ახალი ამბები დაკარგული პატარა მოსწავლეები იპოვეს – სად მიაკვლიეს ბვშვებს და რას ამბობს სკოლის დირექტორი?

დღის სიახლეები საზოგადოება

ვა­კე­ში, N54-ე სა­ჯა­რო სკო­ლის 2 პირ­ველკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლის და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცია, ერთ-ერთი ბავ­შვის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ვა­კის ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. პატარები მალევე იპოვეს, საქმეში ჩართო საპატრულო პოლიცია.

“ამბები”და­უ­კავ­შირ­და 54-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს, ქე­თე­ვან ჩო­ქურს, რომელმაც დაადასტურა, რომ ორი­ვე ბავ­შვი ნა­პოვ­ნია.

“უბ­რა­ლოდ მო­მენ­ტა­ლუ­რად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, მერე და­ვი­ნა­ხეთ კა­მე­რებ­ში, რომ ჭიშ­კარს იქით იყ­ვნენ გა­და­სუ­ლე­ბი. გზა­ზე გა­და­ვიდ­ნენ ჩავ­რთეთ პატ­რუ­ლი და ვი­პო­ვეთ ორი­ვე”, – ამ­ბობს დი­რექ­ტო­რი.

მოსწავლეები ვაკეში იპოვეს, ისინი სკოლას ძალიან დიდი მანძილით არ დაშორებულან.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *