ამ შემოდგომაზე რუს მოგზაურებს შეეძლებათ პირველი საერთაშორისო მატარებლით კრუიზით ისარგებლონ და სომხეთსა და საქართველოს ეწვიონ. “რუსეთის რკინიგზის ტური” პირველ მატარებელს 30 ოქტომბერს გაუშვებს.
სამდღიანი საერთაშორისო მოგზაურობა, სახელწოდებით „კავკასიის ორი გული“, ერევანში დაიწყება, სადაც ტურისტებს დამოუკიდებლად შეუძლიათ მგზავრობა. მგზავრობაერთ ადამიანს, მინიმუმ, 63,000 რუბლი დაუჯდება.
ტურისტები ღამეს მატარებელში გაატარებენ, დღისით კი, სომხეთისა და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.
მოგზაურები პირველ დღეს ერევანში გაატარებენ, სადაც გიდის თანხლებით მაშტოცისა და ბაგრამიანის გამზირებს, კასკადის კომპლექსსა და ჩრდილოეთის გამზირს მოინახულებენ. ისინი ასევე ერევნის კონიაკის ქარხანას ეწვევიან, სადაც კომპანიის პროდუქციის დაგემოვნებას შეძლებენ.
მეორე დღე თბილისიდან ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით იწყება, სადილის შემდეგ კი, ტურისტები მცხეთას ეწვევიან, სადაც ჯვრის ტაძარი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს მონასტერი მდებარეობს.
ტურის ბოლო დღე ტურისტებს საშუალებას მისცემს, სომხეთში გარნი და გეღარდი მოინახულონ, ასევე დატკბნენ არარატის მთის სილუეტით, რომელიც ჩარენცის თაღიდან მოწმენდილ ამინდში ჩანს – წერს vestikavkaza.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
