დღეს, აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დაურეკა და დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
“პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა, ჯანმრთელობა და წარმატებები საქმიანობაში, ასევე კეთილდღეობა უსურვა ქართველ ხალხს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოს მეთაურს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
ტელეფონზე საუბრისას, მათ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლობის განვითარების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს” – ნათქვამია ინფორმაციაში.

