დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია – საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია

დღის სიახლეები საზოგადოება

დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია – საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ორივე მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დევდორაკში, ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, სასიგნალო შეტყობინება შევიდა – სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების, საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *