19 წლის სტუდენტი გაზის აფეთქებას ემსხვერპლა! – საკუთარ სახლში იყო, როდესაც ეს საშინელება დატრიალდა

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი 19 წლის გოგო, რო­მე­ლიც მძი­მე დამ­წვრო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 12 დღე მკურ­ნა­ლობ­და, გარ­და­იც­ვა­ლა. ლა­მია ალახ­ვერ­დი­ე­ვა სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ იორ­მუ­ღან­ლოს მკვიდ­რია. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სო­ფელ თუ­ლარ­ში მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გაზ­მა გა­ჟო­ნა და აფეთ­ქდა, რა დრო­საც გო­გო­ნამ სხე­უ­ლის მძი­მე დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. ის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ლა­მია […]

Continue Reading

შეეხება თუ არა სააკაშვილს საკანონმდებლო ცვლილებები, სასჯელის ვადის ამოწურვამდე უცხოელი მსჯავრდებულების გაძევებასა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის შესახებ – შსს-ს პასუხი

ადგილობრივ საბჭოს უფლება ექნება, კონკრეტული ვადის მოხდის შემდეგ, სავალდებულო წესით განიხილოს მსჯავრდებული უცხოელის დარჩენილი საპატიმრო სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, როგორიცაა გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ციხეების განტვირთვას და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან […]

Continue Reading

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა. საქმე ძირითადად ეხებოდა განმცხადებლების საჩივრებს 2008 წლის 9-დან 11 აგვისტომდე პერიოდში სამი ქართველი სამხედრო ტყვეს წამებისა და მკვლელობის ფაქტებს. ასევე 2008 წლის 9-დან 19 აგვისტომდე პერიოდში სხვა გადარჩენილი სამხედრო ტყვეების სავარაუდო წამებას. […]

Continue Reading

ყველა ბიზნესს პოსტერმინალების უნივერსალური სალარო აპარატებით ჩანაცვლება მოუწევს – კანონპროექტი

პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატების სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომელიც დღემდე ცალ-ცალკე არსებული სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს. ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის და მათი ძირითადი ნაწილი 2027 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეს ეკონომიკური საქმიანობის ობიექტებზე ერთი ანგარიშსწორების ოპერაციის აღრიცხვა ხშირად რამდენიმე […]

Continue Reading

მედია – Procter & Gamble-მა დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ტელეკომპანია „იმედთან“ ურთიერთობა შეწყვიტა

კომპანია Procter & Gamble-მა შეწყვიტა ურთიერთობა ქართულ ტელეარხთან, მას შემდეგ, რაც ის გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა და რუსეთის სახელმწიფოს რუპორად მიიჩნიეს, – ინფორმაციას City AM-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კომპანია აგრძელებდა რეკლამების განთავსებას ტელეკომპანია „იმედზე“, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი თებერვალში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სანქციების სიაში შეიტანეს. City AM-ის ცნობით, P&G-ის ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორისა და ხელმძღვანელის, […]

Continue Reading

ჩვენი ამოცანაა, ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე – ევროპარლამენტმა – კობახიძე

ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკას არაღიარების წინააღმდეგ და ევროპარლამენტის წინააღმდეგაც მზად ვართ ასეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე, ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა. „ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ […]

Continue Reading

ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

„ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც რეხვიაშვილმა განაცხადა, შალვა პაპუაშვილმა საჯარო გამოსვლებისას არაერთხელ დაარღვია ალეკო ელისაშილის უდანაშაულობის პრეზუმფცია, მოახდინა ზეწოლა სასამართლოსა და პროკურატურაზე და პოლიტიკური ოპონენტი ტერორისტად მოიხსენია, რამაც შელახა ალექსანდრე ელისაშვილის საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება. რეხვიაშვილის თქმით, ისინი მოითხოვენ, სასამართლომ დაადგინოს ის ფაქტი, რომ „პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ შელახა ალექსანდრე ელისაშვილის პატივი, […]

Continue Reading

23 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მთიან რაიონებში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 […]

Continue Reading

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 08:07 საათზე დაფიქსირდა, მიწისძვრის ეპიცენტრი კი ქალაქ ამბროლაურიდან 7კმ-ში, სოფელ ხონჭიორში იყო. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,4 მაგნიტუდას შეადგენდა.

Continue Reading

23 ივნისის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია იღუმენია თამარ მარჯანიშვილის, მღვდელმოწამე ტიმოთე – პრუსელი ეპისკოპოსის, წმიდა მოწამეთა: ალექსანდრე და ანტონინა ქალწულის, ღირსი თეოფანე ანტიოქიელის და წმიდა პანსემინას, წმიდა ბასიანე, ლავდიის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. იღუმენია თამარ მარჯანიშვილი ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის უფროსი და თამარ მარჯანიშვილი 1869 წელს დაიბადა. მან სასულიერო მოღვაწეობა 1899 წელს ბოდბის მონასტერში დაიწყო, თუმცა 1907 წელს რუსეთში […]

Continue Reading