უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, საქართველოში ორგანოებით უკანონო ვაჭრობის სქემა მოქმედებს, რაზეც პროკურატურასა და პოლიციას რეაგირება არ აქვთ. “საფარის” ხელმძღვანელი აღნიშნული კრიმინალური საქმიანობის დამადასტურებელ მასალებს აქვეყნებს.
პატარაიას ცნობით, უკანონო გარიგებებში სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მოქალაქეები არიან ჩართულნი, რომლებიც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ თირკმლისა და ღვიძლის გასხვისებას თანხმდებიან.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მსგავსი ჩარევები ხშირად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, შეზღუდული შესაძლებლობების განვითარებით ან ლეტალური შედეგით სრულდება.
ბაია პატარაია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ შავ ბიზნესს გავლენიანი მფარველი ჰყავდეს.
“ორგანოების დონაცია არსებობს ყველგან, მაგრამ საქართველოში, რეალურად, არის ვაჭრობა, აღებ-მიცემობა ამ როგანოების და ეს ყველაფერი არის შეფუთული როგორც დონცია. როგორ შეიძლება, ასეთ მძიმე დანაშაულს ამდენი ხანი ვერ ხედავდეს სამართალდაამცავი სტრუქტურა მაშინ, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ და მოწოდებებს ვაკეთებთ ცალკეული ადამიანები. ეს არის პოლიტიკა და ეს პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ საერთოდ არ აინტერესებს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქე და რომ ამ შავი ბიზნესით, ვიღაცეები ხეირობენ, რომლებიც არიან გავლენიანები, – ამბობს ბაია პატარაია.
ტვ პირველი



