, ვინც ზამთარში დაჯავშნა, მოგზაურობა გააუქმა“, – თქვა მან. უფრო მეტიც, ზოგიერთმა კლიენტმა გადაწყვეტილება გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა. ვინც გადაწყვიტა წასვლა, ზოგადად კმაყოფილი იყო, აღნიშნა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 6 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია: დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +21, +26°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. […]

Continue Reading

6 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 სექტემბერს ღირსი სერაპიონ საკვირველთმოქმედის, ძმები კარბელაშვილების, მღვდელმოწამე ევტიქის, მოციქულ იოანე ღმრთისმეტყველის მოწაფის, მოწამე ტატიონეს, მოწამე სირას, სპარსელი ქალწულის, ღირსი გიორგი ლიმნიოტის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი იყო გარეჯის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმინდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა […]

Continue Reading

“ლაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის ალალი დეიდაშვილი იყო” – გიორგი ლილუაშვილი

დიღმის სამმართველოში გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი და თანაპარტიელი, გიორგი ლილუაშვილი იკითხება. რო­გორც გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვილ­მა “TV პირ­ველს” გა­ნუ­ცხა­და, გარ­დაც­ვლი­ლი ლა­ზა­რე ჯორ­ბე­ნა­ძე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის ალა­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლი იყო. გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვი­ლის თქმით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ლა­ზა­რე ჯორ­ბე­ნა­ძეს თავი არ მო­უკ­ლავს და ამის არა­ერ­თი მი­ზე­ზი არ­სე­ბობ­და.“მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ლა­ზა­რეს, ანუ ზურა ჯორ­ბე­ნა­ძეს თავი არ მო­უკ­ლავს და ამის არა­ერ­თი მი­ზე­ზი […]

Continue Reading

„ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, ყველაფერი მოყვე, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს“ – გვარამიას მიმართვა და წილოსანის პასუხი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და აცხადებს, რომ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მას ემუქრება. გავრცელებულ ვიდეოში გვარამია წილოსანს მიმართავს და აღნიშნავს: „ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, რომ ყველაფერი მოყვე, რაც იცი, მეტი არ დაგჭირდება“. „ნინო წილოსანს მივმართავ. ნინო, ძვირფასო, უკვე არც თუ ისე ძვირფასო, გულწრფელად მინდა გითხრა, ხელისუფლება რომ შეიცვლება, […]

Continue Reading

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით, სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა . შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 ახალგაზრდა კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 5 სექტემბერს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში […]

Continue Reading

5 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 სექტემბერს მოწამე ლუპეს, მღვდელმოწამე ირინეოსის, ლიონელი ეპისკოპოსის, ღირსთა ევტიქისა და ფლორენტის, წმ. კალინიკეს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე ლუპე წმიდა მოწამე ლუპე, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა […]

Continue Reading

ტემპერატურამ შესაძლოა +38 გრადუსს მიაღწიოს – სინოპტიკოსი სექტემბრის ამინდზე

როგორი ამინდი იქნება საქართველოში სექტემბრის თვეში –  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. „სექტემბრის პირველი ნახევარი წვიმიანი და შედარებით გრილი იქნება. მეორე ნახევრიდან პირიქით, ნაკლები ნალექი იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს. ზოგადად, სექტემბრის თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც კლიმატურ ნორმაზე მაღალი მაჩვენებელია. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. შავი […]

Continue Reading

2025 წელს მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია – რამდენი მილიარდერია მსოფლიოში

ანალიტიკური კომპანია Altrata-ს მონაცემების თანახმად, 2025 წელს მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაქსიმუმს, 3795-ს მიაღწია. ეს ზრდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო და განპირობებულია ხელოვნური ინტელექტის ბუმით, რამაც ხელი შეუწყო მსოფლიოში სიმდიდრის ზრდას. მილიარდერების ერთობლივმა სიმდიდრემ ასევე მიაღწია რეკორდულ 15.1 ტრილიონ დოლარს, რაც 12.8%-ით მეტია. მსოფლიოში 29 ულტრამდიდარი ადამიანია, რომელთა ქონება […]

Continue Reading

ესპანეთმა ტემპერატურის თავისივე რეკორდი მოხსნა

ესპანეთმა სექტემბრის ტემპერატურის ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ, Aemet-მა, სოციალურ მედიაში განაცხადა. სააგენტოს ცნობით, 3 სექტემბერს ელ გრანადოს მუნიციპალიტეტში ტემპერატურა 45.7°C-მდე (113.5°F) აიწია. ტემპერატურამ სექტემბრის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რომელიც 2016 წელს მონტოროს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, სადაც ასევე 45.7°C-ს (113.5°F) მიაღწია. ივლისში ესპანეთის ხელისუფლებამ მადრიდის ავტონომიურ თემსა და ავილას პროვინციაში (კასტილიისა და […]

Continue Reading

ევრაზიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი რეალურია… ამ ვითარებაში დიპლომატია უკვე აღარ მუშაობს და სახელმწიფოები ტოტალურ ომში აღმოჩნდებიან – რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ევრაზიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი რეალურია, – ამის შესახებ „ტასი“ წერს. „ევრაზიის მთელ სივრცეში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩენის რისკი სავსებით რეალურია და ეს უმძიმეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენი მონაცემებით, ევროპის ლიდერებს სჯერათ კონტროლირებადი ესკალაციისა და ზღვარზე ბალანსირების სტრატეგიის, რომელიც დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შეიმუშავეს“, – განაცხადა […]

