სამტრედიაში მატარებელი 21 წლის ახალგაზრდას დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა სანავარდოს დასახლების მიმდებარედ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა ლიანდაგის მიმდებარედ, ოჯახის წევრთან ერთად მუშაობდა, ის მოპირდაპირე მხარეს აპირებდა გადასვლას, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 26 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით და დღის პირველ ნახევრამდე უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და […]

Continue Reading

26 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი – ქეთევანობა

მართლმადიდებელი ეკლესია 26 სექტემბერს ენკენიას და დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის, მღვდელმოწამე კორნილიოს, მოწამე კრონიდეს, ლეონტის და სერაპიონს, მოწამეთა სელევკის და სტრატონიკეს , ასევე ღირსი პეტრე ატროელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს […]

Continue Reading

აზერბაიჯანის საგარეო უწყება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. განცხადებაში აღინიშნება, რომ საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი განცხადებები ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ეწინააღმდეგება მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას, რომელიც არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება მიუღებელია. აზერბაიჯანი ყოველთვის […]

Continue Reading

ახალი ამბები დაკარგული პატარა მოსწავლეები იპოვეს – სად მიაკვლიეს ბვშვებს და რას ამბობს სკოლის დირექტორი?

ვა­კე­ში, N54-ე სა­ჯა­რო სკო­ლის 2 პირ­ველკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლის და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცია, ერთ-ერთი ბავ­შვის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ვა­კის ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. პატარები მალევე იპოვეს, საქმეში ჩართო საპატრულო პოლიცია. “ამბები”და­უ­კავ­შირ­და 54-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს, ქე­თე­ვან ჩო­ქურს, რომელმაც დაადასტურა, რომ ორი­ვე ბავ­შვი ნა­პოვ­ნია. “უბ­რა­ლოდ მო­მენ­ტა­ლუ­რად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, მერე და­ვი­ნა­ხეთ კა­მე­რებ­ში, რომ ჭიშ­კარს იქით იყ­ვნენ […]

Continue Reading

“საქართველო უნდა შეეგუოს არსებულ სტატუს კვოს” – ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლას პასუხობს

საქართველო უნდა შეეგუოს არსებულ სტატუს კვოს: ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის გაეროში გუშინდელ გამოსვლას პასუხობს: „სამწუხაროდ, საქართველოს ხელმძღვანელობა აგრძელებს თავის წინა კურსს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისის ქმედებებში კვლავ აშკარა შეუსაბამობაა დეკლარაციებსა და პრაქტიკულ ნაბიჯებს შორის, რომლებიც დაშორებულია რეალური გეოპოლიტიკური რეალობისგან. ამას ადასტურებს ოფიციალური თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმდინარე […]

Continue Reading

დოლარის ფასმა დაიკლო – 26 სექტემბრის ვალუტის კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6080 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6218 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9721 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9807 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრების სიაში იქნება შეყვანილი

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, 2026 წლის ივლისში,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართა და შესწავლის მიზნით კონკრეტული საქმის მასალები გადასცა (ე.წ. პიჯაკების, საზღვრის კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“). „ჩვენ არ შეგვისწავლია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ უკვე შესწავლილი საქმეები, კერძოდ, […]

Continue Reading

ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე სატელეფონო ზარით მიულოცა – აზერბაიჯანული მედია

დღეს, აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დაურეკა და დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. “პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა, ჯანმრთელობა და წარმატებები საქმიანობაში, ასევე კეთილდღეობა უსურვა ქართველ ხალხს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოს მეთაურს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. ტელეფონზე საუბრისას, მათ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლობის განვითარების შესახებ […]

Continue Reading

რუსი მოციგურავე საქართველოს სახელით ასპარეზობს

17 წლის რუსი მოციგურავე საქართველოს სახელით ასპარეზობს  –  მაკარ ნიკოლაევი, რომლის სპორტული კარიერა რუსეთთან არის დაკავშირებული, ბათუმში მიმდინარე იუნიორთა გრან-პრის ეტაპზე საქართველოს წარმოადგენს. ნიკოლაევი ოლეგ ტატაუროვთან ვარჯიშობდა. გასულ სეზონში მან რუსეთის იუნიორთა გრან-პრის ეტაპებზე მერვე და მეცამეტე ადგილები დაიკავა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ბოლო რამდენიმე თვეში, როცა რუსეთიდან ჩამოსული სპორტსმენები ყინულზე საქართველოს სახელით სრიალებენ. აგვისტოში საქართველოს ფიგურული ციგურაობის […]

Continue Reading

კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს აგენტი უწოდა

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და საკუთარ ხალხს – რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ერთ ადამიანს კი არ ვუსმენთ, ქართველ ხალხს ვუსმენთ. ვიმართებით ხალხის მიერ,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პარანოია სუფევს. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი გარედან იმართება. „სალომე ზურაბიშვილი არის ტიპური აგენტი. გარედან იმართება, იღებს კონკრეტულ დავალებებს, […]

Continue Reading

დიზელის ფასი 5 ლარს უახლოვდება, ლიტრი ბენზინი კი 4 ლარზე მეტი ღირს – ბოლო 2 დღეში საწვავი კიდევ გაძვირდა

საქართველოში საწვავი კიდევ გაძირდა. ბოლო 2 დღეში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 8 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი 10 თეთრამდე გაძვირდა. ცნობისთვის, მხოლოდ მიმდინარე თვეში სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე, სხვადასხვა პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ფასის კორექტირება. მთლიანობაში, 3 სექტემბრიდან დღემდე – ბენზინი 14-26 თეთრით არის გაძვირებული; ხოლო დიზელის ფასი 30-46 თეთრით არის გაზრდილი. „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ […]

Continue Reading

“ისეთი დამაჯერებელი, გამართული ტექსტით მელაპარაკებოდა, ეჭვი შემეპარა, მართლა ხომ არ მომითხოვია ფული” – რას წერს მოქალაქ, რომელსაც ბანკის სახელით დაურეკეს

სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს, რომ საქართველოს ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი მონაცემებით უცხო ადამიანმა ბანკისგან თანხა მოითხოვა და 20 ათასი ლარი სესხის სახით 20 ათასი ლარი დაუმტკიცდა. მისი თქმით, “ისეთი კვალიფციური, ისეთი დამაჯერებელი, ისეთი გამართული ტექსტით მელაპარაკებოდა, ეჭვი შემეპარა მართლა ხომ არ მომითხოვია ფული, მომითხოვია, კი არა ამიღია და დამიხარჯავს, ახლა კი უნდა […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას შევეხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაცია​

გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი შეხვედრა, ასევე […]

Continue Reading

ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ და ცოლის ძმამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს

ჯარის საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან – ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ ვასილ მხეიძემ და თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმამ, გიორგი ხაინდრავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს. მათ N12 პენიტენციური დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მათ საპროცესო შეთანხმება 14 სექტემბერს გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდა, ხოლო […]

Continue Reading

განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირია დაკავებულია, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით, ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ალექსანდრე ქურასბედიანს მეტსახელად „წრიპას“ დაუკავშირდნენ და […]

Continue Reading

დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია – საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია

დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია – საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ორივე მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“,- აღნიშნულია განცხადებაში. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 25 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებითთ. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°; ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

25 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 სექტემბერს მღვდელმთავრ გიორგი ჭყონდიდელის, მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელის, მღვდელმოწამე ავტონომეს, მოწამეთა იულიანეს და მისთანა 40 მოწამეთა, მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის, მღვდელმოწამე კორნუტის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში ღირსი გიორგი ჭყონდიდელი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა […]

Continue Reading

meduza: სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან საცხოვრებლად გადასასვლელად ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად საქართველო, სომხეთი და სერბეთი რჩება. უძრავი ქონების გამყიდველები რუსებისგან მოთხოვნების ახალ ტალღას აწყდებიან

