ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა – aktual.ge

საქართველოდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 2 ადამიანი იმყოფებოდა, თურქეთში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან წყალში ჩავარდა – ინფორმაციას aktual.ge თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებების მიერ ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ორივე ადამიანი გადაარჩინეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რიზეს პროვინციის ჩაიელის რაიონის სანაპიროსთან მოხდა. ავარიული დაშვების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, […]

Continue Reading

მარია ზახაროვა – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვინც ზემო ლარსსა და სხვა საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე „შტურმი მიიტანა“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში და ახლა დაბრუნება სურს, საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ, ვინც ზემო ლარსსა და სხვა საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე „შტურმი მიიტანა“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში და ახლა დაბრუნება სურს, საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს, რომლებიც მოტყუებულები დარჩნენ და პანიკაში ჩავარდნენ. „როგორ ვუყურებს მათ ჩვენი უწყება? როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაგან ზოგი პანიკაში ჩავარდა, […]

Continue Reading

საქართველოც მოხვდა მსოფლიოს 10 ნაკლებად ცნობილ ტურისტულ მიმართულებაში, რომელსაც 2027 წელს ტურისტებს სთავაზობენ

ტურისტულმა ოპერატორმა Intrepid Travel-მა 2027 წლის რეიტინგი წარადგინა, სადაც მსოფლიოს 10 ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა გაერთიანებული, რომლებიც მზად არიან გაისად უფრო მეტ მოგზაურს უმასპინძლონ – წერს unian.net-ი. „ეს პროექტი მხოლოდ ნაკლებად ცნობილი ადგილების ჩამონათვალი არ არის. მისი მიზანია შეცვალოს მიდგომა მიმართულებების არჩევასა და მოგზაურობის ფორმატთან დაკავშირებით – შთააგონოს ადამიანები, აღმოაჩინონ მსოფლიოს ისეთი კუთხეები, სადაც ტურიზმს რეალური […]

Continue Reading

პარიზში გადასული „ნეაპოლის პრინცი“ მზადაა, მეფის ტახტი დაიკავოს – Ballon d’Or-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე

Ballon d’Or-ის ოფიციალური ვებგვერდი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებზე წერილს აქვეყნებს. ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს: „ქართველი ფეხბურთელი ნომინანტებში „პარი სენ-ჟერმენში“ ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შედეგად მოხვდა. ეს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში მესამედ ხდება. წარმოგიდგენთ 2025/26 წლების სეზონში მის განვლილ გზას. 2026 წლის აპრილში მიუნხენის „ბაიერნთან“ გიჟურ მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. საპასუხო შეხვედრაში კი საგოლე პასი გაუკეთა უსმან დემბელეს და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც […]

Continue Reading

ცნობილია, რა ცვლილებებია ეროვნულ სასწავლო გეგმაში

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე შეფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: ა) მიმდინარე საშინაო დავალება; ბ) მიმდინარე საკლასო დავალება; გ) შემაჯამებელი დავალება. კომპონენტებს ერთნაირი წონა ექნებათ. ამასთან, ამავე დოკუმენტის მიხედვით, თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა […]

Continue Reading

ნიანგმა კვების დროს ზოოპარკის თანამშრომელი მოკლა

პაპუა-ახალ გვინეაში კვების დროს ნიანგი ზოოპარკის თანამშრომელს თავს დაესხა, იუწყება ABC Australia. მტაცებელი მამაკაცს ფეხებში სწვდა და წყალში ჩაათრია დამთვალიერებლების თვალწინ, რომლებიც მის დახმარებას ცდილობდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ ნიანგი მოკლა და თანამშრომელი გაათავისუფლა. მამაკაცი ფეხის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკი დროებით დაიხურა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“მას შემდეგ, რაც უზენაესმა მთავარსარდლმა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს გამარჯვების დღის აღლუმზე მომიწვია, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე და არბატის მოხალისეთა კორპუსს შევუერთდი, სადაც ცხრა თვე ვიმსახურე” – ფარცხალაძე

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახური ქართველი მოხალისე ამაყობს ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანით. გეორგიევსკის სახელობის საერთაშორისო მოხალისეთა რაზმის მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და საჰაერო თავდაცვის ძალების ვეტერანმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამაყობს დასავლეთის სანქციების სიებში შეყვანით. „ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის ერთი იყო: სამართლიანობა, წესრიგი და დისციპლინა. სწორედ სიმართლის სიყვარულის, ჩემი მტკიცე პატრიოტული პოზიციისა და […]

Continue Reading

პაპუაშვილმა არ იცის, ღარიბაშვილმა პერსონალურად რატომ ახსენა წერილში

პარლამენტის თავმჯდომარისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის უცნობია, რატომ ახსენა პირადად ის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. თუმცა, მისი თქმით, რადგან სამართლებრივი საკითხების ინსინუაციები თავშივე განწირულია, მათზე აყოლაც არასწორია. “ვერ გეტყვით, რატომ ვიყავი პერსონალურად მოხსენებული ღარიბაშვილის წერილში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ თავშივეა განწირული პოლიტიკური ინსინუაციების მცდელობა. ვის არ უცდია, რომ სასამართლოში განსახილველი საკითხებიდან ყურადღება გადაეტანა პოლიტიკური ინსინუაციებით. სავსე გვაქვს მსგავსი მაგალითებით და […]

Continue Reading

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ცხელი სასმელები საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს ზრდის

ძალიან ცხელი სასმელების დალევამ შესაძლოა, საყლაპავის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარების რისკი სამჯერ გაზარდოს, უფრო თბილ სასმელებთან შედარებით. ამ დასკვნამდე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დიდი ბრიტანეთის თითქმის 980,000 მოქალაქის მონაცემების ანალიზის შემდეგ. კვლევის შედეგებს აქვეყნებს გამოცემა „გარდიანი“. მონაწილეებს 14 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, იწერებოდა, თუ რამდენად ცხელი ჩაი და ყავა ურჩევნიათ. მათ, ვინც „ძალიან ცხელი“ სასმელები აირჩია, ბრტყელუჯრედოვანი […]

Continue Reading

“ФСБ ფარცხალაძეს აუცილებლად მოკლავს” – გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე ვარაუდობს, რომ ოთარ ფარცხალაძეს ФСБ მოკლავს. როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ფარცხალაძის ფასეულობა მხოლოდ ივანიშვილის კარზე ყოფნა იყო და როგორც იქიდან “ამოვარდა“, მისი ფასი „ნულის“ ტოლია, ყველა თვალსაზრისით. თარგამაძის თქმით, მას დასჯიან აუცილებლად, დასჯა კი იქ სამსახურიდან გაშვებას არ ნიშნავს, დასჯა ის არის ФСБ-ში, რომ მოკლავენ საბოლოოდ. “მისი ფასი დაეცა, ამ ექსპედიციას СВО-ში, […]

Continue Reading