Continue Reading

ინაშვილი გარეჯის საკითხზე მდინარაძე-კობახიძის გამოკითხვას ითხოვს

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვის შემდეგ ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას კობახიძისა და მდინარაძის დაკითხვა მოსთხოვა. მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ დაინტერესდნენ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჯორბენაძის „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემული ინტერვიუთი, რომელშიც უფლებადამცველი დავით გარეჯის საკითხზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ არსებობდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ გაფორმებული საიდუმლო დოკუმენტი. ინაშვილი ჯორბენაძის ამ განცხადებებსა და მის შემდგომ გარდაცვალებას შორის გარემოებების შესწავლას […]

Continue Reading

სააკაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია მისი მისამართით ციხეში იგინება, როდესაც დერეფანში გადაადგილდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ასევე პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია მისი მისამართით იგინება. ფაქტის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა: “და ბოლოს ნიკანორ მელია, დიახ ის მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, […]

Continue Reading

ვინ არის ადამიანი, ვინც ნინი შერმადინსა და 25 გამოჩენილ ქართველ ემიგრანტს სიკვდილით ემუქრება – რა ინფორმაციას ავრცელებს ქართველი ემიგრანტი მუსიკოსი [ვიდეო]

აშშ-ი მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მუსიკოსი და ბიზნესმენი დავით ღვინიანიძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სიეტლიდან ქართველი მამაკაცი დაუკავშირდა, რომელიც არის ავღანეთში ნაომარი და დაჟინებით მოითხოვდა მისგან, ასევე ქართველი ემიგრანტის, მუსიკოს ნინი შერმადინის ტელეფონის ნომერს. ღვინიანიძის თქმით, მას შემდეგ, რაც შერმადინმა მას უთხრა, რომ ასეთ ადამიანს არ იცნობს, მან უარი უთხრა მისთვის ნინის ტელეფონის […]

Continue Reading

უკრაინა რუსული გაყინული აქტივების განბლოკვას კვლავ ცდილობს — Politico

უკრაინას სურს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა განაახლონ დისკუსიები გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების შესახებ. კიევი მიიჩნევს, რომ თანხების ნაწილობრივი განთავისუფლება და უფრო ფართო გარანტიები ხელს შეუწყობს ბელგიასთან მოლაპარაკებებში არსებული ჩიხის გადალახვას, რომელმაც დეკემბერში ვეტო დაადო გეგმას. უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა ვსევოლოდ ჩენცოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს რამდენიმე ვარიანტს თავდაცვისა და სამოქალაქო ბიუჯეტების დეფიციტის დასაფარად. მისი თქმით, […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თამაზ ელიზბარაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ასევე სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. […]

Continue Reading

რუსები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მასობრივად ბრუნდებიან

„საქართველო რეიტინგში დაბრუნდა – რუსების მხრიდან უძრავ ქონების შეძენაზე მოთხოვნა 100%-ით გაიზარდა“ – ამის შესახებ რუსული მედია უძრავი ქონების კორპორაციის ანალიტიკური ცენტრის „ასტორიუსის“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ცენტრის მონაცემებით, მართალია, ჯამში საქართველოს წილი მხოლოდ 5%-ია, თუმცა „იქ რუსების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 2023 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, „ასტორიუსის“ ანგარიშის მიხედვით, რუსეთის […]

Continue Reading

დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. უკვე „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება […]

Continue Reading

დააკავეს პირი, რომელმაც თავი ადვოკატად გაასაღა და 58 ათასი ლარი მიითვისა

სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულს საგამოძიებო უწყება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავება. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 ათასი ლარი გამოართვა, თუმცა […]

Continue Reading

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ – მან საქართველო ერთ კვირაში უნდა დატოვოს

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ – ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. მათი ცნობითვე, კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცეს. „დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ. სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული […]

Continue Reading

საქართველოში ტურისტების სიმცირის მიზეზი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა

რატომ შემცირდა საქართველოში ტურისტების რაოდენობა. ამ თემაზე განმარტება ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში გააკეთა.მისი ინფორმაციით, ტურისტების ნაკადის შემცირების მიზეზი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებია. “ტურიზმში კლება გამოწვეულია ირანის მიმართულებით და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებიდან, რამაც გარკვეულწილად ფრენებიც შეაფერხა, შემდეგ უსაფრთხოების ნაწილიც იყო გარკვეულწილად, რომ ერიდებოდა ხალხი აქტიურ ტურიზმში ჩართულობას. საბოლოო ჯამში, ზრდა ამ […]

Continue Reading

გორთან მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისიდან 53კმ-ში, ქალაქ გორში მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით, 11:55-ზე დაფიქსირდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

50 წლამდე ქალი საკუთარმა პიტბულმა დაგლიჯა

თე­ლავ­ში პიტ­ბულ­მა პატ­რო­ნი დაგ­ლი­ჯა. 50 წლამ­დე ქალს სა­კუ­თა­რი ძაღ­ლი და­ეს­ხა თავს და მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ძაღ­ლის ლიკ­ვი­და­ცია გახ­და სა­ჭი­რო. მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა თვა­ლის მიმ­დე­ბა­რედ. დაკ­ბე­ნი­ლი ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც თვალ­ზე ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ძაღ­ლი იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი იყო რომ ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­აც გა­მო­ი­ძა­ხეს. […]

Continue Reading

პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე ვიდეო-კადრებს აქვეყნებს

საქართველოს პროკურატურა მუქარის ფაქტზე ბრალდებული თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე კადრებს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კადრებში ასახულია 31 აგვისტოს ღამეს, რესტორნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გამოძიების ვერსიით, თამაზ ელიზბარაშვილი მანამდე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, შეიარაღებული დაბრუნდა. პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი […]

Continue Reading