მას შემდეგ, რაც სახლში ფული ვერ იპოვა, ქალს ცივი იარაღით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა – ვინ არის ყვარელში გარდაცვლილი ქალი

დღის სიახლეები სამართალი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მოკლული 85 წლის ქალი ელიკო ასაბაშვილია.

როგორც ადგილობრივებმა „მთავარი ამბები კახეთიდან“ გამოცემას უთხრეს, მოხუცი ცივი იარაღით არის მოკლული.

მათივე ინფორმაციით, ასაბაშვილი სახლში მარტო ცხოვრობდა. თავდამსხმელი მასთან სავარაუდოდ, გვიან ღამით შეიჭრა და თანხის გამოძალვას ცდილობდა.

მას შემდეგ, რაც სახლში ფული ვერ იპოვა, ქალს ცივი იარაღით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.

სოფელში ამბობენ, რომ მკვლელობის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ასაბაშვილის სახლზე კვამლი შენიშნეს.

საქმეზე დაკავებული არავინ არის. მიმდინარეობს ადგილობრივების გამოკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მთავარი ამბები კახეთიდან

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *