მედია არა, იხვის ტოლმა – ჩერგოლეიშვილი “ტვ პირველის” ახალ დირექტორზე

დღის სიახლეები პოლიტიკა

“ეგრე რა, ლელოს პრეს-სამსახური. მედია არა, იხვის ტოლმა” – ასეთი კომენტარით ეხმიანება სოციალურ ქსელში “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარა ჩერგოლეიშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „TV პირველის“ ახალი დირექტორი „ლელო- ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე იქნება.

“ტვ პირველის“ მფლობელმა, ვატო წერეთელმა დღეს, არხის ახალი დირექტორი და საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წევრები წარადგინა.

ცნობისთვის, ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობას ამ დრომდე თავად ვატო წერეთელი იკავებდა. რაც შეეხება ლევან ჯორბენაძეს, ის „ლელო- ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი იყო, რა თანამდებობას ერთი თვის წინ დატოვა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *