ნანუკა ჟორჟოლიანმა “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა. თუმცა, ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს. „მე ვფიქრობ, რომ პარტიას ჰყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე, ჩემზე ჭკვიანი, პოლიტიკურად ჩემზე გამოცდილი, ჩემზე ლამაზი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თინა ძალიან სწორი კანდიდატია. უბრალოდ, აქ არის საუბარი იმაზე, ვის […]

Continue Reading

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

 საქართველოში, ერთ დღეში, 1 გრამი ე.წ.”ბაჯაღლო” 14 ლარით გაიაფდა. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 367 ლარი ღირს, როცა გუშინ, მისი ღირებულება 381 ლარი იყო. 750 სინჯის ოქროს ფასი – 275 ლარია (გუშინ 285 ლარი ღირდა), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 214 ლარი ღირს (გუშინ 223 ლარი ღირდა).. რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის […]

Continue Reading

შსს – მამაკაცმა დედა, მეუღლე და მისი მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა – ბრალდებული დაკავებულია

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც დანის გამოყენებით მეუღლეს, დედას და მეუღლის მეგობარ ქალს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 11 ივნისს

11 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით […]

Continue Reading

დღეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დღეს დაიწყება. ტურნირი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება. თამაში მეხიკოში, ლეგენდარულ სტადიონ „აცტეკაზე“, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი მუნდიალის გახსნის ცერემონია ჩატარდება. მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ისტორიაში პირველად, მუნდიალს ერთდროულად სამი ქვეყანა – აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს. ტურნირში ჩვეული 32 გუნდის ნაცვლად, 48 […]

Continue Reading

რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის წევრობა FIDE-მ დროებით შეაჩერა

საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციამ (FIDE) ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის მიერ სპორტული არბიტრაჟის სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო. FIDE-ს რეგულაციებისა და „ინდივიდუალური მოჭადრაკეების უფლებებისა და ინტერესების დაცვისადმი ვალდებულების“ თანახმად, ორგანიზაცია მოთამაშეებს საერთაშორისო ჭადრაკის შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას მისცემს. სააგენტო TASS იუწყება, რომ მარტში CAS-მა ნაწილობრივ დააკმაყოფილა უკრაინის სააპელაციო საჩივარი რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის (RCF) წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილების […]

Continue Reading

აფეთქება მზეზე – საშიშია თუ არა ძლიერი მაგნიტური შტორმები 12-13 ივნისს

ხუთშაბათს დილით ადრე მომხდარი ხანგრძლივი მზის აფეთქება კორონარული ხვრელის ეფექტს გააძლიერებს. შედეგად, 12-13 ივნისს შესაძლებელია სუსტი G1 მაგნიტური შტორმები, იუწყება მზის ასტრონომიის ლაბორატორია. სპეციალისტების განმარტებით, 2026 წლის ივნისი მზის და გეომაგნიტური აქტივობის თვალსაზრისით შედარებით მშვიდი იყო, დარღვევები და შტორმები ათი დღიდან მხოლოდ ორში დაფიქსირდა. 12 და 13 ივნისის ორი დღე, სავარაუდოდ, „სტატისტიკას გააფუჭებს“. „კორონარული ხვრელის […]

Continue Reading

11 ივნისის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 ივნისს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების ხსენებას აღნიშნავს საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის მოწამე თეოდოსია ქალწულის, ტვირელის, ღირსმოწამისა თეოდოსია ქალწულის და წმიდა ალექსანდრეს, ალექსანდრიელი პატრიარქის ხსენების დღეც. ხსენება I მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც იყო ნიკეას 325 წელს ამ კრების ხსენებას ეკლესია უძველესი დროიდან აღნიშნავს. უფალმა იესო ქრისტემ უდიდესი აღთქმა დაგვიდო: „აღვაშენო […]

Continue Reading

რუსთავში ფიზიკური დაპირისპირებისას მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა

რუსთავში ფიზიკური დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე მდებარე რესტორან „იმპერიაში“ დაწყებული სიტყვიერი კამათი მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა და მამაკაცებს შორის დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა სუპერმარკეტის მიმდებარედ ბეტონის საფარს თავი დაარტყა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მალევე მივიდა. ექიმებმა დაშავებულს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, […]

Continue Reading

ძალიან ამაყი ვარ, რომ მის ხელახალ არჩევას მხარი დავუჭირე – ტრამპი ფაშინიანს ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამაყია, რომ ფაშინიანის ხელახალ არჩევას მხარი დაუჭირა. „ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. ძალიან ამაყი ვარ, რომ მის ხელახალ არჩევას მხარი დავუჭირე და ეჭვი არ მეპარება, მისი ხელმძღვანელობით მშვენიერი ქვეყანა, სომხეთი მიაღწევს წარმატებისა და დიდების იმ დონეს, რაც ყველას […]

Continue Reading