რუსული გამოცემა Meduza რუსეთიდან მომდინარე მიგრანტების ახალ ტალღასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს, გამოცემის ცნობით საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც მობილიზაციის ახალი ტალღის შიშით რუსები მასობრივად გადადიან საცხოვრებლად. “სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან საცხოვრებლად გადასასვლელად ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად საქართველო, სომხეთი და სერბეთი რჩება. ამ ქვეყნებში რუსების მასობრივ ემიგრაციას პირველები ადგილობრივი რიელტორები ამჩნევენ. meduza-მ თბილისში, ერევანსა და სხვა ქალაქებში […]

Continue Reading

დეოკუპაცია, ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია – რაზე ისაუბრებს პრემიერი გაეროს ტრიბუნიდან

სულ რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა იმ სამ მიმართულებაზე, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს. „პირველი არის დეოკუპაცია, რომელიც გახლავთ ქვეყნის მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების მიმართულებით და აღინიშნება, რომ დეოკუპაცია, ტერიტორიების დაბრუნება […]

Continue Reading

თუ იჭერ, ბარემ ყველა დაიჭირე ბიძინა… გააგზავნე ხალხი აშხაბადში და ჩამოატანინე ისეთი პატარა ვოლიერები, რომ იქიდან წერილების წერა კი არა, წკმუტუნიც კი ვერ გაბედონ – რას წერს მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს. ის ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აცხადებს: “თუ იჭერ, ბარემ ყველა დაიჭირე, ბიძინა და ასევე გაითვალისწინე, ჩემ დროს აშენებული ციხეები ზედმეტად კომფორტულია შენი ზოოპარკის ცხოველებისთვის” “მოდით აქ! ჩემს გარდა ვინ მოგიყვებათ ასეთ ამბებს: არ მინდა ნადირობაზე გამოსულ ჭორვილელს კიდევ ახალი იდეა მივაწოდო, მაგრამ მაინც დავწერ. […]

Continue Reading

იმხელა ძალაუფლება გვინდა, რომ ერთმანეთი არ დავაჭერინოთ – იაგო ხვიჩია

იმხელა ძალაუფლება გვინდა, რომ ერთმანეთი არ დავაჭერინოთ, თორემ ვინც შემდეგ მოვა, ისიც გააგრძელებს დაჭერებს. ამის შესახებ თავისუფალი ხალხის პარტიის (ყოფილი “გირჩი”) ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს. მისი თქმით, ასეთმა დაბოღმილმა საზოგადოებამ და ასეთმა უსამართლობამ ერთხელ უკვე მიგვიყვანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. “გვჯერა, ამ ქვეყანაში ადამიანები დაინახავენ, რომ არსებობს ასეთი – თავისუფალი ხალხის პარტია, რომელიც სულ სიმართლეს ლაპარაკობს, თუნდაც […]

Continue Reading

ჩნდება უამრავი კითხვა სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან და ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე – გადაუდებლად აუცილებელია სათანადო რეაგირება – საპატრიარქო

მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია – ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც სოციალურ […]

Continue Reading

ეროვნული ვალურის კურსი 25 სექტემბრისთვის

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6218 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6218 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9807 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9925 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, შესაძლოა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, შესაძლოა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა შეწყალების თხოვნით ყაველაშვილს 6 თვის შემდეგ მიმართოს. „არაფერს არ გამოვრიცხავთ და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება ალბათ. არ გამოვრიცხავ რომ (მიხეილ ყაველაშვილს) მიმართავს. არა ჯერ ადმინისტრაციას არ გვაქვს კომუნიკაცია. […]

Continue Reading

ყაზახეთში საზღვაო წვრთნების დროს ზღვამ 19 სამხედრო მოსამსახურე გაიტაცა – არიან გარდაცვლილები

ყაზახეთში საზღვაო წვრთნების შედეგად ფატალური შემთხვევა მოხდა – 19 სამხედრო მოსამსახურე ზღვამ გაიტაცა – იტყობინება ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრო. „ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ 24 სექტემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საზღვაო წვრთნების დროს მანგისტაუს რეგიონში, კასპიის ზღვის სანაპიროზე საბრძოლო მომზადების მისიის შესრულებისას, სამხედრო მოსამსახურეები ზღვამ გაიტაცა მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესებისა და ქარის გაძლიერების გამო“ – იუწყება ყაზახეთის […]

Continue Reading

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბრის დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. მათივე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების […]

Continue Reading

ჩვენ უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ აქციაზე, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი – “ქართული ოცნება”

ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სატანისტური რიტუალი ვიხილეთ, მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი – როდესაც რუსთაველზე გაივლი, დაინახავ, რომ 20-25 ადამიანი დგას, სამწუხაროდ, ისინი უცხო ძალებს აყენებინებენ საკუთარ თავს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, “ემოციურად დაზიანებულ ადამიანებს” გარე ძალები იყენებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო პრესაში “ჰედლაინები” ჰქონდეთ, თითქოს, საქართველოში უწყვეტი პროტესტი […]

Continue Reading

თურქეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთით, შანლიურფის პროვინციაში, სირიის საზღვრის სიახლოვეს, 7კმ სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს მეზობელ დიარბაქირსა და ადიამანის პროვინციებშიც. ამ დროისთვის ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მოსკოვი ცხინვალთან და სოხუმთან ერთად განცხადებას ავრცელებს

რუსეთმა, ოკუპირევულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ერთობლივად მოითხოვეს, რომ საქართველომ უზრუნველყოს ძალის გამოყენების წინააღმდეგ სამართლებრივი გარანტიები. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ოლეგ ბარციცსა და სახელმწიფო მრჩეველს, კონსტანტინ კოჩიევს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია იურიდიულად სავალდებულო […]

Continue Reading

ნიუ-იორკში, რესტორანთან მაკა ბოჭორიშვილსა და საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ

ნიუ-იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ. ემიგრანტები იმ რესტორანთან იმყოფებოდნენ, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი, მისი მოადგილე, ლაშა დარსალია და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე მივიდნენ. „ბოჭორიშვილი მობრძანდა, ქალბატონი ბოჭორიშვილი. არ გრცხვენიათ? არ გრცხვენიათ, ქალბატონო ბოჭორიშვილო?! რომელ მთავრობას ემსახურებით?“- მიმართა ერთ-ერთმა ემიგრანტმა ქალმა, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს. პროტესტის მონაწილეებმა საგარეო უწყების სხვა […]

Continue Reading

ოკუპირებულ აფხაზეთში „ვულკანის ამოფრქვევა“ უარყვეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უარყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რიწის ეროვნულ პარკში „ვულკანის ამოფრქვევა“ დაიწყო. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და თვითმხილველის მონათხრობი, რომლის მიხედვითაც, რიწისკენ მიმავალ გზაზე, კლდოვან ფერდობზე რამდენიმე საღამოს განმავლობაში მცირე ნათებები ჩანდა. „უკვე მეორე დღეა, საღამოს ვხედავთ პატარა ცეცხლებს, რომლებიც ზემოდან ქვემოთ ეშვება და მალევე ქრება. ჩვენი აზრით, შეიძლება […]

Continue Reading

თბილისის 21-ე სკოლას გაარემონტებენ – ცნობილია რა გადაწყვეტილება მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისისა და მისაქციელის საჯარო სკოლებზე

თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ცნობილია. გავრცელებული განცხადების თანახმად, 21-ე სკოლასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნის დამაზუსტებელი შეფასების მიხედვით, შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში. სასწავლო პროცესის გაგრძელების პარალელურად, სკოლაში განხორციელდება არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.  რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, […]

Continue Reading

მას შემდეგ, რაც სახლში ფული ვერ იპოვა, ქალს ცივი იარაღით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა – ვინ არის ყვარელში გარდაცვლილი ქალი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მოკლული 85 წლის ქალი ელიკო ასაბაშვილია. როგორც ადგილობრივებმა „მთავარი ამბები კახეთიდან“ გამოცემას უთხრეს, მოხუცი ცივი იარაღით არის მოკლული. მათივე ინფორმაციით, ასაბაშვილი სახლში მარტო ცხოვრობდა. თავდამსხმელი მასთან სავარაუდოდ, გვიან ღამით შეიჭრა და თანხის გამოძალვას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც სახლში ფული ვერ იპოვა, ქალს ცივი იარაღით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა, შემდეგ კი კვალის დაფარვის […]

Continue Reading

საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი ,,გარედან არის შესული” – კალაძის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განცხადებით, ფაქტია, რომ საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი ,,გარედან არის შესული”. როგორც კახა აბულაძემ ,,პირველი არხის” ეთერში განაცხადა, დადასტურებულია, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ავადობის მიზეზი ვირუსი იყო და არა საკვებით ინტოქსიკაცია. ,,ავადობის მიზეზი უკვე დადგენილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა პირველი განცხადება 20 სექტემბერს გაავრცელა და ბავშვების ავადობა მაღალი ალბათობით დაუკავშირა ნოროვირუსს. უკვე 22 […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 24 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°;ბათუმი: წვიმა […]

Continue Reading

24 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის, მოწამეთა: დიმიტრის, ევანთიას, დიმიტრიანეს, დიოდორე და დიდიმე ასურელთა, იას, ღირსი ევფროსინეს, ღირსი სილოანე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს. კრწანისის ბრძოლაში თავდადებულნი: 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები მე-18 საუკუნის მიწურულს, აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. […]

Continue Reading

ვინც რა არ უნდა თქვას, პირდაპირ პატრონს უყეფს და იწევს საკბენად – სააკაშვილი ღარიბაშვილზე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება ექსპრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ ბოლო წერილს. “ეს უდღეური ღარიბაშვილი ციხიდან იწერება “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” ერთმანეთს ჰგავსო. ჩვენ რომ “ოცნების” მსგავსი ვყოფილიყავით, სად ამყოფებდნენ თავს ყველაზე გვიან 2011 წელს ღარიბაშვილი და მისი პატრონი. ისე კი მისი წერილი უკიდურესად აზიანებს პროვინციულ დიქტატურას. ვინაიდან ვინც რა არ უნდა თქვას […]

Continue Reading

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სასამართლო დავა” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი

საკმაოდ „საინტერესო” იქნება იმის ნახვა, თუ რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც მუდმივად აცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა. ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. „წინა კვირას „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა – პარლამენტში მყოფი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის. დღემდე, ეს „სასამართლო დავა” მიუწვდომელია – არც საჯაროა და […]

Continue Reading

დოლარის კურსის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6229 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6104 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9933 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. “რძის სკანდალის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის კომპანია „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. “რძის სკანდალის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. როგორც BMG-ის რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, მესამე ინსტანციამ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია “ჩირინას” ლაშა პაპაშვილისთვის 1,6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. რევაზ ვაშაკიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგას” მესამე […]

Continue Reading

„დეპორტაციები ბოლო დროს გახშირდა, არის შემთხვევები პირს მისამართზე აკითხავენ და აკავებენ“ – ირლანდიაში მცხოვრები ქართველი

ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. „რეპორტის“ ცნობით, დუბლინი-თბილისის ჩარტერული რეისი 20 სექტემბერს შესრულდა, ხოლო ფრენის ხარჯებმა 225 575 ევრო შეადგინა. დეპორტირებულებს შორის 33 მამაკაცი, 7 ქალი და 3 ბავშვია. ირლანდიის პოლიციის ინფორმაციით, კაცებიდან ოთხი წარსულში ნასამართლევი იყო. „ცდილობენ, მარტივად შეავსონ თვითმფრინავში ადგილები და საქართველოში გამოუშვან ის მოქალაქეები, რომლებიც ირლანდიაში არალეგალურად იმყოფებიან“, – ამის შესახებ […]

Continue Reading

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში. გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებმა აცნობეს, რომ მოკლულია 85 წლის ქალი. მათივე ინფორმაციით, მოხუცი ხევის განაპირას მდებარე სახლში მარტო ცხოვრობდა და მასთან თავდამსხმელი სახლში სავარაუდოდ გვიან, ღამით შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ქალი გააუპატიურა და მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა. არსებული ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი […]

Continue Reading

მედია არა, იხვის ტოლმა – ჩერგოლეიშვილი “ტვ პირველის” ახალ დირექტორზე

“ეგრე რა, ლელოს პრეს-სამსახური. მედია არა, იხვის ტოლმა” – ასეთი კომენტარით ეხმიანება სოციალურ ქსელში “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარა ჩერგოლეიშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „TV პირველის“ ახალი დირექტორი „ლელო- ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე იქნება. “ტვ პირველის“ მფლობელმა, ვატო წერეთელმა დღეს, არხის ახალი დირექტორი და საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წევრები წარადგინა. ცნობისთვის, ტელეკომპანიის დირექტორის […]

Continue Reading

“ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა”

სექტემბრის ბოლოს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ორი ვირუსი: გრიპის ვირუსი და კორონავირუსი. გრიპის შემთხვევების გამოჩენა ასეთ ადრეულ პერიოდში უჩვეულოა, – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში. მისი თქმით, სექტემბრის მეორე კვირას პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობამ მოიმატა, ხოლო გრიპის შემთხვევების გამოჩენას ადრეულ პერიოდში არ შეუქმნია დამატებითი დატვირთვა სტაციონარულ და […]

Continue Reading

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან უარი თქვა ტრამპის მოთხოვნაზე, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ტრამპმა მას სთხოვა, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა გლობალური დიზელის ფასების ზრდის ფონზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნა უარყოფილი იქნა, რადგან მიაჩნია, რომ ფასების ზრდა, ძირითადად, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით არის განპირობებული და არა უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმებით. მანვე დასძინა, რომ ვინაიდან ყველას სურს დიზელის ფასის საკითხის […]

Continue Reading

საარსებო შემწეობა 140 ათასამდე პირს შეუწყდა – რამდენი ადამიანი იღებს დახმარებას

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 6 546 ადამიანს შეუწყდა, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით კი ბაზიდან ჯამში 139 870 ადამიანის ამოღება მოხდა. კერძოდ, 2026 წლის ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 576 902-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი აგვისტოში 570 356-ს გაუტოლდა. 2026 წლის იანვარში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 […]

Continue Reading

“რუსეთის რკინიგზის ტური” ერევანსა და თბილისს შორის მატარებლით კრუიზს იწყებს

ამ შემოდგომაზე რუს მოგზაურებს შეეძლებათ პირველი საერთაშორისო მატარებლით კრუიზით ისარგებლონ და სომხეთსა და საქართველოს ეწვიონ. “რუსეთის რკინიგზის ტური” პირველ მატარებელს 30 ოქტომბერს გაუშვებს. სამდღიანი საერთაშორისო მოგზაურობა, სახელწოდებით „კავკასიის ორი გული“, ერევანში დაიწყება, სადაც ტურისტებს დამოუკიდებლად შეუძლიათ მგზავრობა. მგზავრობაერთ ადამიანს, მინიმუმ, 63,000 რუბლი დაუჯდება. ტურისტები ღამეს მატარებელში გაატარებენ, დღისით კი, სომხეთისა და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. მოგზაურები […]

Continue Reading

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლია. „მინიმალური გამსვლელი ქულები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგების სტატისტიკა: მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4010 აბიტურიენტს. […]

Continue Reading