რუსეთმა, ოკუპირევულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ერთობლივად მოითხოვეს, რომ საქართველომ უზრუნველყოს ძალის გამოყენების წინააღმდეგ სამართლებრივი გარანტიები. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ოლეგ ბარციცსა და სახელმწიფო მრჩეველს, კონსტანტინ კოჩიევს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების გარეშე, რომ თბილისი არ გამოიყენებს ძალას ორი რესპუბლიკის წინააღმდეგ. გარდა ამისა, განიხილება საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-“სამხრეთ ოსეთის” ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია, რასაც მოჰყვება მათი დემარკაცია.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში ვითარების განვითარება და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
