სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში

დღის სიახლეები სამართალი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში.

გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებმა აცნობეს, რომ მოკლულია 85 წლის ქალი.

მათივე ინფორმაციით, მოხუცი ხევის განაპირას მდებარე სახლში მარტო ცხოვრობდა და მასთან თავდამსხმელი სახლში სავარაუდოდ გვიან, ღამით შეიჭრა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ქალი გააუპატიურა და მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა.

არსებული ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი წაუკიდა და ცხედრის დაწვით დანაშაულის კვალის დაფარვას შეეცადა.

სოფელში ამბობენ, რომ ქალმა რამდენიმე დღით ადრე თხილი გაყიდა და სოციალური დახმარება აიღო.

საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *