მანამდე მშობლები და და მოკლა – კრაკოვში მკვლელობების ახალი დეტალები

დღის სიახლეები უცხოეთი

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 7 ნოემბერს მომხდარი მკვლელობების და მკვლელის შესახებბ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.

პოლონეთის ქალაქ ოსტროვიეც შვენტოკრჟისკიში, კრაკოვიდან 200 კილომეტრში, პოლიციამ სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა: 53 წლის მამაკაცის და ორი ქალის, 52 და 21 წლის. პოლიციამ დაადასტურა, რომ ისინი არიან იმ თავდამსხმელის მშობლები და და, რომელმაც 7 ნოემბრის საღამოს კრაკოვის ცენტრში სროლა განახორციელა. ისინი ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლული.

თავდამსხმელის ვინაობა ჯერ არ გახმაურებულა. ის 24 წლისაა, პოლონეთის მოქალაქეა შვენტოკრჟისკის სავოევოდიდან და ულტრამემარჯვენე შეხედულებების მქონეა. თავდამსხმელს არ აქვს ნასამართლეობა და აქვს იარაღის ტარების ნებართვა. ის არ არის შეიარაღებული ძალების წევრი, თუმცა სამხედრო ფორმის ეცვა.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი მოედანზე შავი მანქანით შევიდა, გაჩერდა, გადმოვიდა და ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა. ცეცხლი გაუხსნეს ფეხით მოსიარულეებს, ტრამვაის და მაღაზიას. განახლებული ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ქალი და ორი მამაკაცი, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქე. პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დაშავებული 16 ადამიანიდან ხუთი უცხოელია – ავსტრიის, გერმანიის, პორტუგალიის, რუსეთის და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები.

პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს თავდამსხმელი დაიჭრა და დააკავეს. ორი პოლიციელიც მძიმედ დაიჭრა. კრაკოვში 11 ნოემბრამდე გლოვაა გამოცხადებული.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *