დიზელის ფასი 5 ლარს უახლოვდება, ლიტრი ბენზინი კი 4 ლარზე მეტი ღირს – ბოლო 2 დღეში საწვავი კიდევ გაძვირდა

დღის სიახლეები ეკონომიკა

საქართველოში საწვავი კიდევ გაძირდა. ბოლო 2 დღეში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 8 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი 10 თეთრამდე გაძვირდა.

ცნობისთვის, მხოლოდ მიმდინარე თვეში სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე, სხვადასხვა პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ფასის კორექტირება. მთლიანობაში, 3 სექტემბრიდან დღემდე – ბენზინი 14-26 თეთრით არის გაძვირებული; ხოლო დიზელის ფასი 30-46 თეთრით არის გაზრდილი.

„ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დღეს საწვავის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:

Rompetrol

  • Efix სუპერი – 4.56 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.50 ლარი) – ზრდა 6 თეთრი;
  • Efix ევრო პრემიუმი – 4.10 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.05 ლარი) – ზრდა 5 თეთრი;
  • Efix ევრო რეგულარი – 3.88 ლარი (23 სექტემბრის ფასი 3.84 ლარი) – ზრდა 4 თეთრი;
  • Efix ევრო დიზელი – 4.97 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.87 ლარი) – ზრდა 10 თეთრი;
  • ევრო დიზელი – 4.89 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.79 ლარი) – ზრდა 10 თეთრი;

Gulf

  • G-Force სუპერი – 4.55 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.55 ლარი);
  • G-Force პრემიუმი – 4.17 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.09 ლარი) – ზრდა 8 თეთრი;
  • ევრო რეგულარი – 3.89 ლარი (23 სექტემბრის ფასი 3.89 ლარი);
  • G-Force ევრო დიზელი – 4.87 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.85 ლარი) ზრდა 2 თეთრი;
  • ევრო დიზელი – 4.79 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.75 ლარი) ზრდა 4 თეთრი;

Portal

  • სუპერი – 4.19 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.19 ლარი);
  • პრემიუმი – 3.99 ლარი (23 სექტემბრის ფასი 3.99 ლარი);
  • ევრო რეგულარი – 3.79 ლარი (23 სექტემბრის ფასი 3.79 ლარი);
  • ევრო დიზელი – 4.74 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.74 ლარი);
  • ეფექტური დიზელი – 4.64 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.64 ლარი);

Lukoil

  • სუპერი – 4.55 ლარი (23 სექტემბერი 4.48 ლარი) – ზრდა 7 თეთრი;
  • პრემიუმი დანამატებით – 4.05 ლარი (23 სექტემბერი 4.03) – ზრდა 2 თეთრი;
  • რეგულარი – 3.85 ლარი (23 სექტემბერი 3.83 ლარი) – ზრდა 2 თეთრი;
  • ვრო დიზელი – 4.82 ლარი (23 სექტემბერი 4.76 ლარი) – ზრდა 6 თეთრი.

Wissol

  • ეკო სუპერი – 4.54 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.54 ლარი);
  • ეკო პრემიუმი – 4.09 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.09 ლარი);
  • ეკო დიზელი – 4.87 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.87 ლარი);
  • ევრო დიზელი – 4.83 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.83 ლარი);
  • ევრო რეგულარი -3.89 ლარი (23 სექტემბრის ფასი 3.89 ლარი);

Socar

  • ნანო სუპერი – 4.44 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.44 ლარი);
  • ნანო პრემიუმი – 4.02 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.02 ლარი);
  • ნანო ევრო რეგულარი – 3.82 ლარი (23 სექტემბრის ფასი 3.82 ლარი);
  • ევრო 5 დიზელი – 4.70 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.70 ლარი);
  • ნანო ევრო 5 დიზელი – 4.80 ლარი (23 სექტემბრის ფასი 4.80 ლარი).

BPN.GE

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *