სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს, რომ საქართველოს ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი მონაცემებით უცხო ადამიანმა ბანკისგან თანხა მოითხოვა და 20 ათასი ლარი სესხის სახით 20 ათასი ლარი დაუმტკიცდა.
მისი თქმით, “ისეთი კვალიფციური, ისეთი დამაჯერებელი, ისეთი გამართული ტექსტით მელაპარაკებოდა, ეჭვი შემეპარა მართლა ხომ არ მომითხოვია ფული, მომითხოვია, კი არა ამიღია და დამიხარჯავს, ახლა კი უნდა ვიხადო მეთქი”.
მისი თქმით, “ისეთი კვალიფციური, ისეთი დამაჯერებელი, ისეთი გამართული ტექსტით მელაპარაკებოდა, ეჭვი შემეპარა მართლა ხომ არ მომითხოვია ფული, მომითხოვია, კი არა ამიღია და დამიხარჯავს, ახლა კი უნდა ვიხადო მეთქი”.
“გუშინ მირეკავს, ვიღაც კაცი საქართველოს ბანკის წარმომადგენლის სახელით, დაყენებული ხმით და გამართული საბანკო ლექსიკით მაცნობა, რომ დამიმტკიცდა სესხი 20 000 ლ. ოდენობით.
მას მერე რაც ვუთხარი რომ არავითარი სესხი არ მომითხოვია, ბანკიდან ხუთი ლარიც არ გამომიტანია და საერთოდ ბანკის გზა არ ვიცი მეთქი, მეუბნება გადაგამისამართებთ რაღაც დაცვის ვიღაც ტიპთან და ის გაარკვევს როგორ მოითხოვა ვიღაც დავით ჭკადუამ თქვენი მონაცემებით 20 000 ლარიო.
ვეუბნები, მე არაფერი მომითხოვია, მით უმეტეს ფული არ ამიღია,ხელი არაფერზე მომიწერია, ეგ დავით ჭკადუა თვალით არ მინახავს, არავითარ მონაცემების მოცემას არ ვაპირებ და შიგნით მოაგვარეთ თქვენივე საქმე, ვისაც გინდათ იმათ დაურეკეთ და არკვიეთვ თქვენი ამბები მეთქი.
ცოტა გაიფხორა მაგრამ მაინც დაგირეკავთო მითხრა.
ზარის ამომცნობი მაქვს დაყენებული, სახელს მიწერს და ვიღაც როზა დაეწერა.
ხოდა რატო ვწერე ამდენი…ისეთი კვალიფციური, ისეთი დამაჯერებელი, ისეთი გამართული ტექსტით მელაპარაკებოდა, ეჭვი შემეპარა მართლა ხომ არ მომითხოვია ფული, მომითხოვია, კი არა ამიღია და დამიხარჯავს, ახლა კი უნდა ვიხადო მეთქი.
ასე კვალიფიციურად, და საქმის უნაკლო ცოდნით, თუ აბოლებენ ქოლცენტრები, კი იქნებიან თაფლსა და შოკოლადში, აბა რა” – წერს მოქალქე.

