ვინც რა არ უნდა თქვას, პირდაპირ პატრონს უყეფს და იწევს საკბენად – სააკაშვილი ღარიბაშვილზე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება ექსპრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ ბოლო წერილს.

“ეს უდღეური ღარიბაშვილი ციხიდან იწერება “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” ერთმანეთს ჰგავსო. ჩვენ რომ “ოცნების” მსგავსი ვყოფილიყავით, სად ამყოფებდნენ თავს ყველაზე გვიან 2011 წელს ღარიბაშვილი და მისი პატრონი.

ისე კი მისი წერილი უკიდურესად აზიანებს პროვინციულ დიქტატურას. ვინაიდან ვინც რა არ უნდა თქვას პირდაპირ პატრონს უყეფს და იწევს საკბენად” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *